Nestlé

საკვები პროდუქტების მწარმოებელი შვეიცარული კომპანია
(გადამისამართდა გვერდიდან ნესტლე)

Nestlé S.A.შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია, უმსხვილესი მსოფლიოში კვების პროდუქტების სფეროში. სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ ვევეში. შემოსავლების თვალსაზრისით, ნესტლე მსოფლიოში პირველია კვების მრეწველობის კომპანიებს შორის.[3][4]

Nestlé S.A.
ნესტლე
ტიპი ანონიმური საზოგადოება
დარგი კვების მრეწველობა
დაფუძნდა

1866; 158 წლის წინ (1866)
(როგორც „ანგლო-შვეიცარული შედედებული რძის კომპანია“ (Anglo-Swiss Condensed Milk Company))
1867; 157 წლის წინ (1867)
(როგორც „ჰენრი ნესტლეს რძის ფხვნილის კომპანია“ (Farine Lactée Henri Nestlé))

შერწყმა


1905; 119 წლის წინ (1905)
(როგორც „ნესტლე და ანგლო-შვეიცარული შედედებული რძის კომპანია“)
დამაარსებელი ანრი ნესტლე
სათავო ოფისი ვევე, შვეიცარიის დროშა შვეიცარია
მმართველი
პოლ ბულკი[1]
(თავმჯდომარე)
ულფ მარკ შნაიდერი[1]
(CEO)
პროდუქცია

ბავშვთა კვება
ყავა;
ყოველდღიური პროდუქტები;
სწრაფი კვების პროდუქტები;
საკონდიტრო ნაწარმი;
ჩამოსხმული წყალი;
ნაყინი;

ცხოველთა კვება;
შემოსავალი 91,43 მილიარდი შვეიცარული ფრანკი (2018)[2]
მთლიანი შემოსავალი 13,75 მლრდ შვეიცარიული ფრანკი (2018)[2]
სუფთა მოგება 10,46 მლრდ შვეიცარიული ფრანკი (2018 წელი)[2]
თანამშრომელი 352 000 (2019)
საიტი nestle.com
ანრი ნესტლე

ნესტლეს პროდუქცია მოიცავს ბავშვის საკვებს, ჩამოსხმულ წყალს, სწრაფი კვების პროდუქტებს, ყავას, საკონდიტრო ნაწარმს, ყოველდღიურ პროდუქტებს, ნაყინს, ცხოველთა საკვებს და ნამცხვრებს. ნესტლეს 29 ბრენდის წლიური გაყიდვები 1 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (1,1 $) აღემატება.[3][5] მათ შორისაა Nespresso, Nescafé, KitKat, Smarties, Nesquik, Stouffer's, Vittel, და Maggi. კომპანია ფლობს 450 საწარმოს მსოფლიოს 86 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 328 000 ადამიანი. ამავე დროს, იგი მსოფლიოს უმსხვილესი კოსმეტიკური კომპანიის — L'Oréal–ის ერთ–ერთი მთავარი მეწილეა.[6]

ნესტლე ჩამოყალიბდა 1905 წელს, ძმები ჯორჯ და ჩარლ პეიჯების მიერ 1866 დაარსებული ანგლო–შვეიცარიული რძის კომპანიისა და ამავე წელს ანრი ნესტლეს მიერ დაარსებული Farine Lactée Henri Nestlé–ს (ანრი ნესტლეს რძის კომპანია) შერწყმის შედეგად. კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველი მსოფლიო ომის დროს, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გაფართოვდა მანამდე შეთავაზებული ძირითადად შედედებული რძისა და ჩვილთა კვების პროდუქტებისაგან შემდგარი ასორტიმენტი. კომპანიამ განახორციელა რამდენიმე კორპორაციული შენაძენი, მათ შორის იყო Crosse & Blackwell 1950 წელს, Findus 1963 წელს, Libby's 1971 წელს, Rowntree Mackintosh 1988 წელს და Gerber 2007 წელს.

შვეიცარიის ბირჟის სიაში ნესტლე პირველ ადგილზეა და შედის Swiss Market Index–ში. Euronext–ის ბირჟის სიაში ის მეორეა. 2011 წელს, ნესტლემ Fortune Global 500–ის შეფასებაში პირველი ადგილი დაიკავა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მომგებიანმა კორპორაციამ.[7] 200 მილიარდი აშშ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, Financial Times Global 500–ის შეფასებით ნესტლე მე–13 ადგილზეა.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nestlé&oldid=4442797“-დან