ბივა (იაპონ. 琵琶湖; ბივა-კო) — უდიდესი ტბა იაპონიაში, მდებარეობს კუნძულ ჰონსიუზე, მთათაშორის ტექტონიკურ ქვაბულში. ფართობი — 716 კმ². სიგრძე — 63 კმ, სიგანე — 20 კმ, სიღრმე — 95 მ-მდე. დასავლეთი სანაპირო მაღალია, აღმოსავლეთი — დაბალი. მდინარე იოდო ბივას აკავშირებს ოსაკის ყურესთან, სანაოსნო არხები — ქალაქ ოსაკასთან და კიოტოსთან. სანაოსნოა. განვითარებულია ტურიზმი.

ბივა
琵琶湖
კოორდინატები: 35°20′00″ ჩ. გ. 136°10′00″ ა. გ. / 35.33333° ჩ. გ. 136.16667° ა. გ. / 35.33333; 136.16667
მდებარეობა იაპონიის დროშა იაპონია
სიგრძე 63 კმ
სიგანე 20 კმ
ფართობი 716 კმ²
საშუალო სიღრმე 95 
მაქსიმალური სიღრმე 103 
აუზის ფართობი 3174 კმ²
გამომდინარე მდინარე იოდო
ბივა — იაპონია
ბივა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბივა&oldid=3522443“-დან