ოუს მთები

(გადამისამართდა გვერდიდან ოუს ქედი)

ოუს მთები (იაპონ. 奥羽山脈) — ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 500 კმ, სიგანე დაახლოებით 35 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 2038 მ (ვულკანი ივატე).[1] ძირითადად აგებულია ნეოგენური და პალეოგენური ასაკის გრანიტებით, გნაისებითა და დანალექი ქანებით. ქედის სიმაღლე ძლიერ არის შეცვლილი ნასუს ვულკანური ზონით. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განლაგებულია ვულკანური კონუსების 7 ჯგუფი: ჰაკოდა, ივატე, სუგავა, ფუნაგატა, ზაო, აზუმა და ბანდაი. ოუს მთები მნიშვნელოვანი კლიმატური ზღუდეა: მისი აღმოსავლეთი კალთები განიცდის ზაფხულის, ხოლო დასავლეთი კალთები — ზამთრის მუსონის გავლენას. განვითარებული ფართოფოთლოვანი ტყე, 500–700 მ-ზე მაღლა მთის ტაიგაა.[1]

ოუს მთები
კოორდინატები: 39°51′ ჩ. გ. 141°05′ ა. გ. / 39.85250° ჩ. გ. 141.083° ა. გ. / 39.85250; 141.083
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
უმაღლესი წერტილი ივატე
სიმაღლე 2038 
სიგრძე 500 კმ
სიგანე 35 კმ
ოუს მთები — იაპონია
ოუს მთები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება