მოზამბიკი
მოზამბიკი, ოფიციალურად მოზამბიკის რესპუბლიკა (პორტ. República de Moçambique) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. პორტუგალიის ყოფილი კოლონია. დამოუკიდებელია 1975 წლიდან. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ჩრდილოეთიდან ტანზანია, ჩრდილო-დასავლეთიდან ზამბია და მალავი, დასავლეთიდან — ზიმბაბვე, ხოლო სამხრეთიდან სამხრეთი აფრიკა და ესვატინი. დედაქალაქია მაპუტუ (დამოუკიდებლობამდე ერქვა ლორენსუ-მარკიში).
მოზამბიკის რესპუბლიკა República de Moçambique მოზამბიკი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Pátria Amada |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მაპუტუ 25°57′ ს. გ. 32°35′ ა. გ. / 25.950° ს. გ. 32.583° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | პორტუგალიური | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ფილიპე ნიუსი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | კარლოს აგოსტინიო დუ როსარიუ | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 801 590 კმ2 (35-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2,2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 22 894 000[1] (54-ე) | ||||
- | 2007 აღწერა | 20 252 223[2][3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 28,7 კაცი/კმ2 (178-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $23 886 მილიარდი[4] (მე-100) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1,085[4] | ||||
აგი (2011) | 0.322 (დაბალი) (184-ე) | |||||
ვალუტა | მოზამბიკის მეტიკალი (MZN ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | MOZ | |||||
Internet TLD | .mz | |||||
სატელეფონო კოდი | +258 |
მოზამბიკი გაწევრიანებულია აფრიკის კავშირში, ერთა თანამეგობრობაში, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობაში, სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოებაში, აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების, ლათინურ კავშირში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში და ფრანკოფონიაში.
ისტორია
რედაქტირებაკოლონიამდელი პერიოდი
რედაქტირებამოზამბიკის ტერიტორიაზე თავდაპირველად, ბუშმენების და ჰოტენტოტების ტომები სახლობდნენ, რომლთა ძირითად საქმიანობას ნადირობა და შემგროვებლობა წარმოადგენდა. ახალი წელთაღრიცხვის I-V საუკუნეებში ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გადმოსახლდა ბანტუზე მოლაპარაკე ხალხი. მათ შექმნეს სასოფლო-სამეურნეო თემები, რომელიც დაფუძნებული იყო საქონლის მომრავლებაზე და მათ მოვლა-შენახვაზე. მათ თან მოიტანეს რკინის გამოდნობის ტექნოლოგია და სამჭედლო საქმიანობა.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ბოლოდან ინდოეთის ოკეანის ფართე სავაჭრო ქსელი ფართოვდება სამხრეთისაკენ — მოზამბიკისკენ, ძველ სავაჭრო პორტ — ქალაქ ჩიბუენემდე, სოფალამდე და ანგოშემდე.[5] ეს ქალაქები და მოზამბიკის გასწვრივ არსებული სუაჰილის სანაპირო არაბებისთვის, სპარსელებისთვის, ხოლო მოგვიანებით პორტუგალიელებისთვის გახდა მონების, ოქროს, სპილოს ძვლის და სხვა საქონლის ვაჭრობის მთავარი ცენტრი. სავაჭრო კავშირები ჩნდება დასახლებულ პუნქტებთან, მათ შორის მანიიკენთან XI–XIV საუკუნეში, რომელიც დაკავშირებული იყო დიდი ზიმბაბვეს სამეფოს შიდა რეგიონებთან.
XV საუკუნის შუა პერიოდისთვის დღევანდელი მოზამბიკის შუა ნაწილში (ზამბეზის და სავეს მდინარეებს შორის, ასევე დღევანდელი ზიმბაბვეს აღმოსავლეთით) გაჩნდა ადრეფეოდალური სახელმწიფო — მუტაპას სამეფო.
1498 წელს მოზამბიკის ტერიტორიას ესტუმრა ინდოეთისკენ მიმავალი პორტუგალიის ექსპედიცია, რომელსაც მეთაურობდა ვასკო და გამა. XVI საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელებმა დაიწყეს აღმოსავლეთი აფრიკის სანაპიროს ათვისება. 1505 წელს მათ ააშენეს ფორტი სოფალაში, 1508 წელს — ციხე-სიმაგრე მოზამბიკის კუნძულზე, 1530-იან წლებში — სენას და ტეტეს ფორტები მდინარე ზამბეზის სანაპიროზე.
1607 წელს მუტაპას სამეფოს ადგილობრივ ბელადებში გაჩნდა სეპარატისტული ტენდენციები, რის გამოც სამეფოს მმართველმა პორტუგალიელებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რის თანახმადაც ის უთმობდა პორტუგალიელებს ოქროს და ვერცხლის საბადოებს იარაღის და ამბოხებულ ბელადებთან ბრძოლაში დახმარების სანაცვლოდ.
კოლონიალური პერიოდი
რედაქტირებაXVI—XVII საუკუნეებში მოზამბიკში პორტუგალიელების მიერ დაარსებული საყრდენი პუნქტები მათ ემსახურებოდა ინდოეთთან ვაჭრობის განვითარებაში.
1752 წელს პორტუგალიის სამფლობელოები აღმოსავლეთ აფრიკაში ოფიციალურად გამოცხადდა მოზამბიკის კოლონიად.
XX საუკუნის დასაწყისისათვის პორტუგალიამ თავისი კოლონიის დიდი ტერიტორია მმართველობაში დაუთმო დიდი ბრიტანეთის სამ კერძო კომპანიას: მოზამბიკის კომპანიას, ზამბეზის კომპანიას და ნიასას კომპანიას. ამ კომპანიებმა ააშენეს რკინიგზა, რომელმაც მოზამბიკი დააკავშირა დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიებთან, რამაც უზრუნველყო იაფი მუშა ძალით მომარაგება რეგიონის ქვეყნების პლანტაციებში და შახტებში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პორტუგალიამ არ გაითვალისწინა ევროპის სხვა ქვეყნების მაგალითი და დამოუკიდებლობა არ მიანიჭა საკუთარ კოლონიებს. ისინი გამოცხადდნენ „ზღვისიქითა ტერიტორიებად“, მათში გრძელდებოდა ხალხის მიგრაცია მეტროპოლიიდან. აფრიკის კონტინენტის ქვეყნების უმრავლესობის დეკოლონიზაციისა და საერთაშორისო არენაზე ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის გავლენის ზრდის პირობებში, პორტუგალიის სამფლობელოებში დაიწყო არსებული რეჟიმის ოპონენტების პოლიტიკური კონსოლიდაციის პროცესები. 1962 წელს რამდენიმე ანტიკოლონიალური პოლიტიკური დაჯგუფება გაერთიანდა მოზამბიკის განთავისუფლების ფრონტში (FRELIMO), რომელმაც 1964 წლის სექტემბერში დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა პორტუგალიის კოლონიალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ფრონტი თავიდანვე მჭიდრო კონტაქტებს ამყარებდა ანგოლის (მპლა) და გვინეა-ბისაუს (გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტია) ამბოხებულ დაჯგუფებებთან.
ფრელიმო, რომელიც ეყრდნობოდა ბაზებს ტანზანიაში და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის და ჩინეთის დახმარებას, აწარმოებდა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში და ჰქონდა უნარი მის კონტროლ ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე ჩაეტარებინა პარტიული ყრილობები, მაგრამ სამხედრო სპეციალისტების აზრით, 1970-იანი წლების შუა პერიოდისთვის დაპირისპირების შედეგების მიხედვით ვერც ერთი მხარე გადამწყვეტ უპირატესობას ვერ ღებულობდა.
დამოუკიდებლობის პერიოდი
რედაქტირებაპორტუგალიაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ცნობილი როგორც მიხაკების რევოლუცია, ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა 1975 წლის 25 ივნისს.
ფრელიმომ ქვეყანას ოფიციალურად უწოდა მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკა, დაამყარა ერთპარტიული სისტემა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებთან ორიენტაციით, აკრძალა რელიგიური სასწავლო დაწესებულებები, მოახდინა ტრადიციული სისტემის დემონტირება, რომლის საფუძველი ბელადების მართვაზე იყო დამყარებული, შემოიღო გეგმიური ეკონომიკა, რომელსაც თან მოჰყვა კერძო საკუთრების დიდი ნაციონალიზაცია, ცუდად მოფიქრებული აგრარული რეფორმა და ყველა პორტუგალიელი დასახლებულის ქვეყნიდან გაძევება, რამაც ახალ ქვეყანას მოაშორა კვალიფიცირებული სპეციალისტების პრაქტიკულად მთელი კორპუსი.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და სამხრეთ როდეზიის მხარდაჭერით ქვეყანაში ჩამოყალიბდა არსებული რეჟიმის შეიარაღებული ოპოზიცია, დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელსაც მოჰყვა მნიშვნელოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის განადგურება, დევნილების დიდი რაოდენობის მიგრაცია. საბრძოლო მოქმედებები დამთავრდა მხოლოდ 1992 წელს, რეგიონის პოლიტიკური სურათის შეცვლის შემდეგ.
სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და ოპოზიციის პოლიტიკურ სივრცეში გადასვლის შემდეგ მოზამბიკში მიმდინარეობს ბრძოლა სამოქალაქო ომში ყოფილ დაპირისპირებულ მხარეებს, ხოლო დღეისათვის პოლიტიკური სცენის გიგანტებს შორის, რომლებიც არიან ფრელიმო და რენამო. ორივე ძალა მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა ქვეყნის მსხვილ ეთნიკურ ჯგუფებს; რენამო დახმარებას იღებს ჩრდილოეთში, ხოლო მისი ოპონენტები სამხრეთში. ფრელიმო ყოველთვის იმარჯვებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში.
მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღნიშნულ ეკონომიკაში მიღწეული მიღწევებისა, მოზამბიკი ისევ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად.
გეოგრაფია
რედაქტირებამოზამბიკი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროზე. მისი ფართობი შეადგენს 801 537 კმ²-ს, რითაც იგი ტერიტორიის მიხედვით მსოფლიოში დგას 36-ე ადგილზე. საზღვრების სიგრძეებია: მალავისთან — 1569 კმ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან — 491 კმ, ესვატინთან — 105 კმ, ტანზანიასთან (მდინარე რუვუმაზე) — 756 კმ, ზამბიასთან — 419 კმ, ზიმბაბვესთან — 1232 კმ. ქვეყნის სანაპირო ზოლის სიგრძეა: 2470 კმ. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ბინგას მთაზე (პორტ. Monte Binga), ზღვის დონიდან 2436 მეტრზე.
მდინარე ზამბეზის გამო ქვეყანა დაყოფილია ორ ტოპოგრაფიულ რეგიონად. მდინარე ზამბეზის ჩრდილოეთით, ვიწრო სანაპირო ზოლზეს ცვლის ბორცვები და დაბალი სიმაღლის პლატოები. ბორცვიანი ადგილები მიემართება დასავლეთისკენ; ისინი მოიცავენ ნიასას მთიანეთს, ნამულის მთიანეთს, ანგონიას მთიანეთს, ტეტეს მთიანეთს და მაკონდეს პლატოს, რომელიც დაფარულია მიომბოს ტყით. მდინარე ზამბეზის სამხრეთით მდებარეობს ვრცელი დაბლობი, მაშონალენდის პლატოს სახით და ლებომბოს მთები უკიდურეს სამხრეთში.
ზამბეზის გარდა, მოზამბიკში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მდინარეა ლიმპოპო, რომელიც ინდოეთის ოკეანეს უერთდება დაახლოებით 160 კმ-ით ჩრდილოეთით მაპუტუს ყურედან.
ქვეყანაში მოედინება 5 ძირითადი და რამდენიმე უფრო პატარა მდინარე, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანია ზამბეზი. ქვეყანაში არსებობს ოთხი აღსანიშნავი ტბა: ნიასა (იგივე მალავის ტბა), ჩიუტა, კაჰორა-ბასა და შირვა, ყველა მათგანი მდებარეობს ჩრდილოეთით.
კლიმატი მოზამბიკის ჩრდილოეთში სუბეკვატორიალური, მუსონურია, სამხრეთში — ტროპიკული, პასატური. მოზამბიკის დაბლობის იანვრის საშუალო ტემპერატურაა 26°C-დან 30°C-მდე, ივლისის 15°C-დან 20°C-მდე. ზეგნებზე ზაფხულის და ზამთრის ტემპერატურა 3-5°C-ით დაბალია.
პოლიტიკური მოწყობა
რედაქტირებასახელმწიფო წყობა — რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაურია — პრეზიდენტი, რომელსაც მოსახლეობა ირჩევს 5-წლიანი ვადით (შესაძლებელია მიმდევრობით მეორე ვადით არჩევაც).
აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.
პარლამენტი — ერთპალატიანი რესპუბლიკის ასამბლეა, რომლის 250 დეპუტატი ირჩევა მოსახლეობის მიერ 5-წლიანი ვადით.
პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე დიდი პარტიები (2014 წლის ოქტომბერში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შემდეგ):
სასამართლო სისტემა მოიცავს უმაღლეს სასამართლოს, პროვინციულ, სარაიონო და მუნიციპალურ სასამართლოებს. საარჩევნო უფლება საყოველთაოა 18 წლიდან.
შეიარაღებული ძალები
რედაქტირებამოზამბიკის შეიარაღებული ძალები (პორტუგალიურად: Forças Armadas de Defesa de Moçambique) — მოზამბიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომელიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს მოზამბიკის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, ტერიტორიული წყლები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია არმია, სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები და მილიცია.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებამოზამბიკი იყოფა 11 პროვინციად.
№ რუკაზე | პროვინცია | ადმინისტრაციული ცენტრი |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, (2007), ად. |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|
1 | კაბუ-დელგადუ | პემბა | 82 625 | 1 632 065 | 19,75 |
2 | გაზა | შაი-შაი | 75 709 | 1 251 323 | 16,53 |
3 | ინიამბანე | ინიამბანე | 68 615 | 1 301 967 | 18,97 |
4 | მანიკა | შიმოიო | 61 661 | 1 438 476 | 23,33 |
5 | მაპუტუ (ქალაქი) | მაპუტუ | 602 | 1 120 360 | 1861,06 |
6 | მაპუტუ | მაპუტუ | 25 756 | 1 233 143 | 47,88 |
7 | ნამპულა | ნამპულა | 81 606 | 4 049 082 | 49,62 |
8 | ნიასა | ლიშინგა | 129 056 | 1 182 393 | 9,16 |
9 | სოფალა | ბეირა | 68 018 | 1 671 864 | 24,58 |
10 | ტეტე | ტეტე | 100 724 | 1 801 528 | 17,89 |
11 | ზამბეზია | კელიმანე | 105 008 | 3 897 064 | 37,11 |
სულ | 799 380 | 20 579 265 | 25,11 |
დემოგრაფია
რედაქტირება- მოსახლეობის რაოდენობა — 25 727 911 ადამიანი (2015 წლის შეფასება).[6]
- ქალაქის მოსახლეობა — 31,8 % (2015 წლის შეფასება).[6]
- წლიური ზრდა — 2,45 %.
- ფერტილობა — 5,27 დაბადებული ერთ ქალზე (12-ე ადგილი მსოფლიოში).
- შობადობა — 38 ბავშვი 1000 მოსახლეზე;
- სიკვდილიანობა — 12,34 ადამიანი 1000 მოსახლეზე;
- ბავშვთა სიკვდილიანობა — 72,42 ბავშვი 1000 ბავშვიდან (13-ე ადგილი მსოფლიოში).
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 51,85 წელი მამაკაცებში, 53,37 წელი ქალებში, საშუალო — 52,6 (214-ე ადგილი მსოფლიოში, 2014 წლის შეფასება).[7]
- 0-14 წელი: 1 680 363 ადამიანი (44,1 %)
- 15-64 წელი: 6 445 857 ადამიანი (52,6 %)
- 65 წელზე უფროსები: 249 546 ადამიანი (3,3 %) (2010 წლის შეფასება)[8]
- აივ-ინფექციით დაავადება — 10,75 % (2013 წლის შეფასება, 8-ე ადგილი მსოფლიოში). 82 400 გარდაცვლილი შიდსისგან წელიწადში, 4-ე ადგილი მსოფლიოში.
- განათლება — საერთო 50,6 % (67,4 % მამაკაცებში და 36,5 % ქალებში) (2009 წლის შეფასება).
ეთნიკური ჯგუფები
რედაქტირებაქვეყნის მოსახლეობა განლაგებულია არათანაბრად. მისი დიდი ნაწილი ცხოვრობს სანაპირო რაიონებში, მდინარე ზამბეზის გასწვრივ და ანგონიას პლატოზე.
მოზამბიკის მოსახლეობის 98 %-ს შეადგენენ ბანტუს ხალხი. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ხალხია მაკუა (50 %-ზე მეტი), რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში ცხოვრობენ. სამხრეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვართან, ცხოვრობს ცონგას ხალხი (დაახლოებით 25 %). ნიასას ტბის გასწვრივ ცხოვრობენ მალავის (დაახლოებით 13 %) და იაოს (3 %-ზე მეტი) ხალხი, ცენტრში — შონა და სენა (დაახლოებით 6 %), ჩრდილო-აღმოსავლეთში — მაკონდე. ასევე ცხოვრობენ სუაჰილის ხალხი და ზულუსები, რომლებიც რაოდენობით გაცილებით უფრო ცოტანი არიან.
ქვეყანაში ცხოვრობენ აზიიდან ჩამოსულები (ინდოელები შეადგენენ მოსახლეობის 0,08 %-ს), ასევე მულატები. ევროპელების რაოდენობამ მკვეთრად მოიკლო (2 %-დან 0,06 %-მდე) მოზამბიკის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ.
ენები
რედაქტირებაენის გავრცელების დონე ოჯახში, 2007 წელი[9] | ||
---|---|---|
მაკუა | 4 153 811 | 25,42 % |
პორტუგალიური | 2 088 798 | 12,78 % |
ცონგა | 1 710 801 | 10,47 % |
ლომვე | 1 132 755 | 6,93 % |
ჩისენა | 1 171 673 | 7,17 % |
ჩუვაბო | 733 926 | 4,49 % |
სხვა მოზამბიკური ენა | 4 718 907 | 28,87 % |
სხვა უცხოური ენა | 30 969 | 0,19 % |
არავინ | 5118 | 0,03 % |
უცნობია | 596 735 | 3,65 % |
ჯამი | 16 343 493 | 100,00 % |
მოზამბიკის ერთადერთი სახელმწიფო ენაა პორტუგალიური, რომელიც ასევე ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა ქვეყანაში. მოსახლეობის აღწერის თანახმად პორტუგალიურ ენაზე ლაპარაკობს ქვეყნის მთელი მოსახლეობის 50,3 %, მათ შორის პორტუგალიურ ენაზე, როგორც ძირითადზე, ანუ პირველ ენაზე ლაპარაკობს მხოლოდ 10,7 %.[10] ქალაქებში მცხოვრები მოზამბიკელების უმრავლესობა პორტუგალიურს მიიჩნევს, როგორც თავის პირველ ენას.
1975 წელს, მოზამბიკის დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, მოზამბიკელთა დაახლოებით 80 % ვერ ლაპარაკობდა პორტუგალიურ ენაზე. მოზამბიკის ახალი ხელმძღვანელობა პორტუგალიურ ენას განიხილავდა, როგორც ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიეთნიკური მოსახლეობის გაერთიანების და ახალი მოზამბიკური ერის შექმნის საშუალებად.
მოზამბიკში კიდევ არსებობს 43 ადგილობრივი ენა. ადგილობრივ ენებს შორის გავრცელებულია ბანტუს ენების ჯგუფის ბევრი დიალექტი. ქვეყნის ჩრდილოეთის სანაპიროზე, ტანზანიასთან საზღვრის სიახლოვეს გავრცელებულია სუაჰილი ენა. ქვეყნის დანარჩენ ნაწილზე გავრცელებულია ბევრი მცირე ადგილობრივი ენა მაკუა, სენა, Ndau, Shangaan (Tsonga), Lomwe, Makonde, Chopi, Chuwabu, Ronga, Kimwani, Zulu, Tswa და სხვა[11].
ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ადგილობრივი ენებია:
მაკუა, რომელზეც ლაპარაკობს ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 41 %;
Nyanja-Sena, ლაპარაკობს, როგორც მინიმუმ, მოსახლეობის 10 %;
Shona, ლაპარაკობს მოსახლეობის დაახლოებით 8 %;
Tsonga, ლაპარაკობს ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 19 %[12].
მოზამბიკში მცხოვრები არაბები, ჩინელები და ინდოელები ძირითადად ლაპარაკობენ პორტუგალიურ ენაზე.
პორტუგალიურ ენაზე ასწავლიან ქვეყნის სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. მოზამბიკში მაუწყებლობენ ტელეარხები პორტუგალიიდან და ბრაზილიიდან. განათლებისა და ურბანიზაციის ზრდის მიხედვით ქვეყანაში პორტუგალიური ენის ცოდნა მუდმივად ფართოვდება.
რელიგია
რედაქტირებარელიგიური კუთვნილება | 1997 წლის აღწერა[13] | 2007 წლის აღწერა[14][15] |
---|---|---|
ქრისტიანები | 49,1 % | 56,1 % |
კათოლიკები | 23,8 % | 28,4 % |
სიონისტი ქრისტიანები | 17,5 % | 15,5 % |
ევანგელისტები | 7,8 %[შენიშვნა 1] | 10,9 % |
ანგლიკანები | -[შენიშვნა 2] | 1,3 % |
მუსლიმები | 17,8 % | 17,9 % |
არარელიგიურები | 23,1 % | 18,7 % |
სხვები/უცნობია | 10,0 % | 7,3 % |
შენიშვნა |
მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის თანახმად, რომელიც 2007 წელს ჩაატარა მოზამბიკის სტატისტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა, ქვეყნის მოსახლეობის 56,1 % იყო ქრისტიანი, 17,9 % იყო მუსლიმი (ძირითადად სუნიტები), 18,7 % არანაირ რელიგიურ მიმდევრობას არ მიეკუთვნებოდა და 7,3 % ეკუთვნოდა სხვა რელიგიურ მიმდევრობას.[15] მოზამბიკში ასევე ცხოვრობენ ტრადიციული აფრიკული რწმენების მიმდევარი უმცირესობები[16]. ამ ციფრებს დიდი სიფრთხილით მიდგომა სჭირდება, რადგანაც ისინი საკმაოდ პრობლემატურია[17]
რელიგიური თემები გავრცელებულია მთელ ქვეყანაში.[18] ჩრდილოეთის პროვინციებში უპირატესად ცხოვრობს მუსლიმი მოსახლეობა, განსაკუთრებით სანაპირო ზოლის გასწვრივ, მაგრამ აქვე, ზოგიერთ რაიონებში აღინიშნება პროტესტანტული და კათოლიკური სარწმუნოების მიმდევარი მოსახლეობის ძლიერი კონცენტრაცია.[18] პროტესტანტები და კათოლიკები, როგორც წესი, უფრო მრავალრიცხოვანნი არიან სამხრეთის და ცენტრალურ რეგიონებში, მაგრამ აქ ასევე ცხოვრობს მუსლიმი უმცირესობის გარკვეული რაოდენობაც.[18]
იუსტიციის სამინისტროს რელიგიური საქმეების ეროვნული სამმართველოს მონაცემებით ქვეყანაში ევანგელისტი ქრისტიანები წარმოადგენენ დინამიურად მზარდ რელიგიურ ჯგუფს.[18] როგორც წესი, რელიგიური თემები ისწრაფიან მოიზიდონ თავიანთ წევრებად სხვადასხვა ეთნიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური და რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.[18]
ქალაქები
რედაქტირებაინტერნეტ-საიტ World Gazeteer-ის მონაცემებით, მოზამბიკში არსებობს 34 ქალაქი, რომელთა მოსახლეობა აჭარბებს 24 000 ადამიანს[19].
ყველაზე დიდი ქალაქებია (2012 წლის მონაცემები): მაპუტუ (დედაქალაქი) — 1 149 666 ად., მატოლა — 817 008 ად., ნამპულა — 575 587 ად., ბეირა — 441 723 ად., შიმოიო — 272 875 ად., ნაკალა — 230 229 ად., კელიმანე — 212 519 ად.
ეკონომიკა
რედაქტირებამოზამბიკი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით — ნახშირი, ტიტანი, ტანტალი, მეთანის აირი, ჰიდროენერგია.
1975 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, მმართველობის კომუნისტური მეთოდების დანერგვამ და სამოქალაქო ომმა, რომელიც 1992 წლამდე გრძელდებოდა, მოზამბიკი გახადა ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად მსოფლიოში. შემდგომში, უცხოური დახმარებებისა და სტაბილური შიდაპოლიტიკური კურსის დამყარების გამო, დაიწყო ეკონომიკური ზრდა. მაგრამ ქვეყანა მაინც საკმაოდ დამოკიდებულია უცხოურ დახმარებებზე, 2001 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა მოსახლეობის 70 %.
მოზამბიკის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყაროა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. მნიშვნელოვან პარტნიორებს შორის ასევე არიან პორტუგალია, ესპანეთი და ბელგია.
მოზამბიკი უპირველეს ყოვლისა რჩება აგრარულ სახელმწიფოდ — მომუშავეთა 80 %-ზე მეტი დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ამასთან, ქვეყნის ნაყოფიერი მიწების 88 % რჩება დაუმუშავებელი. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ზარალი მოაქვს რეგულარულ სტიქიურ უბედურებებს.
2001 წლიდან, მოზამბიკის წლიური მშპ-ის ზრდა მსოფლიოს პირველ ათეულში შედის. მიუხედავად ამისა, ეშპ ერთ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებლებია ადამიანის განვითარების ინდექსისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ.[20] 2009 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე — დაახლოებით 900 ამერიკული დოლარი (218-ე ადგილი მსოფლიოში). სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს — მოსახლეობის დაახლოებით 70 %.
სოფლის მეურნეობა (მომუშავეთა 81 %, მთლიანი შიდა პროდუქტის 24 %) — ბამბა, აკაჟუ, შაქრის ლერწამი, ჩაი, მანიჰოტი (ტაპიოკა), სიმინდი, ქოქოსი, აგავა, ციტრუსოვანი კულტურები და ტროპიკული ხილი, კარტოფილი, მზესუმზირა; უვლიან პირუტყვს და ფრინველს.
მრეწველობა (მომუშავეთა 6 %, მთლიანი შიდა პროდუქტის 30 %) — სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება, სასმელები, საპონი, ალუმინი, ტექსტილი, სიგარეტი.
ასევე მზარდია ქვეყნის ტურისტული სექტორი.
საგარეო ვაჭრობა
რედაქტირებაექსპორტი: 2,7 მილიარდი ამ. დოლარი. (2008 წელს) — ალუმინი, კიბორჩხალა, აკაჟუ, ბამბა, შაქარი, ციტრუსოვანი კულტურები, ხე-ტყის მასალები.
ძირითადი მყიდველები: ნიდერლანდები — 55,5 %, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 9,2 %, ზიმბაბვე — 2,1 % (2008 წელი).
იმპორტი: 3,5 მილიარდი ამ. დოლარი. (2008 წელს) — მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო საშუალებები, საწვავი, ქიმიური პროდუქცია, საკვები პროდუქტები, ტექსტილი.
ძირითადი მომწოდებლები: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 27,4 %, ნიდერლანდები — 15,7 %, ჩინეთი — 4,3 % (2008 წელი).
სოციალური სფერო
რედაქტირებაჯანდაცვა
რედაქტირებაშობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე შეადგენს დაახლოებით 5,5 დაბადებულ ბავშვს.[21] 2004 წელს ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2,7 %-ს, როდესაც იმავე წელს ჯანდაცვაზე კერძო დანახარჯები შეადგენდა 1,3 %-ს.[21] 2004 წელს ჯანდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 42$ დოლარს (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (მუპ)).[21] XXI საუკუნის დასაწყისში მოზამბიკში იყო 3 ექიმი 100 000 მაცხოვრებელზე.[21] 2005 წელს ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენდა 100 ბავშვს 1000 დაბადებულზე.[21]
1975 წელს პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მოზამბიკში შეიქმნა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტებში, როგორც მაგალითი სხვა განვითარებადი ქვეყნებისადმი.[22] მოსახლეობის 90 %-ზე მეტმა ჩაიტარა აცრები. 1980-იანი წლების დასაწყისში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 11 % მიმართული იყო ჯანდაცვაზე.[23] მოზამბიკში არსებულმა სამოქალაქო ომმა ქვეყნის ჯანდაცვის პირველად სისტემას მოუტანა დიდი ზიანი. რენამოს დაჯგუფების შეტევები სამთავრობო ინფრასტრუქტურებზე მოიცავდა ჯანდაცვის და განათლების სისტემის ობიექტებსაც 1980 წლიდან 1992 წლამდე.[24]
2011 წლის ივნისში განსახლების დარგში გაეროს ფონდმა გამოაქვეყნა მოხსენება მსოფლიოში მეანეების მდგომარეობის შესახებ. მასში შეტანილი იყო 58 ქვეყნის ახალი მონაცემები მეანეების შესახებ, დაკავშირებული ახალდაბადებულებთან და დედათა სიკვდილიანობასთან. 2010 წელს მოზამბიკში დედათა სიკვდილიანობა 100 000 დაბადებულზე იყო 550, მაშინ როდესაც 2008 წელს ეს ციფრი იყო 598,8 და 1990 წელს 385. მოზამბიკში მეანეების რაოდენობა 1000 დაბადებულზე შეადგენს 3-ს და 37 ფეხმძიმე ქალიდან მშობიარობა დედის სიკვდილით მხოლოდ ერთ შემთხვევაში მთავრდება.[25]
მოზამბიკში აივ-ინფექციით დაავადების გავრცელების ოფიციალურმა მაჩვენებელმა 2011 წელს შეადგინა 15-დან 49 წლამდე ასაკის მოსახლეობის 11,5 %. ქვეყნის სამხრეთი რეგიონებისთვის — მაპუტუს და გაზის პროვინციებისთვის და ქალაქ მაპუტუსთვის — ოფიციალური ციფრები ორჯერ უფრო მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე. 2011 წელს ჯანდაცვის ორგანოების შეფასებით დაახლოებით 1,7 მილიონი მოზამბიკელი იყო აივ-დადებითი ვირუსის მატარებელი, რომელთაგან 600 000 საჭიროებდა ანტირეტროვირუსულ თერაპიას. 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით 240 000 დაავადებული იღებდა ასეთ მკურნალობას, რომელთა რაოდენობა ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით 2014 წლის მარტისთვის გაიზარდა 416 000-მდე. UNAIDS-ის მოხსენებით 2011 წლის შედეგების მიხედვით, აივ/შიდსის ეპიდემია მოზამბიკში, სავარაუდოდ თანაბრდება.[26]
განათლება
რედაქტირება1975 წელს პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მიღების მომენტიდან, სკოლების მშენებლობა და მასწავლებლების რაოდენობა არ შეესაბამებოდა ქვეყნის მოსახლეობის ზრდას. განსაკუთრებით მოზამბიკის სამოქალაქო ომის (1977-1992) შემდეგ, როდესაც ომისშემდგომი წლების სტაბილურობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობის (განსაკუთრებით ახალგაზრდობის) ზრდამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, განათლების მიღების ხარისხი დაბალია. განათლება მოზამბიკში მოიცავს სამ ძირითად ეტაპს: დაწყებითი განათლება, საშუალო განათლება და უმაღლესი განათლება. 2013 წლისთვის განათლების დონე შეადგენდა 48 %-ს. განათლება სავალდებულო და უფასოა 12 წლის ასაკამდე, მაგრამ გადასახდელია სკოლაში შესვლის შენატანები და ეს ბევრი ოჯახისთვის მძიმე ტვირთია. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს შეუძლიათ მიიღონ სერტიფიკატი, რომელიც ათავისუფლებს მათ გადასახადისაგან. სავალდებულო განათლების შესახებ კანონის შესრულება არ სრულდება, რესურსებისა და მაღალი კლასების სკოლების არ ყოფნის გამო.[27] კანონის მიხედვით ყველა პორტუგალიელი ბავშვი ვალდებულია იაროს სკოლაში და მიიღოს დაწყებითი განათლება; მაგრამ მოზამბიკში ბევრი ბავშვი არ დადის დაწყებით სკოლებში, რადგანაც ისინი მუშაობენ დამხმარე მეურნეობებში თავიანთი ოჯახებისთვის დასახმარებლად. 2007 წელს, ერთი მილიონი ბავშვი არ დადიოდა სკოლაში, რომელთა დიდი რაოდენობა სოფლის ღარიბი ოჯახებიდან იყო და მოზამბიკის მასწავლებელთა თითქმის ნახევარი იყო დაბალკვალიფიცირებული. გოგონების სასკოლო განათლება 2002 წელს 3 მილიონიდან გაიზარდა 2006 წელს 4,1 მილიონამდე, ხოლო სკოლადამთავრებული გოგონების რიცხვი ამავე პერიოდში გაიზარდა 31 000-დან 90 000-მდე, რომელიც ადასტურებს სკოლადამთავრებულების საკმაოდ დაბალ რაოდენობას.[28]
VII კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ სტანდარტიზირებული ეროვნული გამოცდები საშუალო სკოლაში მოსახვედრად, სადაც სწავლა მიმდინარეობს VIII კლასიდან X კლასის ჩათვლით. მოზამბიკის უმაღლესი სასწავლებლების სივრცე საკმაოდ შეზღუდულია; ასე რომ, საშუალო სკოლა დამთავრებული მოსწავლეების უმრავლესობა მაშინვე არ აგრძელებს სწავლას უნივერსიტეტებში. ბევრი მიდის სამუშაოდ ან უმუშევარი რჩება. არსებობენ ასევე ინსტიტუტები, რომლებიც იძლევიან სასოფლო-სამეურნეო, ტექნიკური ან პედაგოგიური სპეციალობის უფრო პროფესიონალურ სწავლებას, რომელსაც მოსწავლეებს შეუძლიათ დაესწრონ X კლასის დამთავრების შემდეგ.
უმაღლესი განათლება მოზამბიკის მოსახლეობის მხოლოდ საკმაოდ მცირე ნაწილისთვის იყო შესაძლებელი. 1996 წელს ქვეყანაში იყო მხოლოდ 40 უმაღლესდამთავრებული სტუდენტი 100 000 მოსახლეზე, როცა ამავე წელს ზიმბაბვეში იყო 638 სტუდენტი და აშშ-ში 5339.[29] პირველი უმაღლესი სასწავლებელი ქვეყანაში დაარსდა 1962 წელს და უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი მიიღო (ლორენსუ-მარკიშის უნივერსიტეტი) 1968 წელს.
1975 წელს პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, პორტუგალიის და მოზამბიკის მთავრობებს შორის დადებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მოზამბიკელი ბავშვების ნაწილი ყოველ წელს აგრძელებდა სწავლას პორტუგალიურ საშუალო სკოლებში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში.
2010 წლის მონაცემების შეფასებით, მოზამბიკის მოსახლეობის განათლების დონე შეადგენს 56,1 %-ს (70,8 % მამაკაცი და 42,8 % ქალი).[30]
მასმედია
რედაქტირებამოზამბიკის მასმედია იმყოფება ხელისუფლების ძლიერი წნეხის ქვეშ.[31] მოზამბიკში ინფორმაცია გადაიცემა ტელევიზიის, რადიოს, გაზეთების, ჟურნალების და ინტერნეტის საშუალებით. რადიო ქვეყანაში მასმედიის ყველაზე უფრო პოპულარული სახეა.[31] მასობრივი საინფორმაციო საშუალებები რეგულირდება კანონით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ.[32]
ბეჭვდითი საშუალებები
რედაქტირებამოზამბიკში პრესას აქვს შედარებით ნაკლები ტირაჟი გაზეთების მაღალი ფასებისა და განათლების დაბალი დონის გამო.[31] ერთი კვლევა აჩვენებს, რომ მხოლოდ 5 ადამიანი 1000-დან კითხულობს გაზეთებს.[33] ორი ყველაზე უფრო პოპულარული ყოველდღიური გაზეთებია სახელმწიფო „Noticias“ და კერძო „O Pais“.[31] სახელმწიფო აკონტროლებს ისეთ გაზეთებს, როგორებიცაა ყოველდღიური „Diário de Moçambique“ და ყოველკვირეული „Domingo“, რომლებიც ასევე საკმაოდ პოპულარულები არიან.[32] მოზამბიკში ასევე გამოიცემა სხვა შედარებით ნაკლებად პოპულარული გაზეთებიც „Savana News“ და „Tempo“.[34] ყოველკვირეული გამოცემა, ცნობილი როგორც „Verdade“ უფასოდ ვრცელდება დედაქალაქ მაპუტუში და გამოირჩევა თავისი ნეგატიური შეხედულებით მოზამბიკის ხელისუფლებაზე.[31]
„Noticias-ს“ აქვს ყველაზე დიდი ტირაჟი — 16 000. მეორე ადგილზეა „Savana News“ — 15 000, მაშინ როდესაც „Domingo-ს“ და „Zambeze-ს“ ორივეს ერთად აქვთ — 10 000. მათი გაყიდვა ძირითადად ხდება მაპუტუში.[33]
ყველაზე უფრო მეტი დაფინანსება და რეკლამებისგან შემოსავალი გააჩნიათ პრო-სამთავრობო გაზეთებს.[31] მიუხედავად ამისა, კერძო გაზეთების რაოდენობა, რომლებთაც აქვთ კრიტიკული შეხედულებები ხელისუფლებაზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანასკნელ წლებში.[32]
რადიო
რედაქტირებარადიოპროგრამები მასმედიის ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ფორმაა ქვეყანაში.[31] ყველაზე უფრო მეტად გავლენიანი რადიოსადგურები სახელმწიფოს კონტროლ ქვეშაა, ხოლო კერძო რადიოსადგურების უმრავლესობას ჰყავს მხოლოდ ლოკალური აუდიტორია. „Rádio Moçambique-ის“ სახელმწიფო კომპანია ყველაზე უფრო პოპულარული რადიოსადგურია ქვეყანაში.[31] ის შეიქმნა 1975 წლის ივნისში მოზამბიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ მალე სამი რადიოსადგურის გაერთიანების შედეგად.[35] იმავე წლის ოქტომბერში, „LM Radio“ და „Rádio Moçambique-ის“ აფრიკაანსის და ინგლისურენოვანი კომპანიები დაიხურა და მათი შენობა-ნაგებობები ნაციონალიზებული იქნა.[35][36]
ტელევიზია
რედაქტირებამაპუტუში საკაბელო ტელევიზიის შეღწევადობის დონე შეადგენს დაახლოებით 30 %-ს.[33] "Televisão de Moçambique" შეიქმნა 1981 წელს,[37] რომელიც ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო სადგურია.[32] მისი შტაბ-ბინა მდებარეობს მაპუტუში. ასევე მუშაობს დაახლოებით 5 კერძო სატელევიზიო სადგური, რომელთა შტაბ-ბინები ასევე მაპუტუშია განლაგებული.[32] უცხოურ სატელევიზიო სადგურებს, როგორიცაა "Portueguese state TV" და "Brazilian-based Miramar" ჰყავთ მაყურებელთა დიდი აუდიტორია.[38]
ინტერნეტი
რედაქტირებამოსახლეობის მხოლოდ 4,8 %-ს აქვს ინტერნეტთან შეხება. მოზამბიკში ინტერნეტის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია აფრიკაში.[39] 2007 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად დედაქალაქ მაპუტუში იყო ინტერნეტის გამოყენების ყველაზე მაღალი დონე — 37,7 %.[40]
არ არსებობს არანაირი სამთავრობო შეზღუდვა ინტერნეტით სარგებლობაზე, მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ მთავრობა თავისი აგენტების საშუალებით აკონტროლებს მათ ელექტრონულ ფოსტას.[41]
კულტურა
რედაქტირებამუსიკა
რედაქტირებამოზამბიკის მუსიკა ბევრ მიზნებს ემსახურება, რელიგიური სარწმუნოებიდან დაწყებული ტრადიციული ცერემონიებით დამთავრებული. მუსიკალური ინსტრუმენტები ძირითადად ხელითაა დამზადებული. ზოგიერთ ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება მოზამბიკის მუსიკალურ გამოხატულებაში, მიეკუთვნება ხისგან და ცხოველის ტყავისგან დამზადებული ბარაბანი; ცხოველის რქისგან ან ხისგან დამზადებული სასულიერო ინსტრუმენტი — lupembe; და მარიმბა, რომელიც თავისებური ფორმის მოზამბიკური ქსილოფონია.
მარიმბა პოპულარული ინსტრუმენტია ცენტრალური სანაპიროს სამხრეთში მცხოვრები ჩოპი ხალხისა, რომლებიც განთქმულნი არიან თავისი მუსიკალური ოსტატობით და ცეკვებით. ზოგიერთის აზრით, მოზამბიკური მუსიკა ჰგავს რეგის და ვესტ-ინდოეთის კალიფსოს. მოზამბიკში ასევე პოპულარულია მუსიკის სხვა სახეებიც, მაგალითად მარაბენტა და პორტუგალიურენოვანი მუსიკის სხვა ფორმები, როგორებიცაა: ფადუ, სამბა, ბოსა-ნოვა, მაშიშე (წარმოიშვა ქალაქ მაშიშედან და ცეკვა კიზომბადან).
ხელოვნება
რედაქტირებამაკონდეს ხალხი განთქმულია თავისი ხეზე თლის ხელოვნებით და ნიღბებით, რომლებსაც როგორც წესი იყენებენ ტრადიციული ცეკვების დროს. არსებობს ხეზე თლის ორი სხვადასხვა სახეობა. შეტანები, (ბოროტი სულები), რომლებიც ძირითადად ითლება მაგარი ჯიშის აბანოზის ხისაგან, მაღალი მოხდენილი სიმბოლიკებით მორთული. ტოტემის ტიპის ხის თლის სახეობა, რომლებიც ასახიერებს ხალხის რეალურ სახეს და სხვადასხვა ფიგურებს. სკულპტურის თეზისებს, როგორც წესი ეძახიან „ხის ოჯახს“, რადგანაც ისინი მოგვითხრობენ მრავალი თაობის ისტორიებს.
კოლონიალური პერიოდის უკანასკნელი წლების განმავლობაში, მოზამბიკის ხელოვნებაში გამოხატვა ჰპოვა კოლონიალური მმართველობისგან ჩაგვრამ და გახდა წინააღმდეგობის სიმბოლო. 1975 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, თანამედროვე ხელოვნება შევიდა ახალ ფაზაში. ორი ყველაზე უფრო ცნობილი და ყველაზე უფრო გავლენიანი მოზამბიკის თანამედროვე მხატვარია მალანგატანა ნგვენია და სკულპტორი ალბერტო ჩისანო. 1980-იანი და 1990-იანი წლების ბევრი პოსტ-დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუში ასახავს პოლიტიკურ ბრძოლას, სამოქალაქო ომს, ტანჯვას, შიმშილს და ბრძოლას.
ცეკვები საკმაოდ რთულია და მოზამბიკის მთელ ტერიტორიაზე გამოხატავს ხელოვნების ტრადიციულ მაღალ განვითარებას. არსებობს ცეკვების მრავალი სხვადასხვა სახეობა და ყოველ ტომს აქვს ცეკვის თავისი რიტუალური ხასიათი. ჩოპის ხალხი, მაგალითად, ცეკვაში ასახიერებს ბრძოლას, სადაც მოცეკვავეები შემოსილები არიან ცხოველების ტყავებით. მაკუას ხალხის მამაკაცებს ცეკვის დროს აცვიათ კაბები ლამაზი მორთულობით და ნიღბებით, უვლიან სოფელს გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქალების ჯგუფი ასრულებს ტრადიციულ ცეკვას — სახელად ტუფო, რითიც ისინი აღნიშნავენ ისლამურ დღესასწაულებს.[42]
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები მოზამბიკში
რედაქტირებაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ჩამონათვალში აღნიშნულია მოზამბიკის 1 ობიექტი (2013 წლისთვის), რომელიც შეადგენს საერთო რაოდენობის 0,1 %-ს (962 ობიექტი 2012 წლისთვის). ასევე, 2013 წლის მდგომარეობით, კანდიდატობის წინასწარ სიაში შეტანილია 4 ობიექტი[43]
სამზარეულო
რედაქტირებათითქმის 500 წლის განმავლობაში პორტუგალიელები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ მოზამბიკელების სამზარეულოზე. ისეთი კულტურები, როგორიცაა მანიჰოტი (ბრაზილიური წარმოშობის სახამებლიანი ფესვებით), აკაჟუს კაკლები (ასევე ბრაზილიური წარმოშობის, თუმცა მოზამბიკი ადრე იყო ამ პროდუქტის მსხვილი მწარმოებელი) და pãozinho (წარმოითქმის [pɐwˈzĩɲu], ფრანგული ფუნთუშის პორტუგალიური სტილი) შემოტანილი იქნა პორტუგალიელების მიერ. კერძებში ისეთი პროდუქტების და სანელებლების გამოყენება, როგორებიცაა: ხახვი, დაფნის ფოთოლი, ნიორი, ცოცხალი ქინძი, პაპრიკა, წიწაკა, წითელი ტკბილი წიწაკა და ღვინო, შაქრის ლერწამი, სიმინდი, ფეტვი, ბრინჯი, სორგო და კარტოფილი შემოღებულია პორტუგალიური სამზარეულოს გავლენით. პორტუგალიურ კერძებს — prego-ს (სტეიკ როლი), rissóis-ს (კიბორჩხალები ბაჟეში), espetada-ს (ქაბაბი), pudim-ს (პუდინგი) და პოპულარულ inteiro com piripiri-ს (მთლიანი ქათამი პირი-პირის სოუსში) ჩვეულებრივად მიირთმევენ თანამედროვე მოზამბიკში.
სპორტი
რედაქტირებაპორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო (დაიბადა მოზამბიკში დამოუკიდებლობის მოპოვებამდე) თამაშობდა 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში, პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში და გუნდთან ერთად მან მოიპოვა მესამე ადგილი. ასევე მოზამბიკში არიან დაბადებულები მწვრთნელი კარლუშ კეიროში და ფეხბურთელი აბელ შავიერი. მოზამბიკელმა მძლეოსანმა ქალმა მარია მუტოლამ მოიპოვა ორი ოლიმპიური მედალი 800 მეტრზე რბენაში, ბრინჯაო ატლანტის 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და ოქროს მედალი სიდნეის 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მოზამბიკში ყველაზე უფრო პოპულარული სპორტის სახეობებია: კალათბურთი, ფეხბურთი და მძლეოსნობა. კალათბურთელი ქალი კლარის მაჩანგუანა თამაშობდა ქალთა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. მოზამბიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოთხჯერ თამაშობდა აფრიკის ერთა თასის თამაშებში, მაგრამ არანაირი მედალი არ მოუპოვებია, ნაკრებს ასევე არ უთამაშია ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატების და ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირების ფინალურ ეტაპზე.
დღესასწაულები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მთავრობა
- მოზამბიკის რესპუბლიკა დაარქივებული 2014-07-19 საიტზე Wayback Machine. ოფიციალური სამთავრობო პორტალი
- სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი
- Chief of State and Cabinet Members დაარქივებული 2009-10-26 საიტზე Wayback Machine.
- ზოგადი ინფორმაცია
- Mozambique Country Report დაარქივებული 2014-01-19 საიტზე Wayback Machine.
- Country Profile from BBC News
- მოზამბიკი The World Factbook-ზე დაარქივებული 2020-08-31 საიტზე Wayback Machine.
- Mozambique დაარქივებული 2008-10-26 საიტზე Wayback Machine. from UCB Libraries GovPubs
- მოზამბიკი საიტზე Curlie
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Department of Economic and Social Affairs Population Division (2009). „World Population Prospects, Table A.1“ (PDF). 2008 revision. United Nations. ციტირების თარიღი: 2009-03-12. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Citypopulation
- ↑ Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-24. ციტირების თარიღი: 2016-01-01.
- ↑ 4.0 4.1 Mozambique. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2012-04-20.
- ↑ Sinclair, Paul; Ekblom, Anneli; Wood, Marilee (2012). „Trade and Society on the Southeast African Coast in the Later First Millennium AD: the Case of Chibuene“. Antiquity. 86.
- ↑ 6.0 6.1 http://www.ine.gov.mz მოზამბიკის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი
- ↑ https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/mz.html დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. The world factbook
- ↑ Population Division of the Department of Economic and Social Affairs of the United Nations Secretariat, World Population Prospects: The 2010 Revision
- ↑ QUADRO 23. POPULAÇÃO DE 5 ANOS E MAIS POR IDADE, SEGUNDO ÁREA DE RESIDÊNCIA, SEXO E LÍNGUA QUE FALA COM MAIS FREQUÊNCIA EM CASA. ine.gov.mz
- ↑ Quadro 25. opulação de 5 anos e mais por condição de conhecimento da língua portuguesa e sexo segundo earea de residência e idade.
- ↑ Mozambique, Languages
- ↑ Mozambique Language. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-05. ციტირების თარიღი: 2016-01-04.
- ↑ 1997 Census of Mozambique
- ↑ 2007 Census of Mozambique
- ↑ 15.0 15.1 The World Factbook - Mozambique. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-31. ციტირების თარიღი: 2013-03-18. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "The World Factbook - Mozambique" defined multiple times with different content; $2 - ↑ Religion in Mozambique
- ↑ Eric Morier-Genoud, “Renouveau religieux et politique au Mozambique: entre permanence, rupture et historicité”, Politique africaine, n°134, June 2014, pp.155-177
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 International Religious Freedom Report 2010: Mozambique. United States Bureau of Democracy, Human Rights and Labor This article incorporates text from this source, which is in the public domain.
- ↑ Mozambique: largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
- ↑ "Mozambique". დაარქივებული 2020-08-31 საიტზე Wayback Machine. CIA World Factbook. Retrieved 22 May 2007.
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 Human Development Report 2009 – Mozambique. Hdrstats.undp.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-30. ციტირების თარიღი: 2010-05-02.
- ↑ Walt, G., & Melamed, A. (1983). Toward a people's health service. London: Zed Books ISBN 0862321298.
- ↑ Gloyd, S. (1996). „Confrontation, co-operation or co-optation: NGOS and the Ghanaian state during structural adjustment“. Review of African Political Economy. 68: 149–168. JSTOR 4006246.
- ↑ Pfeiffer, J (2003). „International NGOs and primary health care in Mozambique: The need for a new model of collaboration“. Social science & medicine (1982). 56 (4): 725–38. doi:10.1016/s0277-9536(02)00068-0. ISSN 0277-9536. PMID 12560007.
- ↑ The State of the World's Midwifery. United Nations Population Fund. ციტირების თარიღი: August 2011.
- ↑ UNAIDS World AIDS Day Report 2011 დაარქივებული 2014-08-24 საიტზე Wayback Machine. . UNAIDS.org
- ↑ "Mozambique". 2005 Findings on the Worst Forms of Child Labor დაარქივებული 2014-01-09 საიტზე Wayback Machine. . Bureau of International Labor Affairs, U.S. Department of Labor (2006). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
- ↑ Key facts, Department for International Development (DFID), a part of the UK Government (24 May 2007) დაარქივებული 20 February 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Mario et al., 21
- ↑ The World Factbook. cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-31. ციტირების თარიღი: 2013-03-18.
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 31.5 31.6 31.7 Salgado, Susana (2014). The Internet and Democracy Building in Lusophone African Countries. Ashgate, გვ. 79.
- ↑ 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 Mozambique: Mass media. Electoral Institute for Sustainable Democracy in Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
- ↑ 33.0 33.1 33.2 Mário, Tomás Vieira; UNESCO (2011) Assessment of Media Development in Mozambique: Based on UNESCO's Media Development Indicators. UNESCO, გვ. 123.
- ↑ (2004) „Mozambique“, Europa World Year Book 2004. Europa Publications. ISBN 185743255X.
- ↑ 35.0 35.1 Berg, Jerome S.. Broadcasting on the Short Waves, 1945 to Today. McFarland, გვ. 221. ISBN 978-0786469024.
- ↑ A Short History of LM Radio. LM Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
- ↑ Company Overview of Televisão de Moçambique - EP. Bloomberg. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
- ↑ Mozambique: Profile. BBC. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
- ↑ "Key ICT indicators for developed and developing countries and the world (totals and penetration rates)" დაარქივებული 2013-06-06 საიტზე Wayback Machine. , International Telecommunications Unions (ITU), Geneva, 27 February 2013
- ↑ Assessment of Media Development in Mozambique: Based on UNESCO's Media Development Indicators, p. 124
- ↑ "Mozambique", Country Reports on Human Rights Practices for 2012, Bureau of Democracy, Human Rights and Labor, U. S. Department of State, 22 March 2013. Retrieved 21 January 2014.
- ↑ Fitzpatrick, Mary (2007). Mozambique. Lonely Planet, გვ. 33. ISBN 1-74059-188-7.
- ↑ Official list. UNESCO World Heritage Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-10. ციტირების თარიღი: 2016-01-06.