შიმოიო
შიმოიო, ძველად ვილა-პერუ (პორტ. Chimoio) — ქალაქი მოზამბიკში. შედის მანიკის პროვინციაში. მოსახლეობა — 238 976 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები), ამ მონაცემით შიმოიო ქვეყანაში მე-5 ქალაქია სიდიდით.
ქალაქი | |
---|---|
შიმოიო Chimoio | |
ქვეყანა | მოზამბიკი |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პროვინცია | მანიკის პროვინცია |
კოორდინატები | 19°07′00″ ს. გ. 33°27′00″ ა. გ. / 19.11667° ს. გ. 33.45000° ა. გ. |
დაარსდა | 1969 |
ადრეული სახელები | ვილა-პერუ, მანდინგო |
ამჟამინდელი სტატუსი | 1969 |
ფართობი | 174 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 664±1 მეტრი |
მოსახლეობა | 238 976 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი შიმოიო მდებარეობს მოზამბიკის დასავლეთ ნაწილში, ეგრეთ წოდებულ ბეირას დერეგანში. მანიკის პროვინციის მთავარი ქალაქი. შიმოიო ძევს რკინიგზის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხაზზე, რომელიც აერთევს ბეირის ოკეანურ პორტს ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარესთან. ზიმბაბვეს საზღვართან მდებარეობს მოზამბიკის უმაღლესი მთა — ბინგა (2 436 მეტრი). ქალაქი შემოსაზღვრულია ტროპიკული ტყეებით, რომლებშიც ბინადრობენ მაიმუნების, ანტილოპებისა და სხვა გარეული ცხოველების სხვადასხვა სახეობები
ისტორია
რედაქტირებაძველად ქალაქი მდებარეობდა მონომოტაპას იმპერიის ტერიტორიაზე და ეწოდებოდა მანდინგო. 1916 წელს ქალაქს პორტუგალიელების მიერ დაერქვა ვილა-პერუ (მოზამბიკის მაშინდელი გუბერნატორის სახელის მიხედვით). ქალაქის სტატუსი მიიღო 1969 წელს. მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1975 წელს, ეწოდა შიმოიო.