მანიკის პროვინცია

მანიკის პროვინცია (პორტ. Manica) — პროვინცია მოზამბიკში.

პროვინცია
მანიკის პროვინცია
პორტ. Manica
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ადმ. ცენტრი შიმოიო
კოორდინატები 19°30′00″ ს. გ. 33°15′00″ ა. გ. / 19.50000° ს. გ. 33.25000° ა. გ. / -19.50000; 33.25000
ფართობი 61 661 კმ²
მოსახლეობა 1 438 476 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 23,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]]
ოფიციალური საიტი https://www.manica.gov.mz/

მანიკის პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის დასავლეთ ნაწილში. მისგან აღმოსავლეთით მდებარეობს სოფალის პროვინცია, სამხრეთით — გაზისა და ინიამბანეს პროვინციები. მანიკის დასავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და ზიმბაბვეს შორის. პროვინციის ჩრდილოეთით მიედინება მდინარე ზამბეზი. დასავლეთით, ზიმბაბვეს საზღვრის გაყოლებაზე, მდებარეობს მთიანი რაიონი მოზამბიკის უმაღლესი წერტილით — მთა ბინგათი (2436 მეტრი). კლიმატი პროვინციაში არის რბილი, ხშირი წვიმებით.

მანიკის პროვინციის ფართობი — 61 661 კმ². მოსახლეობა — 1 438 476 ადამიანი (2007). ადმინისტრაციული თვალსაზრისით მანიკა იყოფა 9 რაიონად და 1 ოლქად. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი შიმოიო (171 056 ადამიანი 2006 წლის მონაცემებით).

მოსახლეობა ძირითადად შედგება შონას ხალხისგან. პროვინციის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. მთავარი კულტურებია: სიმინდი, კასავა; მნიშვნელოვან როლს თამაშობს წვრილფეხა რქოსანი საქონლის მოშენება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება