ბეჭდვა — ერთი დედნიდან მრავალი ასლის დამზადება. ამ დედნიდან საბეჭდი ფორმა მზადდება, რომლითაც ასობით, ათასობით და მილიონობით ასლიც კი იბეჭდება. თითქმის ყველა ნაბეჭდი პროდუქცია ტექსტის, ფოტოსურათებისა და ილუსტრაციებისაგან შედგება. მაგალითად, რომანის დასაბეჭდად შეიძლება მხოლოდ შრიფტი იყოს საჭირო, ხოლო მარკის დასაბეჭდათ – შრიფტი და ფოტოსურათი ან ნახატი.

ბეჭდვა

ტექსტის აწყობა ჩვეულებრივ, კომპიუტერში, სპეციალური პროგრამების საშუალებით ხდება. კომპიუტერში სხვადასხვანაირი მოხაზულობის შრიფტები ინახება, რომლებსაც შემდგომ სასურველ ზომასა და ფერს ვანიჭებთ. კომპიუტერშივე ინახება ფოტოები, ილუსტრაციები და სხვა ვიზუალური მასალა. ამ ყველაფრის გამოყენებით დიზაინერი კომპიუტერში დასაბეჭდად გამზადებულ გვერდებს ქმნის.

დასრულებული გვერდები ციფრული სახით სპეციალურ ფაილებად ინახება კომპიუტერში. ამ ფაილებიდან საბეჭდი ფორმები მზადდება.

ლიტერატურა

რედაქტირება