უესტმინსტერის სისტემა
(გადამისამართდა გვერდიდან ვესტმინსტერის სისტემა)
უესტმინსტერის სისტემა ან უესტმინსტერის მოდელი — სახელმწიფოებრივი მართვის დემოკრატიული საპარლამენტო სისტემა, აშენებული დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოდელის პრინციპებზე. თავისი დასახელება სისტემამ მიიღო უესტმინსტერის სასახლის სახელიდან, სადაც იმართება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომები.
უესტმინსტერის სისტემა დამახასიათებელია ერთა თანამეგობრობის ქვეყნებისათვის. მისი გამოყენება დაიწყეს დიდი ბრიტანეთის კანადის პროვინციებმა და ავსტრალიის კოლონიებმა XIX საუკუნის შუა პერიოდში.
უესტმინსტერის სისტემის განსაზღვრის დამახასიათებელი ნიშნებია:
- სახელმწიფოს მეთაურის არსებობა, რომელსაც აქვს მხოლოდ ცერემონიალური და წარმომადგენლობითი ფუნქციები;
- მთავრობის მეთაურის არსებობა, რომელსაც ნიშნავს სახელმწიფოს მეთაური და როგორც წესი იგი პარლამენტში უმრავლესობის მქონე პოლიტიკური პარტიის მეთაურია;
- აღმასრულებელი ხელისუფლების მექანიზმების არსებობა, როგორც წესი, კაბინეტის ფორმით, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს;
- ქვეყანაში საპარლამენტო ოპოზიციის და მრავალპარტიული სისტემის არსებობის შესაძლებლობა;
- ბიკამერალიზმის (ორპალატიანი პარლამენტი) შესაძლებლობა და უნიკამერალიზმის დაშვება;
- პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა;
- პარლამენტის დაშლის და ვადამდელი არჩევნების გამოცხადების შესაძლებლობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Twilight of Westminster? Electoral Reform & its Consequences, Pippa Norris, 2000.