ტასმანიის ზღვა

ზღვა

ტასმანიის ზღვა (ინგლ. Tasman Sea) — ზღვა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის, გადაჭიმულია 2000 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმეა 5200 მეტრი. იგი მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზღვა ატარებს ჰოლანდიელი მეზღვაურის, აბელ ტასმანის სახელს, პირველი ევროპელი, რომელმაც ტასმანიასა და ახალ ზელანდიას მიაღწია. 1770-იან წლებში ტასმანიის ზღვა დაწვრილებით შეისწავლა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა.

ტასმანიის ზღვა
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი წყნარი ოკეანე
ტიპი ზღვა
ფართობი 2.331.000 კმ²
უდიდესი სიღრმე 5200 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება