ჰოკაიდო
ჰოკაიდო (北海道 Hokkaidō, „ჩრდილოეთის ზღვის წრებრუნვა“; 1868-მდე იესო, ეძო, მაცმაი) — კუნძული იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში. სიდიდით მეორე კუნძული და უდიდესი პრეფექტურაა იპონიაში. ფართობი 83 400 კმ². კუნძულს ჰონსიუსგან ცუგარუს სრუტე ჰყოფს, თუმცა ჰონსიუსთან იგი წყალქვეშა გვირაბით არის დაკავშირებული. ჰოკაიდოს უდიდესი ქალაქი და პრეფექტურის დედაქალაქია საპორო. დასავლეთით ესაზღვრება იაპონიის ზღვა, ჩრდილოეთთ ოხოტის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით წყნარი ოკეანე. რელიეფი უმთავრესად საშუალო- და დაბალმთიანია. კუნძულზეა იაპონიის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი ნოსაპუს კონცხი. ჰოკაიდოს ქედებია: ჰიდაკა, ტოკატი ფა სხვა. სიმაღლე 2290 მ-მდე (მთა ასაჰი). არის მოქმედი ვულკანები. ხშირია მიწისძვრა. არის ქვანახშირის, რკინის მადნის, გოგირდის საბადოები. ჰავა ზომიერი, ოკეანური, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა –3 °C-დან –11 °C-მდეა, ივლისის 17-21 °C. ნალექები 800-1500 მმ წელიწადში. დიდი მდინარეებია: ისიკარი, ტესიო, ტოკატი. ტბებიდან აღსანიშნავია სარომა. მდიდარია ჰიდროენერგიით. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყით არის შმეოსილი. გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარი და ფართოფოთლოვანი ტყეები. დაბლობებზე მდელო და ჭაობებია. მრავლადაა ეროვნული პარკები.
კუნძული და პრეფექტურა ჰოკაიდო | |
გეოგრაფია | |
---|---|
კოორდინატები | 43°04′ ჩ. გ. 141°54′ ა. გ. / 43.067° ჩ. გ. 141.900° ა. გ. |
ფართობი | 83 453,57 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
2290 მ მთა ასაჰი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 5 507 456 (2010) |
სიმჭიდროვე | 66,4 /კმ² |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰოკაიდო“ ვიკისაწყობში.
- ჰოკაიდო — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ჰოკაიდო — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)