ალიგატორი (ლათ. Alligator < ესპ. el lagarto — „ხვლიკი“) — ქვეწარმავლების გვარი ნიანგების რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: მისისიპის ალიგატორი (Alligator mississippliensis), 6,3 მ-მდე სიგრძისა, დიდი რაოდენობით გვხვდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ინტენსიური რეწვის შედეგად მისი რაოდენობა შემცირდა და ამჟამად უმთავრესად ფლორიდის ჭაობებში ბინადრობს; ცოტაოდენი შემორჩენილია სხვა ადგილებშიც; ჩინური ალიგატორი (Alligator sinensis), 2,5 მ-მდე სიგრძისა. გვხვდება მდინარე იანძიანის ქვემოწელში. ახალგაზრდა ალიგატორი იკვებება წყლის მწერებითა და კიბოსნაირებით, ზრდასრული - ბაყაყებით, გველებითა და თევზებით. ზოგჯერ თავს ესხმის სხვა ცხოველებსაც.