ჰონსიუ
ჰონსიუ, ჰონდო (იაპონ. 本州) — იაპონიის ყველაზე დიდი, მთავარი კუნძული, ჰოკაიდოს სამხრეთით. გარს აკრავს წყნარი ოკეანე, იაპონიის ზღვა. იაპონიის შიგა ზღვა და ცუგარუს, კიისა და კამონის სრუტეები.
მშობ. სახელი: 本州 | |
---|---|
კუნძული ჰონსიუ გამუქებულია | |
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 36°18′45″ ჩ. გ. 138°44′15″ ა. გ. / 36.31250° ჩ. გ. 138.73750° ა. გ. |
ფართობი | 227 962,59 კმ² |
სიგრძე | 1300 კმ |
სიგანე | 50-230 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 5450 კმ |
უმაღლესი წერტილი |
3776 მ ფუძიამა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 103 000 000 (2005) |
სიმჭიდროვე | 447 /კმ² |
კუნძული სიგრძეა დაახლოებით 1300 კმ, ხოლო სიგანე მერყეობს 50-230 კმ-ს შორის. მისი საერთო ფართობია 227 ათ. კმ² და შეადგენს იაპონიის საერთო ტერიტორიის 60%-ს. ფართობით ის ოდნავ აჭარბებს დიდი ბრიტანეთის კუნძულს. ჰონსიუს 5450 კმ სიგრძის სანაპირო აქვს.
რელიეფი მეტწილად დაბალ- და საშუალომთიანია. ჩრდილოეთით სამი გასწვრივი ქედია. აქ ძირითადია ოუს ქედი. ცენტრალურ ნაწილში, სადაც ჰონსიუ გადაკვეთილია ფოსა-მაგნის ტექტონიკური ღრმულით, ვრცელდება ჰიდის, კისოს და აკაისის ქედები, რომელთა სიმაღლეა 2500-3000 მ და აქვთ რელიეფის ალპური ფორმები. ტერიტორია მეტად სეისმურია. მთაგორიან და ვულკანურ კუნძულს ხშირი მიწისძვრები ახასიათებს (დიდი კანტოს მიწისძვრამ ძლიერ დააზიანა ტოკიო 1923 წლის სექტემბერში); ჰონსიუს უმაღლესი პიკია აქტიური ვულკანური მთა ფუძიამა (3776 მ). სამხრეთ-დასავლეთით დადაბლებაში არის იაპონიის უდიდესი ტბა ბივა და შეჭრილია ოსაკის ყურე. სანაპიროს გასწვრივ პატარ-პატარა ვაკეებია. ჰავა ოკეანურია, მუსონური, ჩრდილოეთით — ზომიერი, ხოლო სამხრეთით — სუბტროპიკული. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 1000-3000 მ წელიწადში. ხშირია ტაიფუნი. კუნძულზე მიედინება მრავალი მდინარე, რომელთაგან აღსანიშნავია სინანო — იაპონიის უგრძესი მდინარე.
წყნარი ოკეანის სანაპიროზე ბევრია ყურე და უბე; იაპონიის ზღვის სანაპირო კი ნაკლებად არის შეჭრილ-შემოჭრილი.
2005 წლის აღწერით კუნძულზე ცხოვრობდა 103,000,000 ადამიანი. კუნძულზე მდებარე ქალაქებიდან აღსანიშნავია: ტოკიო, იოკოჰამა, კიოტო, ოსაკა, კობე, ჰიროსიმა, სენდაი და ნაგოია. ჰონსიუ ნომინალურად ხუთ რეგიონად არის დაყოფილი და მოიცავს 34 პრეფექტურას, ტოკიოს მეტროპლიის ჩათვლით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰონსიუ — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ჰონსიუ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)