შაი-შაი
შაი-შაი (პორტ. Xai-Xai) — ქალაქი მოზამბიკში, ადმინისტრაციული ცენტრი გაზის პროვინციისა. მოსახლეობა — 119 726 ადამიანი (2010 წლის მონაცემები).
ქალაქი | |
---|---|
შაი-შაი Xai-Xai | |
![]() შაი-შაი | |
ქვეყანა |
![]() |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პროვინცია | გაზის პროვინცია |
კოორდინატები | 25°03′00″ ს. გ. 33°39′00″ ა. გ. / 25.05000° ს. გ. 33.65000° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჟოაუ-ბელუ |
ცენტრის სიმაღლე | 9±1 მეტრი |
მოსახლეობა | 119 726 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ისტორია
რედაქტირებაქალაქი პორტუგალიელებმა დააარსეს 1900-იანი წლების დასაწყისში, ლოურენს-მარკიშის მახლობლად (ამჟამად მაპუტუ)[1]. ქალაქის თავდაპირველი სახელწოდება იყო ჟუან-ბელუ. ქალაქი ვითარდებოდა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ცენტრის სახით (ძირითადი პროდუქცია იყო აკაჟუ და ბრინჯი. ქალაქში განვითარებული იყო საბანკო საქმე და მედიცინა.
მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1975 წელს, ჟუან-ბელუს გადაერქვა შაი-შაი[2]. ქალაქი ძლიერ დაზიანდა 2000 წელს წყალდიდობისას, ზოგიერთი შენობა წყლის ქვეშ 3 მეტრ სიღრმეზე ჩაიძირა[3].
დემოგრაფია
რედაქტირებაქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით[4]:
1980 | 1997 | 2007 | 2010 |
---|---|---|---|
63 949 | 103 251 | 116 343 | 119 726 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Fitzpatrick, Mary (2007). Lonely Planet Mozambique. Lonely Planet, გვ. 82. ISBN 1740591887.
- ↑ Maps, Weather, and Airports for Xai-Xai, Mozambique. FallingRain Genomics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31.
- ↑ Gaza Province » Cities and towns » Xai-Xai. go2africa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2008-06-17.
- ↑ Xai-Xai. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2011-05-17.