Nescafé
Nescafé (ქართ. ნესკაფე)— ხსნადი ყავის ბრენდი კომპანია Nestlé–სგან. ბაზარზე წარმოდგენილია მრავალი ფორმით. სახელწოდება წარმოადგენს სიტყვა Nestlé–სა და café–ს სიტყვათშეთანხმებას.[1] ნესტლეს მედროშე დაფქული ყავა შემუშავებულ იქნა შვეიცარიაში, 1938 წლის 1 აპრილს,[1] მაქს მორგენტალერისა და ვერონ ჩაპმენის 7–8 წლიანი მუშაობის შემდეგ.[1][2] years by Max Morgenthaler and Vernon Chapman.[1]
Nescafé | |
---|---|
ლოგო 2014 წლიდან | |
პროდუქტის ტიპი | ხსნადი ყავა |
მფლობელი | Nestlé |
ქვეყანა | შვეიცარია |
ბაზრები | საერთაშორისო |
ტეგლაინი | ყველაფერი იწყება ნესკაფეთი (ინგლ. It all starts with a Nescafé) |
საიტი | www.nescafe.com |
1930 წელს, ბრაზილიამ კომპანია ნესტლეს მიმართა თხოვნით, რომ მოეძებნა ყავის მარცვლების შენახვისა ინდუსტრიულად დამუშავების გზა. მრავალი წლის ნამძილზე, ბრაზილიას მწვანე ყავის გადამუშავების პრობლემა აწუხედბა. სათანადო ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო, ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობის ყავა იკარგებოდა მარცვლის გამოშრობისა და გადამუშავების შემდეგ.
მაქს მორგენტალერი და მისი კოლეგა ვერონ ჩაპმენი შვიდ წელზე მეტი მუშაობდნენ, რათა შეექმნათ ე. წ. „ყავის კუბები“, რომელიც შეინარჩუნებდა ყავის მარცვლის ყველა თვისებას, ამავე დროს დიდხანს შეინახებოდა და წყლის დასხმის შემდეგ, დასალევად ვარგისი გახდებოდა.
1938 წლის 1 აპრილს, ნესკაფე პირველად დამზადდა ტექნოლოგიურ პირობებში. წარმოება დაიწყო შევიცარიის ქალაქ ორბში, რომელიც ვევეში მდებარე ნესტლეს სათავო ოფისიდან 50 კმ–ში მდებარეობდა. სულ მალე, ნესკაფემ მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ–შ მდებარე ყველა საწარმო, რომელიც წელიწადში 1 მილიონ ერთეულ შეფუთვას ამზადებდა, მთლიანად მხოლოდ არმიის მომარაგებაზე გადაერთო. ბევრ ენაში, სიტყვა „Nescafé“ ზოგადად ხსნადი ყავის აღმნიშვნელი გახდა (სერბ. нес-кафа, არაბ. نسكافيه და ა. შ.)
პროდუქტები
რედაქტირებანესტლეს მტკიცებით, ყოველ წამში, მსოფლიოში 3 000 ფინჯანი ნესკაფე ისმება.[3]
ნესკაფეს პროდუქტებს შორისაა:[4]
- Nescafé Original bando
- Nescafé Classic
- Nescafé Clasico
- Nescafé Gold Blend, (in Sweden called 'Lyx' as in 'Luxury')
- Nescafé Gold Blend Decaf, (in Sweden called 'Lyx' as in 'Luxury')
- Nescafé Gold Blend Half Caff
- Nescafé Black Gold
- Nescafé Spécial Filtre (in France)
- Nescafe Blend 43
- Nescafé Blend 37
- Nescafé Decaff
- Nescafé Half Caff
- Nescafé Fine Blend
- Nescafé Partners Blend (Fairtrade)
- Café Parisien (The Paris experience)
- Nescafé Suraya
- Nescafé Alta Rica
- Nescafé Alta Rica Decaff
- Nescafé Allen
- Nescafé Cap Colombie
- Nescafé Espresso
- Nescafé Red Cup (available in several European countries)
- Nescafé Green Blend (with more antioxidants, available in Sweden)
- Nescafé Azera (barista style instant coffee)
- Nescafé Café de Olla [5]
ნესკაფეს აქვს სპეციალური ხაზი, რომელიც მოიცავს:
- Nescafé Cappuccino
- Nescafé Cappuccino Unsweetened
- Nescafé Cappuccino Skinny
- Nescafé Cappuccino Decaffeinated
- Nescafé Decaffeinated
- Nescafé Latte Macchiato
- Nescafé Latte
- Nescafé Latte Skinny
- Nescafé Ice Java Coffee Syrup
- Nescafé Excella
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Coffee History (Nescafé History section). Nescafé. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 31 July 2011.
- ↑ Coffee Origins (The Origins of Nescafé section). Nescafé. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 31 July 2011.
- ↑ Nestlé brand History – Nescafé. Nestlé. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-28. ციტირების თარიღი: 2013-01-03.
- ↑ Nestlé UK – Coffee დაარქივებული 2010-05-29 საიტზე Wayback Machine. . Nestle.co.uk (1938-04-01). Retrieved on 2011-04-17.
- ↑ Nescafe Latino. Nescafe Latino. ციტირების თარიღი: 9/28/2012.