მთავარი მენიუს გახსნა
ქაღალდების გროვა

ქაღალდი — თხელი, ბრტყელი მატერია, რომელიც ძირითადად მცენარეული ბოჭკოებისგან შედგება. გამოიყენება უმთავრესად წერისთვის და ბეჭდვისთვის. სხვა გავრცელებული გამოყენებებია: შესაფუთი საშუალება (მუყაო), ჰიგიენური ქაღალდი (ქაღალდის ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი), დეკორაციული ქაღალდი (მგ. შპალერი).

ისტორიარედაქტირება

ქაღალდი პირველად ჩინეთში, ძვ.წ. 105 წელს გაჩნდა. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისგან ამზადებდნენ. VII საუკუნეში არაბები ქაღალდის წარმოებაში უკვე სხვა ნედლეულს იყენებდნენ - ქსოვილსა და ბამბას. ევროპაში ქაღალდი XIV საუკუნეში გავრცელდა. პირველი ქაღალდის დამამზადებელი ქარხანა საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა. XIX საუკუნეში ქაღალდისთვის საჭირო ნედლეულში ცელულოზის დამატება დაიწყეს, რამაც ქაღალდის წარმოება მასობრივი გახადა.

ლიტერატურარედაქტირება

  • ნანა მაჭარაშვილი, ნინო სილაგაძე (2007). ხელოვნება. თბილისი: „მერიდიანი“.