ლიმპოპო
ლიმპოპო (ნიდერლ. Limpopo, აფრ. Limpopo) — მდინარე სამხრეთ აფრიკაში. მისი სიგრძეა 1750 კმ, აუზის ფართობი 415 000 კმ². ლიმპოპო ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე აფრიკის მდინარეებს შორის სიდიდით მეორეა ზამბეზის შემდეგ.
ლიმპოპო ნიდერლ. Limpopo აფრ. Limpopo | |
---|---|
ლიმპოპო მოზამბიკში | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი |
სათავე |
მდინარეების — მარიკოს და კროკოდაილის შესართავი 24°11′28″ ს. გ. 26°52′14″ ა. გ. / 24.19111° ს. გ. 26.87056° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ვიტვატერსრანდი |
სათავის სიმაღლე | 1800 მ |
შესართავი |
ინდოეთის ოკეანე 25°12′09″ ს. გ. 33°30′53″ ა. გ. / 25.20250° ს. გ. 33.51472° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 1750 კმ |
აუზის ფართობი | 415 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ლიმპოპო ვიკისაწყობში |
ლიმპოპოზე გაივლის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთები ბოტსვანასა და ზიმბაბვესთან.
პირველი ევროპელი, ვინც ეს მდინარე ნახა, იყო ვასკო და გამა, რომლის ექსპედიციამაც 1498 წელს, ლიმპოპოს შესართავთან ჩაუშვა ღუზა. როგორც ჩანს, მდინარის რეგიონი უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული, რადგან აქ აღმოჩენილია 3,5 მლნ წლის ავსტრალოპითეკის ნამარხები.
ლიმპოპო თავის ნაწარმოებებში უკვდავჰყვეს რადიარდ კიპლინგმა და მაინ რიდმა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მდინარე ლიმპოპო დაარქივებული 2010-09-06 საიტზე Wayback Machine.
- ლიმპოპო — ბრიტანიკა