გეგმიური ეკონომიკა

გეგმიური ეკონომიკაეკონომიკური სისტემა, რომელშიც პროდუქცია და მომსახურების წარმოებაა და განაწილება რეგულირებულია ცენტრალური ორგანოს მიერ. გეგმიური ეკონომიკა შეიძლება იყოს ცენტრალური ან დეცეტრალიზებული[1]. ცენტრალურ ეკონომიკაში წარმოებისა და დისტრიბუციის რეგულაცია ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დეცენტრალიზებულში კი ადგილობრივი ორგანოების.

ჰოლოდომორი, 1933, ალექსანდერ ვეინერბერგერის ფოტო. სტალინის ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის შედეგი.

მიჩნეულია, რომ გეგმიური ეკონომიკა, მაინც და მაინც, სოციალისტური ქვეყნების ნიშანია, რაც მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლეა[2]. დასავლური სახელმწიფოები ხშირად მიმართავდნენ შერეულ ეკონომიკას, თუმცა გეგმიური წყობის სრულ სახეს ვხედავთ სოციალისტურ ქვეყნებში - საბჭოთა კავშირში, კუბასა და ჩრდილოეთი კორეაში.

გეგმიურ ეკონომიკაში მთავრობა მიმართავს ხანგძლივ ეკონომიკურ გეგმებს, რომელთა დეკლარირებული მიზანიცაა მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და სტაბილური ეკონომიკური ზრდა. სოციალისტურ ბლოკში ხშირი იყო 5 წლიან გეგმებს, როგორიცაა სსრკ-ში ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია[3].