პოლიცია (ფრანგ. Police) — საგანგებო სამართალდამცავი სახელმწიფო სტრუქტურების სისტემა. პოლიციის ხელთ არის შეიარაღებული რაზმები, რომელთა ამოცანაა წესრიგისა და არსებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობილების დაცვა.

საპოლიციო სისტემა შეიძლება იყოს ცენტრალიზებული (საფრანგეთი, ავსტრია, საქართველო) ან დეცენტრალიზებული (აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია). იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ძალაუფლება გადანაწილებულია სამ შტოს შორის, პოლიცია განეკუთვნება აღმასრულებელ შტოს, თუმცა დანაშაულის გამოძიების, მიზერული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში სადამსჯელო გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა ფუნქციების გამო იგი ასევე მჭიდრო კავშირშია სასამართლო შტოსთან.

პოლიციურ სამსახურთა დასახელებები ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება