ახალი სამხრეთი უელსი

ახალი სამხრეთი უელსი
ახალი სამხრეთი უელსი, დროშა ახალი სამხრეთი უელსი, გერბი
დევიზი: „Orta Recens Quam Pura Nites“
მეტსახელი: „პირველი შტატი“
ავსტრალიის რუკაზე
დედაქალაქი სიდნეი
ფართობი
 * საერთო
 * ხმელეთი
 * წყალი
 
809 444 კმ² (მე-5 ადგილი)
800 642 კმ²
8802 კმ² (1,09%)
მოსახლეობა (2011)
 * რაოდენობა
 * სიმჭიდროვე
 
6 917 658 (1-ლი ადგილი)
8,64/კმ² (მე-3 ადგილი)
დროის სარტყელი UTC+10:00 (UTC+11:00 ზაფხულში)
პარლამენტი
 * წარმომადგენელთა რაოდენობა
 * სენატორების რაოდენობა
 
49
12
აბრევიატურა
 * საფოსტო
 * ISO 3166-2
 
NSW
AU-NSW
ვებ-გვერდი
{{{ვებ-გვერდი}}}

ახალი სამხრეთ უელსი (ინგლ. New South Wales, NSW) — სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის ყველაზე ძველი და მჭიდროდ დასახლებული შტატი. სახელი შეარქვა ჯეიმზ კუკმა, რომელიც ამ მიწაზე გადმოვიდა 1770 წელს და მისი აზრით სანაპირო ზოლი ძალიან წააგავდა სამხრეთ უელსს. შტატია 1901 წლიდან.

  • ფართობი - 800 642 კმ².
  • მოსახლეობა - 6 917 658 ადამიანი[1] (2011).
  • ქალაქები (ათ.) – სიდნეი (3.770), დაარსდა 1842 წელს; ოპერა, 1959-1973; სიდნეის კოშკი, 320 მ; ნიუკასლი (465), უოლონგონგი (253).

გეოგრაფია

რედაქტირება

შტატის ფართობი შეადგენს 800 642 კმ² (მე-5 ადგილი ქვეყნის შტატებსა და ტერიტორიებს შორის). ჩრდილოეთიდან შტატს ესაზღვრება შტატი კუინზლენდი, სამხრეთიდან შტატი ვიქტორია, დასავლეთიდან — შტატი სამხრეთი ავსტრალია, აღმოსავლეთიდან მას გარს ეკვრის ტასმანიის ზღვის წყლები (წყნარი ოკეანე). შტატის ტერიტორიაში იმყოფება ორი ანკლავი — ავსტრალიის ფედერაციის სუბიექტები — ფედერალური ტერიტორია და ჯერვის-ბეი.

დიდი წყალგამყოფი ქედი შტატს ყოფს მჭიდროდ დასახლებულ აღმოსავლეთ (ზღვისპირა), და სტეპებიან, სასოფლოსამეურნეო, დასავლეთ ნაწილად. თვითონ მთიან რაიონებში, სამეურნეო გამოყენებისათვის მძიმე პირობებისა და ლანდშაფტისა და მცენარეული სამყაროს უნიკალურობის გამო, არის ბევრი ეროვნული პარკი. ტურიზმის ცენტრია იქვე მყოფი ქალაქი კატუმბა.

ეროვნული პარკები

რედაქტირება

ახალ სამხრეთ უელსში 780-ზე მეტი ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორიაა, რომელიც ჯამში შტატის მთლიანი ტერიტორიის 8 %-ზე მეტს შეადგენს.[2] დაცული ობიექტები წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ნაირსახეობას: წვიმიან ტყეებს, ჩანჩქერებს, სტეპებს ზღვის რიფებამდე და მეჩხერად დასახლებულ უდაბნოებს, მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ჩათვლით.[3]

ავსტრალიის პირველი ეროვნული პარკი (და მეორე მსოფლიოში იელოუსტოუნის ეროვნული პარკის (აშშ-ში) შემდეგ) 1879 წლის 26 აპრილს გახდა სამეფო ეროვნული პარკი სიდნეის სამხრეთ ნაწილში. შტატის წველაზე დიდი ეროვნული პარკია კოსციუშკოს ეროვნული პარკი, რომელიც მოიცავს მთიან რეგიონს[4].

ეროვნული პარკების ასოციაცია შეიქმნა 1957 წელს ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიაზე ეროვნული პარკების სისტემის შექმნის მიზნით. ამას მოჰყვა 1967 წელს ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების სამსახურის შექმნა[5].

2000 წელს ახალი სამხრეთ უელსის შტატში შვიდი ეროვნული პარკი და ერთი რეზერვატი გაერთიანდა დიდი ცისფერი მთების ტერიტორიაში.

ითვლება, რომ შტატი დაარსდა 1788 წლის იანვარში ინგლისელი გადასახლებულების გადასვლის მომენტში, რომლებიც ჩაიყვანა ავსტრალიაში პირველმა ფლოტმა, რომლებმაც ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე პორტ-ჯექსონის ყურეში დააარსეს პირველი ევროპული დასახლება სიდნეი (დღეისათვის ქალაქი სიდნეი).

თავიდან შტატი მოიცავდა ავსტრალიის კონტინენტური ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. XIX საუკუნეში მას ნელ-ნელა გამოეყვნენ სხვა მსხვილი რეგიონები.

აბორიგენები

რედაქტირება

თავიდან შტატის ტერიტორია დასახლებული იყო აბორიგენთა ტომებისაგან, რომლებიც ავსტრალიის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ დაახლოებით 40—60 ათასი წლის წინ.

1788 წელი. ბრიტანეთის კოლონიზაცია

რედაქტირება

ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიის აღმოჩენა ევროპელების მიერ მოხდა კაპიტან ჯეიმზ კუკის (ინგლ. James Cook) ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მოგზაურობისას 1770 წელს.

ჟურნალში, სადაც კუკი აღწერდა ავსტრალიის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს, პირველად მის დასახელებად მოხსენებული იყო «ახალი უელსი». შემდგომში იგი მან შეცვალა სახელით — «ახალი სამხრეთ უელსი».[6]

პირველი ბრიტანული კოლონია დააარსა კაპიტანმა არტურ ფილიპმა (ინგლ. Arthur Phillip), რომელიც იყო მისი გუბერნატორი დაარსების მომენტიდან — 1788 წლიდან 1792 წლამდე.[7][8] ამ დროის განმავლობაში ახალი სამხრეთ უელსი მხოლოდ კატორღული კოლონიის როლს ასრულებდა.

მრავალწლოვანი ქაოსის, ანარქიისა და ბრიტანელების მიერ 1809 წელს გუბერნატორ უილიამ ბლაის (ინგლ. William Bligh) ჩამოგდების შემდეგ[9] გამოგზავნილი იქნა ახალი გუბერნატორი — ვიცე-პოლკოვნიკი (შემდგომში გენერალ-მაიორი) ლაკლან მაკუორი (ინგლ. Lachlan Macquarie), რომლის ამოცანაც იყო კოლონიის რეფორმირება. მაკუორიმ დაიწყო გზების, ეკლესიების, ნავთსაყუდლებისა და საზოგადოებრივი სახლების მშენებლობა, მკვლევარებს აგზავნიდა კონტინენტის სიღრმეებში, ასევე დაიქირავა არქიტექტორი სიდნეიში ქუჩების განლაგების დასაპროექტებლად. ლაკლან მაკუორის მუშაობის შედეგები დღესაც კი სჩანს.

XIX საუკუნე

რედაქტირება

XIX საუკუნის განმავლობაში ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიას თანმიმდევრობით ჩამოშორდა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომლებიც გახდნენ ბრიტანეთის კოლონიები ცალ-ცალკე: ტასმანია (გამოცხადდა ცალკე კოლონიად ვან-დაიმენის მიწის სახელით 1825 წელს), სამხრეთი ავსტრალია (1836 წელს), ახალი ზელანდია (1841 წელს), ვიქტორია (1851 წელს) და კუინზლენდი (1859 წელს). ახალ სამხრეთ უელსს 1855 წელს ნება დართეს ჰყოლოდა თავისი მთავრობა.

1901 წელი — ავსტრალიის ფედერაცია

რედაქტირება

XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო მოძრაობა ავსტრალიის კოლონიების გასაერთიანებლად ფედერაციაში. იმართებოდა რეგულარული კონფერენციები და ფორუმები, რომლებშიც მონაწილეობდნენ კოლონიების ლიდერები. კამათში ძირითადად მონაწილეობდნენ თავისუფალი ვაჭრობის დამცველები ახალი სამხრეთ უელსიდან და პროტექციონისტური ეკონომიკის მიმდევრები შტატ ვიქტორიადან. იმ დროს საბაჟო პოსტები საზღვრებზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 1893 წელს ქალაქ კოროვაში (ინგლ. Corowa) შეხვედრისას შემუშავდა კონსტიტუციის თავდაპირველი პროექტი.

1898 წელს ფედერაციის შესაქმნელად ჩატარდა რეფერენდუმები შტატებში: ახალი სამხრეთ უელსი, ვიქტორია, სამხრეთი ავსტრალია და ტასმანია. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ფედერაციის შექმნას, მაგრამ ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ მოითხოვა თანხმობის მიმცემთა კვალიფიცირებული უმრავლესობა, რომელიც არ შესრულდა.

1899 წელს დამატებითი რეფერენდუმები ჩატარდა იმავე შტატებში, და ასევე კუინზლენდში (დასავლეთ ავსტრალიაში რეფერენდუმი არ ჩატარებულა). ყველა რეფერენდუმზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ფედერაციის შექმნას, მით უმეტეს მხარდამჭერთა რიცხვი უფრო მეტი იყო ვიდრე წინა რეფერენდუმზე. ახალ სამხრეთ უელსშიც კი გადაილახა მთავრობის დაწესებული კვალიფიცირებული უმრავლესობის თამასა. დედაქალაქის არჩევისას, როგორც კომპრომისი მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: დედაქალაქი იქნება ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიაზე, მაგრამ სიდნეიდან არაუახლეს 161 კილომეტრისა (100 მილი). როდესაც შეირჩა კანბერა, ახალმა სამხრეთ უელსმა ფედერაციას დაუთმო რაიონი, რომელიც დღეისათვის ფედერალური ტერიტორიაა.

XX საუკუნის პირველი ნახევარი

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ განახლებულ საერთაშორისო ვაჭრობას ომისდროინდელი მაღალი ფასების კლება მოჰყვა. გაიზარდა ფერმერების უკმაყოფილება მთავრობის მიერ ომის დროს დადგენილ ფიქსირებულ ფასებზე. 1919 წელს ფერმერებმა შექმნეს ავსტრალიის ნაციონალური პარტია (ინგლ. Country Party).

დიდი დეპრესია, რომელიც დაიწყო 1929 წელს, ახალ სამხრეთ უელსში გაჩაღდა პოლიტიკური და კლასობრივი ბრძოლის პერიოდი. მასობრივმა უმუშევრობამ და წიაღისეულზე ფასების ვარდნამ გააღატაკა, როგორც ქალაქის მოსახლეობა, ისევე ფერმერები. ამით ისარგებლა ავსტრალიის ავსტრალიის ლეიბორისტულმა პარტიამ (англ. Labor Party) და მოვიდა ხელისუფლებაში.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში 1939 წელს განსხვავება ახალ სამხრეთ უელსსა და სხვა შტატებს შორის, რომელმაც თავი იჩინა XIX საუკუნეში, გათანაბრდდა, მათი გაერთიანებისა და ეკონომიკური განვითარების გამო. მაგრამ ახალი სამხრეთ უელსი მაინც უსწრებდა ვიქტორიის შტატს, როგორც სამრეწველო განვითარებაში, ისევე განსაკუთრებით საფინანსო და სავაჭრო სფეროებში. ლეიბორისტები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში 1941 წელს და ზედიზედ 24 წელი ქვეყანას მართავდნენ. მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია მორიგი ნახტომი სამრეწველო განვითარებაში და უმუშევრობის ლიკვიდაციაში სამხედრო ეკონომიკის მოთხოვნების აუცილებლობის დაკმაყოფილების გამო.

ომისშემდგომი პერიოდი

რედაქტირება

ლეიბორისტები ხელისუფლებაში იყვნენ 1965 წლამდე. ამ ვადის დასრულებისას სიდნეიში გამოცხადდა კონკურსი თეატრალურ-საკონცერტო დარბაზის ასაშენებლად ბინელონგ-პოინტის კონცხზე. კონკურსი მოიგო არქიტექტორმა იორნ უტზონმა. დისკუსიას მშენებლობის ხარჯებზე, რომელსაც შემდგომში მოჰყვა სიდნეის ოპერის თეატრის აშენება მიიღო პოლიტიკური შეფერილობა და გახდა ერთ-ერთი ფაქტორი 1965 წლის არჩევნებში ლეიბორისტების დამარცხებისა. ამ არჩევნები გაიმარჯვა კონსერვატიულმა ავსტრალიის ლიბერალურმა პარტიამ.

1960-იანი წლების ბოლოს ახალი ინგლისის სეპარატისტული მოძრაობის მოთხოვნებმა ახალი სამხრეთ უელსის შტატიდან გამოყოფის თაობაზე გამოიწვია რეფერენდუმის ჩატარება ამ საკითხზე. ახალი შტატის ტერიტორია დაიკავებდა ახალი სამხრეთ უელსის ჩრდილოეთის მნიშვნელოვან ნაწილს, ქალაქ ნიუკასლის ჩათვლით. რეფერენდუმზე მცირე უპირატესობით გაიმარჯვა შტატში დარჩენის პოზიციამ.

2000 წელს სიდნეიმ საკმაოდ კარგად ჩაატარა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2000.

პოლიტიკური წყობა

რედაქტირება

კონსტიტუცია

რედაქტირება

ახალი სამხრეთ უელსის პოლიტიკური მოწყობის ფორმა მოცემულია 1856 წლის კონსტიტუციაში, თუმცა მან განიცადა ბევრი ცვლილება ამდენი ხნის განმავლობაში. 1901 წელს იგი გახდა ავსტრალიის შტატი და მისი ურთიერთობა კავშირთან რეგულირდება ავსტრალიის კონსტიტუციით.

ავსტრალიის კონსტიტუციის შესაბამისად ახალმა სამხრეთმა უელსმა კავშირს გადასცა გარკვეული საკანონმდებლო და სასამართლო უფლებამოსილებები, ამასთან ერთად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა ყველა დანარჩენ სფეროებში. ახალი სამხრეთ უელსის კონსტიტუციაში ჩაწერილია: «კანონმდებელი ყველა შემთხვევაში ფლობს ხელისუფლებას, მხოლოდ ავსტრალიის კავშირის კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით, მიიღოს კანონები მშვიდობისა და კეთილდღეობის ინტერესებში და კარგად მართოს ახალი სამხრეთ უელსი».

პარლამენტი

რედაქტირება

პარლამენტი შედგება ორი პალატისგან: საკანონმდებლო ასამბლეისაგან (ქვედა პალატა) და საკანონმდებლო საბჭოსაგან (ზედა პალატა). არჩევნები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მარტის მეოთხე შაბათს, სულ ბოლო არჩევნები ჩატარდა 2011 წლის 26 მარტს. საკანონმდებლო ასამბლეაში ირჩევა ერთი დეპუტატი ყოველი 93 საარჩევნო ოლქიდან. საკანონმდებლო საბჭოს ნახევარი — ანუ 42 წევრი ირჩევა პარტიული სიით.

აღმასრულებელი ხელისუფლება

რედაქტირება

შტატში აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს გუბერნატორი, რომელიც წარმოადგენს მეფე ჩარლზ III-ს და დანიშნულია მის მიერვე. დღესდღეობით შტატის გუბერნატორია პროფესორი მარი ბრაშირი (ლედი შიხეიდი). გუბერნატორი პრემიერის პოსტზე ნიშნავს იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერს, რომელ პარტიასაც საკანონმდებლო ასამბლეაში აქვს უბრალო უმრავლესობა. პრემიერი რეკომენდაციას იძლევა მინისტრების კანდიდატურებზე პარლამენტის წევრთა რაოდენობიდან. აუცილებელია აღინიშნოს, რომ, როგორც სხვა ვესტმინსტერის სისტემის ქვეყნებში, მთავრობის ფორმირება პარლამენტის წევრთა რაოდენობიდან ახალ სამხრეთ უელსში არ ითვლება კონსტიტუციის მოთხოვნად, მაგრამ იქცა ჩვეულებად. დღესდღეობით პრემიერია ლიბერალურ-ნაციონალური კოალიციის ლიდერი ბარი ო’ფარელი.

ოპერატიული სამსახურები

რედაქტირება

შტატში სამართალდაცვას უზრუნველყოფს ახალი სამხრეთ უელსის პოლიცია, რომელიც დაარსებულია 1862 წელს. ახალი სამხრეთ უელსის პოლიციას აქვს სრული უფლება დანაშაულების გამოძიებისა და განახორციელოს დევნა სისხლის სამართლის კუთხით შტატის მთელ ტერიტორიაზე.

შტატში ფუნქციონირებს ორი სახანძრო სამსახური: ნებაყოფლობითი სასოფლო სახანძრო სამსახური, რომელიც პასუხს აგებს შტატის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე, და შტატის სახანძრო ბრიგადები, სახელმწიფო სააგენტო, რომლებიც პასუხს აგებენ ქალაქის რაიონების დაცვაზე. ამ სამსახურებს შორის არსებობს გარკვეული დუბლირება, რომელიც დაკავშირებულია სამსახურეობრივ დაქვემდებარებასთან.

სასწრაფო დახმარებით მომსახურება ხდება ახალი სამხრეთ უელსის სასწრაფო დახმარების სამსახურის მეშვეობით. დამხმარე-ავარიული ოპერაციები (მაგალითად, სამთო დახმარების, დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში) ტარდება ყველა ოპერატიული სამსახურების მაშველთა ქვეგანყოფილებებთან ერთობლივად. ნებაყოფლობით მაშველთა ორგანიზაციებში შედის ავსტრალიის ნებაყოფლობითი სანაპირო დაცვა, შტატის განსაკუთრებული სამსახური, სერფინგის მოყვარულთა სიცოცხლის დაცვის სამსახური და მაშველთა ნებაყოფლობითი ასოციაცია.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

რედაქტირება

შტატის ტერიტორია იყოფა ადგილობრივი მმართველობის რაიონებად (ინგლ. — Local Government Areas), რომლებიც პერიოდულად რესტრუქტურირდება და რაციონალირდება შტატის მთავრობის მიერ.

დღეისათვის ადგილობრივი მმართველობა შტატის ხელისუფლების მიერ კლასიფიცირდება ორ კატეგორიად: ქალაქი (ინგლ. — cities) და რაიონი (ინგლ. — areas). განსხვავება მათ შორის უმნიშვნელოა. ქალაქად ითვლება რაიონი, რომელმაც მიიღო ქალაქის სტატუსი გუბერნატორისაგან. რაიონის დასახელება ხშირად ტოვებს მის უკან ტიტულს, რომელიც მათ ჰქონდათ კანონმდებლობის რეფორმამდე (1993 წლის ადგილობრივი მმართველობის კანონი, ინგლ. — 1993 Local Government Act), თუმცა ამ ტიტულებს უკვე აღარა აქვთ იურიდიული სტატუსი. ეს ტიტულებია: მუნიციპალიტეტი (ინგლ. — municipalities, უპირატესად შიდა ქალაქის რაიონები და მცირე ქალაქები) და საგრაფოები (ინგლ. — shires, უპირატესად სასოფლო ან ქალაქგარე რაიონები). ბევრმა ადგილობრივმა საბჭოებმა უარი თქვეს მათი დასახელების დროს რაიონის ტიტულის გამოყენებაზე და თავიანთ რაიონებს ახსენებენ უბრალოდ საბჭოებად (ინგლ. — councils).

2005 წლის ნოემბრის მდგომარეობით ახალ სამხრეთ უელსში იყო 152 ადგილობრივი მმართველობის რაიონი. ამის გარდა, არსებობს არაინკორპორირებული გარე-დასავლეთი რეგიონი (ინგლ. — Unincorporated Far West Region), რომელიც განლაგებულია მეჩხერად დასახლებულ გარე დასავლეთში და არ არის რომელიმე ადგილობრივი მმართველობის რაიონის ნაწილი, ასევე კუნძული ლორდ-ჰაუ (ინგლ. — Lord Howe Island), რომელიც ასევე არაინკორპორირებულია, მაგრამ თვითმმართველია კუნძულის საბჭოს მიერ.

ადგილობრივი მმართველობის რაიონები ხელსაყრელი მართვის პირობების შესაქმნელად ჯგუფდება რამდენიმე რეგიონად. რეგიონებად დაყოფა არ არის ოფიციალური. შტატის სხვადასხვა სამთავრობო დეპარტამენტები იყენებენ საკუთარ კლასიფიკაციას, რომელშიც შეიძლება შეიყვანონ 7-დან 14-მდე რეგიონი.

ამას გარდა, შტატის ტერიტორია დაყოფილია პოლიციის ადგილობრივ სამეთაურო, სტატისტიკურ და საარჩევნო ოლქებად.

მოსახლეობა

რედაქტირება

2009 წლის ბოლოს შტატის მოსახლეობა შეადგენს 7 191 500 ადამიანს, წლიური ზრდა შეადგენს 1,6 %-ს, რაც ცოტათი დაბალია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 2 %.[10]

რელიგიური შემადგენლობა შემდეგია: მოსახლეობის 28,2 % კათოლიკეა, 21,8 % — ანგლიკანელია, 14,3 % — ათეისტია. უმუშევრობის დონე შეადგენს შრომისუნარიანი მოსახლეობის 5,9 %-ს (საშუალოდ ავსტრალიაში 5,1 %). დასაქმებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა მუშაობს: განათლების — 4,4 %, კვების — 3,6 %, სამედიცინო მომსახურების — 3,3 %, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურეობის — 2,3 %, სავაჭრო სფეროებში— 2,2 %. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი შეადგენს 461 დოლარს კვირაში (466 საშუალოდ ავსტრალიაში).[11]

ეკონომიკა

რედაქტირება

1970-იანი წლების დასაწყისიდან ახალი სამხრეთ უელსი განიცდიდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციებს. ტრადიციული დარგები, როგორიცაა მეტალურგია და გემთმშენებლობა, მნიშვნელოვნად შემცირდა. სოფლის მეურნეობას ჯერ კიდევ უკავია მნიშვნელოვანი ადგილი, მაგრამ მისი ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირდა.

მის მაგივრად გაჩნდნენ ახალი დარგები, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფინანსური მომსახურება, და რომლებიც ძირითადად კონცენტრირებულია სიდნეიში. სიდნეის რაიონ მაკვაიერ-პარკში განლაგებულია ბევრი ავსტრალიური საინფორმაციო ტექნოლოგიის დარგის კომპანიების სათავო ოფისები.

შტატის მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 2006 წელს შეადგინა 310 მილიარდი დოლარი, რაც ეკვივალენტურია 45 584 დოლარისა ერთ სულ მოსახლეზე.[12]

ქვანახშირი არის შტატის მთავარი საექსპორტო დარგი. მისი წილი შტატის ეკონომიკაში შეადგენს 5 მილიარდ დოლარს, ხოლო წილი ექსპორტში შეადგენს დაახლოებით 19 %-ს.[13] ტურიზმს შემოაქვს 23 მილიარდ დოლარზე მეტი, რომელშიც დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 8 %-ზე მეტი.[14]

საქმიანი თანამეგობრობის ინტერესებს წარმოადგენს ახალი სამხრეთ უელსის საქმიანი პალატა, რომელშიც გაერთიანებულია 30 000 წევრი.

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

სოფლის მეურნეობა განვითარებულია ახალი სამხრეთ უელსის აღმოსავლეთის ტერიტორიის 2/3-ზე. მეცხოველეობაში დომინირებს მსხვილი რქოსანი პირუტყვის, ცხვრის და ღორების მოშენება, რომლებიც ევროპელებმა ჯერ კიდევ კონტინენტის ათვისების დროს შეიყვანეს. შტატს ავსტრალიაში უკავია პირველი ადგილი პირუტყვის სულადობაში, წილობრივი მონაცემები შეადგენს: 1/3 ცხვარი, 1/5 მსხვილი რქოსანი პირუტყვი და 1/3 ღორი.

ახალ სამხრეთ უელსზე მოდის ავსტრალიაში წარმოებული ხორბლის, ხილის, სიმინდის, კაკლის, ბამბის, ზეთის, ფრინველის, ბრინჯის,[15] ბოსტნეულის, თევზის და მეტყევეობის მნიშვნელოვანი წილი.[16] ბანანი და შაქარი ძირითადად მოჰყავთ კლეირენსის, რიჩმონდის და მდინარე ტვიდის რაიონებში.

ჩრდილოეთ ტეიბლენდის რეგიონი ცნობილია მაღალხარისხიანი მატყლის, ცხვრის და საქონლის ხორცის წარმოებით. ბამბის წარმოება კონცენტრირებულია ნეიმოის დაბლობში შტატის ჩრდილო-დასავლეთში. ძირითადი ხილია — ვაშლი, ალუბალი და მსხალი.

შტატის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 40 200 ჰექტარზე გაშენებულია ვაზი. მშვენიერ ღვინოს აწარმოებენ ჰანტერის დაბლობზე, ყველაზე დიდი რაოდენობით — რაივერინის რეგიონში.[17] ქალაქი სკოუნი არის ავსტრალიაში ყველაზე ფასიანი და ფართოდ გავრცელებული ტორუბრედის ჯიშის ცხენი.[18]

ავსტრალიის ხის დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის დაახლოებით ნახევარი მოდის ახალ სამხრეთ უელსზე. დღეისათვის შტატის ტერიტორიის მნიშვნელოვან ფართობზე კვლავ ხდება ევკალიპტის ტყის გაშენება.

იმის გამო, რომ ახალი სამხრეთ უელსი ავსტრალიის ყველაზე დასახლებული შტატია, აქ განლაგებულია ბევრი კულტურული ორგანიზაცია, რომელთაც აქვთ საერთოეროვნული მნიშვნელობა. კერძოდ, აქ მდებარეობს მსხვილი და ავსტრალიაში ყველაზე მოთხოვნადი — სიდნეის სიმფონიური ორკესტრი, ასევე მსხვილი საოპერო დასი — ავსტრალიის ოპერა. ორივე დასს აქვთ კონცერტები სიდნეის ოპერის თეატრში. კიდევ ერთი მუსიკალური დასია — ავსტრალიის კამერული ორკესტრი. ავსტრალიის ბალეტი, რომელიც ძირითადად ბაზირებულია მელბურნში, სეზონის ნაწილს ატარებს სიდნეიში. სიდნეის ოპერის თეატრთან ერთად ძირითად საკონცერტო მოედნებს მიეკუთვნება ქალაქის საკონცერტო დარბაზი და სიდნეის თაუნჰოლი.

ახალ სამხრეთ უელსში არის რამდენიმე მსხვილი სამხატვრო გალერეა, რომლებიდანაც გამოირჩევა ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა и სიდნეის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

ძირითადი მუზეუმებია ავსტრალიის მუზეუმი (ბუნების ისტორია), მუზეუმი «ძალოვანი სადგური» (მეცნიერება და ტექნიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება), სიდნეის მუზეუმი (ისტორია), ასევე სიდნეის ებრაული მუზეუმი.

სიდნეიში განლაგებულია ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულება ხელოვნების დარგში, მათ შორის თითოეული მათგანი ზრდიდა მსოფლიოში ცნობილ კულტურის მოღვაწეებს: ეროვნული სამხატვრო სკოლა, ხელოვნების კოლეჯი (შედის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში), დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი NIDA, ავსტრალიის კინოს, რადიოს და ტელევიზიის სკოლა და მუსიკალური კონსერვატორია (დღეისათვის შედის სიდნეის უნივერსიტეტში).

განათლება

რედაქტირება

საწყისი და საშუალო განათლება

რედაქტირება

ახალი სამხრეთ უელსის სასკოლო სისტემაში შედის საწყისი (სწავლება საბავშვო ბაღიდან მე-6 კლასამდე) და საშუალო (სწავლება მე-7-დან მე-12-ე კლასებამდე) სკოლები. საშუალო კოლეჯები არიან სკოლები, რომელთაც აქვთ მხოლოდ ზედა, მე-11 და მე-12 კლასები. სახელმწიფო ყოფს 13-წლიან საგანმანათლებლო პროცესს 6 დონეზე, რომელიც იწყება ყველაზე ადრეული პირველი დონიდან (საბავშვო ბაღი) და მთავრდება მეექვსე დონეზე (მე-11 და მე-12 კლასები). განათლების მიღება სავალდებულოა ყველა ბავშვისათვის 17 წლამდე.[19]

სკოლები შესაძლებელია იყოს სახელმწიფო და არასახელმწიფო. სახელმწიფო სკოლები შემდგომში კლასიფიცირდება, როგორც ერთიანი (რომელშიც მიიღება ყველა მოსწავლე წინასწარი გამოცდების გარეშე) და კონკურსული (აქ მოსახვედრად აუცილებელია საკონკურსო შერჩევა). არასახელმწიფო სკოლებში შედიან კათოლიკური სკოლები, სხვა კონფესიის სკოლები და არაკონფესიური დამოუკიდებელი სკოლები.

სასკოლო ატესტატი

რედაქტირება

სასკოლო ატესტატი (ინგლ. School Certificate) სასწავლო საბჭოს მიერ ეძლევა მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს 10 კლასი და ჩააბარეს გამოცდები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, ავსტრალიის ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო საფუძვლები. გამოცდების შედეგად მოსწავლეებს ეწერებათ ქულები 1-დან 6-მდე.[20]

ზედა სკოლის ატესტატი

რედაქტირება

ზედა სკოლის ატესტატი, (The Higher School Certificate (HSC)), ეძლევა მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს 12 კლასი. მოსწავლეთა უმრავლესობა ამ ატესტატს იღებს სამუშაოზე მოწყობამდე, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში ან პროფესიული სწავლების დაწესებულებებში მიღებამდე (თუმცა ამ ბოლო ჩამონათვალში სწავლის დამთავრების შემდეგაც შეიძლება ამ ატესტატის მიღება). ატესტატის ქონა აუცილებელია რეიტინგის მისაღებად (Australian Tertiary Admission Rank (ATAR)), რის საფუძველზეც ხდება კოლეჯებში და უნივერსიტეტებში მიღება.

უმაღლესი განათლება

რედაქტირება

ახალ სამხრეთ უელსში ფუნქციონირებს 11 უნივერსიტეტი. სიდნეიში მდებარეობს 1850 წელს დაარსებული ავსტრალიის პირველი უნივერსიტეტი — სიდნეის უნივერსიტეტი, ასევე ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი, მაკუორის უნივერსიტეტი, სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტი. ექვსიდან ორი ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ქალაქი მდებარეობს სიდნეიში.

სიდნეის ფარგლებს გარეთ წამყვანი უნივერსიტეტებია: — ნიუკასლის უნივერსიტეტი, უოლონგონგის უნივერსიტეტი, ახალი ინგლისის უნივერსიტეტი არმიდეილში. ჩარლზ სტარტის უნივერსიტეტი და სამხრეთი ჯვრის უნივერსიტეტი. მათ აქვთ საუნივერსიტეტო ქალაქები შესაბამისად შტატის სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ სანაპიროს სხვადასხვა ქალაქებში.

სახელმწიფო უნივერსიტეტები ეკუთვნის შტატებს, მაგრამ მის რეგულირებაში მნიშვნელოვნად მონაწილეობს ფედერალური მთავრობა, რომელიც ასევე მართავს მათ ბიუჯეტურ დაფინანსებას. ახალი სამხრეთ უელსის შტატის უნივერსიტეტებში მიღება ხდება ფედერალური ტერიტორიის უნივერსიტეტებთან ერთობლივად.

დაწყებითი პროფესიონალური მომზადებას აწარმოებს 10 სახელმწიფო ტექნიკური განათლებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტი (TAFE). ეს ინსტიტუტები ორგანიზირებას უკეთებენ კურსებს 130-ზე მეტ საუნივერსიტეტო ქალაქებში მთელი შტატის ტერიტორიაზე.

  1. მოსახლეობის აღწერა (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2014-05-31.
  2. 2008 Guide to National Parks, p. 59, NSW NPWS.
  3. Welcome to NSW National Parks
  4. Chisholm, Alec H. The Australian Encyclopaedia. Volume 6. Page 249. Halstead Press, Sydney, 1963
  5. National Parks Association of NSW. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-04. ციტირების თარიღი: 2014-05-31.
  6. Captain W.J.L. Wharton’s preface to his 1893 transcription of Cook’s journal. University of Adelaide Library’s Electronic Texts Collection დაარქივებული 2018-06-25 საიტზე Wayback Machine.
  7. Phillip, Arthur. (1789)The Voyage of Governor Phillip to Botany Bay. Project Gutenberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტატა: „With an Account of the Establishment of the Colonies of Port Jackson and Norfolk Island“ ციტირების თარიღი: 2014-05-31.
  8. Fletcher, B. H.. (1967)Phillip, Arthur (1738 - 1814). Australian Dictionary of Biography გვ. 326–333. Melbourne University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2014-05-31.
  9. McLachlan, N. D.. (1967)Macquarie, Lachlan (1762 - 1824). Australian Dictionary of Biography გვ. 187–95. Melbourne University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2014-05-31.
  10. ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო, 2009 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2014-06-01.
  11. ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო, 2006 წლის აღწერა[მკვდარი ბმული]
  12. 1338.1 New South Wales in Focus, 2007 დაარქივებული 2007-10-01 საიტზე Wayback Machine. .
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-14. ციტირების თარიღი: 2007-06-14.
  14. Destination NSW | Lead government agency for the NSW tourism and major events sectors[მკვდარი ბმული]
  15. Agricultural Production
  16. Agriculture — Overview — Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2014-06-01.
  17. From paddock to plate. Tourism New South Wales. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-03. ციტირების თარიღი: 2014-06-01.
  18. SMH Travel — Scone
  19. ახალი სამხრეთ უელსის კანონი განათლების შესახებ, 1990 წელი, თავი 22-ე.
  20. ახალი სამხრეთ უელსის სასწავლო საბჭო. ინფორმაცია სასკოლო ატესტატის შესახებ დაარქივებული 2011-03-04 საიტზე Wayback Machine. .