ზამბეზი
ზამბეზი — მდინარე აფრიკაში. აფრიკის სიგრძით მეოთხე მდინარე. უდიდესი ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე მდინარეებს შორის. მისი სიგრძეა 3540 კმ, აუზის ფართობი — 1 390 000 კმ². სათავეს იღებს ზამბიაში, შემდეგ მიემართება ანგოლის ტერიტორიაზე, გაივლის ნამიბიისა და ბოტსვანის სახელმწიფო საზღვარზე, გადაკვეთს ზიმბაბვეს და შემდეგ მოზამბიკში ერთვის ინდოეთის ოკეანეს.
ზამბეზი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
სიგრძე | 3540 კმ |
აუზის ფართობი | 1 390 000 კმ² |
![]() |

ზამბეზის ყველაზე ცნობილი შტრიხი ისაა, რომ მასზე მდებარეობს ჩანჩქერი ვიქტორია.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- მდინარე ზამბეზი - ინფორმაცია და რუკები დაარქივებული 2011-01-06 საიტზე Wayback Machine.
- ზამბეზის როლი დაარქივებული 2012-10-25 საიტზე Wayback Machine.
- აფრიკის მდინარეების აუზის რუკა