ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვიცე-პოლკოვნიკი — მაღალი საოფიცრო შემადგენლობის სამხედრო წოდება მრავალი ქვეყნის არმიაში.

ვიცე-პოლკოვნიკის სამხრე


ქართულ არმიაში ვიცე-პოლკოვნიკი მაიორზე მაღალი და პოლკოვნიკზე დაბალი სამხედრო წოდებაა. ვიცე-პოლკოვნიკი წესისამებრ პოლკის მეთაური ან პოლკოვნიკის მოადგილეა.

ნატოს ჯარებში ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო რანგის კოდირებაა "OF-4".

ინგლისურენოვან ქვეყნებში ვიცე-პოლკოვნიკს ეწოდება — ლუტენენტ კოლონელი (lieutenant colonel); გერმანულენოვან ქვეყნებში — ობერსტლოიტნანტი (Oberstleutnant); რუსულენოვან ქვეყნებში — პოდპოლკოვნიკი (подполковник).