ზამბეზიის პროვინცია
ზამბეზიის პროვინცია (პორტ. Zambézia) — პროვინცია მოზამბიკში.
პროვინცია | |
---|---|
ზამბეზიის პროვინცია პორტ. Zambézia | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | კელიმანე |
კოორდინატები | 17°00′00″ ს. გ. 37°00′00″ ა. გ. / 17.00000° ს. გ. 37.00000° ა. გ. |
ფართობი | 105 008 კმ² |
მოსახლეობა | 3 897 064 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 37,11 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]] |
![]() | |
ზამბეზიის პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის ცენტრალურ ნაწილში, მალავის საზღვარსა და ინდოეთის ოკეანის სანაპიროებს შორის. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ნიასისა და ნამპულის პროვინციები, სამხრეთით — სოფალისა და ტეტეს პროვინციები. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კელიმანე. ფართობი — 105 008 კმ². მოსახლეობა — 3 897 064 ადამიანი (2007).
პროვინციას სახელწოდება ეწოდა მდინარე ზამბეზისგან, რომელიც მას ჰყოფს სოფალის პროვინციისგან და ინდოეთის ოკეანეში ჩაედინება. ზამბეზიის ტერიტორია ოკეანის სანაპიროებზე დაფარულია მანგროს ჯუნგლებითა და ჭაობებით, უფრო შორს, კონტინენტის სიღრმეში, იწყება ტყის მასივები.
ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა. ზამბეზიაში მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, შაქრის ლერწამი, ჩაი, აკაჟუს კაკალი და ბამბა. გურუეს რაიონში მდებარეობს მოზამბიკში უდიდესი ჩაის პლანტაცია. ასევე განვითარებულია მეთევზეობა, კიბორჩხალების დაჭერა. პროვინციაში მოიპოვება და მუშავდება ძვირფასი ქვები.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- ზამბეზიის პროვინცია დაარქივებული 2003-02-25 საიტზე Wayback Machine.
- ზამბეზიის პრივინციის ოფიციალური საიტი (პორტუგალიური)
- Zambezia Online დაარქივებული 2010-08-04 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)