მაიორი (ლათ. Maior, ესპ. Mayor) — მაღალი საოფიცრო შემადგენლობის სამხედრო წოდება მრავალი ქვეყნის არმიაში.

მაიორის სამხრე

ტერმინი ნაწარმოებია ლათინური სიტყვიდან „Maior“ (დიდი, უფროსი) და პირველად გამოიყენეს ესპანეთში XVI საუკუნეში რაზმის მეთაურის აღსანიშნავად. ქართულ არმიაში მაიორი კაპიტანზე მაღალი და ვიცე-პოლკოვნიკზე დაბალი სამხედრო წოდებაა. მაიორი წესისამებრ მეთაურობს ბატალიონს.

ნატოს ჯარებში მაიორის სამხედრო რანგის კოდირებაა „OF-3“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება