ნამული (პორტ. Monte Namuli) — ყველაზე მაღალი მთა მოზამბიკის ზამბეზიის პროვინციაში. ზღვის დონიდან 2419 მეტრი სიმაღლით ის მეორე მთაა მოზამბიკში ბინგის შემდეგ. ნამულის მასივი შეადგენს პლატოს, რომლის სიმაღლეც მერყეობს 700-დან 800 მეტრამდე. ნამულის გრანიტის გუმბათი პლატოდან ამოწეულია 1600 მეტრ სიმაღლეზე. 1200 მეტრზე ზევით ზონაში ფართობია 50 х 30 კმ. ნამულის მთა მდებარეობს 12 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ გურუედან და დაახლოებით 160 კმ-ით მულანჯეს მასივიდან მალავის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ნამული
კოორდინატები: 15°22′30″ ს. გ. 37°01′41″ ა. გ. / 15.37500° ს. გ. 37.02806° ა. გ. / -15.37500; 37.02806
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სიმაღლე 2419 
ნამული — მოზამბიკი
ნამული

ნამულის მთის ტყეები მთავარი ბიომრავალფეროვნების ეკორეგიონია, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების და მცენარეულობის ბიომრავალფეროვნების მაღალი სიჩქარე. ისეთი სახეობები, როგორიცაა Apalis thoracica lynesi და Paraxerus vincenti ნამულის მთისთვის ენდემურია. სხვა იშვიათი სახეობებია Alethe choloensis და Modulatrix orostruthus, რომლებიც სხვა ადგილებშიც არსებობენ.

ნამულის მთის ქვედა კალთებზე ჭარბობს ჩაის პლანტაციები. შუა სიმაღლის კალთებზე ხდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. უახლოესი ქალაქია გურუე, რომელიც ჩაის დიდი პლანტაციების რაიონია მოზამბიკში.

ნამულის მთა 1886 წლის აგვისტოში აღმოაჩინა ჰენრი ედვარდ ო'ნილმა, რომელიც იყო დიდი ბრიტანეთის კონსული მოზამბიკში 1879 წელს. ეს აისახა იუბერ ლაინსის და ჯეკი ვინსენტის ორნითოლოგიურ ექსპედიციაში 1931/1932 წლებში. მოზამბიკის სამოქალაქო ომის და ცუდი გზების გამო ექსპედიციები ვერ ტარდებოდა 1998 წლამდე, როდესაც სამხრეთაფრიკელმა ორნითოლოგთა ჯგუფმა მიიღო შესაძლებლობა გამოეკვლია ტყეები ნამულის მთაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება