ბინგა (პორტ. Monte Binga) — მთა მოზამბიკში.

ბინგა
მთა ბინგა. ხედი ჩრდილოეთიდან
მთა ბინგა. ხედი ჩრდილოეთიდან
კოორდინატები: 19°46′36″ ს. გ. 33°03′43″ ა. გ. / 19.77667° ს. გ. 33.06194° ა. გ. / -19.77667; 33.06194
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სიმაღლე 2436 
ბინგა — მოზამბიკი
ბინგა

ბინგის მთა მოზამბიკის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია, რომლის სიმაღლეც შეადგენს 2436 მეტრს ზღვის დონიდან[1]. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში ზიმბაბვეს საზღვარზე, მანიკის პროვინციაში. ბინგას მთა წამოჭიმულია მანიკის დაბლობში, რომელიც გადადის ჩიმანიმანიში, ზიმბაბვეს მაღალმთიანეთის სამხრეთ ნაწილში. მთა მდებარეობს ჩიმანიმანის ეროვნული პარკის მოზამბიკის ნაწილის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი ტერიტორია ზიმბაბვეში მდებარეობს.

ბანგის მწვერვალზე ასვლა ალპინისტების ჯგუფებისათვის საკმაოდ რთულია. მწვერვალისკენ ყველაზე უფრო საიმედო გზა — ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებიდანაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება