ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კობე (იაპ. 神戸市 Kōbe-shi) — ჰიოგოს პრეფექტურის დედაქალაქი და იაპონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი 1.5 მილიონი მცხოვრებით. მდებარეობს კანსაის რეგიონში ოსაკადან დასავლეთით. კობე იაპონიის თხუთმეტ მნიშვნელოვან ქალაქთაგანია და ოსაკა–კობე–კიოტოს აგლომერაციის ნაწილია.

კობეს მდებარეობა იაპონიის რუკაზე

კობე ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო იაპონიაში, რომელმაც დასავლეთთან ვაჭრობა დაიწყო, 1868 წელს, და ამგვარად ცნობილია როგორც კოსმოპოლიური საპორტო ქალაქი. აქ 45000 უცხოელი რეზიდენტია 100-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ქალაქში მდებარეობს მრავალი მულტიეროვნული კომპანიის აზიის და იაპონიის სათავო ოფისი (მათ შორის პროქტერ & გემბლი და ნესტლე).

ქალაქი ძლიერ დაზიანდა 1995 წლის ჰანშინის დიდი მიწისძვრისას, როდესაც 5000-ზე მეტი მცხოვრები დაიღუპა. ამჟამად ქალაქი უკვე მთლიანად აღდგენილია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კობე“-დან