ისიძუტი
ისიძუტი (იაპონ. 石鎚山) — მთა იაპონიაში, სიკოკუს ქედზე, კუნძულ სიკოკუს უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 1982 მ. მდებარეობს ჰაკუსანის მთიდან დასავლეთით. ისიძუტი ცნობილია როგორც „სიკოკუს სახურავი“. მწვერვალი ციცაბოა, კლდოვანი. მოგვაგონებს „ქვის ჩაქუჩს“. ისიძუტი ამ რეგიონში მნიშვნელოვან საკულტო ობიექტს წარმოადგენს. ძველი ვულკანის რელიქტია.
ისიძუტი | |
---|---|
ისიძუტი | |
კოორდინატები: 33°46′03″ ჩ. გ. 133°06′54″ ა. გ. / 33.76750° ჩ. გ. 133.11500° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
სიმაღლე | 1982 მ |
ქედი | სიკოკუს ქედი |