ისიკარი (იაპონ. 石狩川) — მდინარე ჰოკაიდოს რეგიონში, იაპონია. ისიკარი ქვეყანაში მესამე უგრძესი მდინარეა, ხოლო კუნძულზე ყველაზე გრძელია. მდინარის აუზის ფართობი 14 330 კმ²-ია, რომლის მიხედვითაც იგი მეორე ადგილზეა იაპონიაში.

ისიკარი
石狩川

მდინარე ისიკარი მთებში
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ქალაქები საპორო
სათავე ისიკარის მთა
სიგრძე 268 კმ
აუზის ფართობი 14 330 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ისიკარი
石狩川
ვიკისაწყობში

მდინარე ისიკარი მთიდან იღებს სათავეს და ასაჰიკავასა და საპოროში გაედინება. ისიკარის უმთავრესი შენაკადებია ჩუბეცუ, ურიუ, სორაჩი და ტოიოჰირა. ჯერ კიდევ 40,000 წლის წინ ისიკარი წყნარ ოკეანეში, ტომაკომაისთან ახლოს ჩაედინებოდა. შიკოცუს ვულკანურის მთიდან ამოფრქვეულმა ლავამ მდინარეს კალაპოტი უცვალა და ამჟამად ისიკარი იაპონიის ზღვაში ჩადის. ისიკარის სახელი ანუს ენაზე „ხვეულ მდინარეს“ ნიშნავს, რადგან წინათ ისიკარის ამავე სახელწოდების დაბლობზე მიიკლაკნებოდა. მასიურმა ნაპირსამაგრმა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა მდინარე 100 კილომეტრით შეამოკლა, ამის მიზეზით დიდი ადგილი ნამდინარევ ტბებს დაეთმო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება