ჰარარე (ინგლ. Harare) — ზიმბაბვეს დედაქალაქი. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის კულტურული და ინდუსტრიული ცენტრი.

დედაქალაქი
ჰარარე
ინგლ. Harare
დროშა გერბი

ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
პროვინცია ჰარარეს პროვინცია
კოორდინატები 17°51′50″ ს. გ. 31°01′47″ ა. გ. / 17.86389° ს. გ. 31.02972° ა. გ. / -17.86389; 31.02972
ქალაქის მერი ბერნარდ მანიენიენი
დაარსდა 1890
ადრეული სახელები სოლსბერი
ამჟამინდელი სტატუსი 1935
ფართობი 960600000 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 1490
მოსახლეობა 1 485 231 კაცი (2012)
აგლომერაცია 2 123 132
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 4
ოფიციალური საიტი hararecity.co.zw
ჰარარე — ზიმბაბვე
ჰარარე

2012 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 1 485 231 ადამიანს[1][2][3][4], გარეუბნებით — 2 123 132 ადამიანი (2012 წელი). 1982 წლამდე ერქვა სოლსბერი.

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომპანიის მიერ გაგზავნილმა რაზმმა ქალაქი დააარსა 1890 წლის 12 სექტემბერს, როგორც სამხედრო ბაზა და უწოდეს პორტ-სოლსბერი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ლორდ სოლსბერის პატივსაცემად. დასახლება ძირითადად ვითარდებოდა, როგორც სავაჭრო ცენტრი ბეირასკენ (პორტი მოზამბიკში) გზაზე. სოლსბერის ფორტი მუნიციპალიტეტად გამოცხადდა 1897 წელს, ხოლო ქალაქის სტატუსი მიიღო 1935 წელს.

სოლსბერი იყო როდეზიის და ნიასალენდის ფედერაციის დედაქალაქი 1953 წლიდან 1963 წლის ჩათვლით. 1965 წლის 11 ნოემბერს იან სმიტის მთავრობის მიერ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქი გახდა სამხრეთ როდეზიის დედაქალაქი. სამხრეთ როდეზიაში ომის შედეგად 1980 წლის 18 აპრილს თეთრკანიანი უმცირესობის რეჟიმი დაემხო და სოლსბერი, რომელსაც 1982 წელს დაერქვა ჰარარე, გახდა ზიმბაბვეს რესპუბლიკის დედაქალაქი.

ჰარარეს კლიმატი — სუბტროპიკული მაღალმთიანია, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1490 მეტრ სიმაღლეზე. ამინდს ჰარარეში გააჩნია სამი გამოკვეთილი ქვესეზონი: წვიმიანი სეზონი (ნოემბერი-აპრილი), გრილი, მშრალი სეზონი (მაისი-აგვისტო), როდესაც იშვიათად სუსხიც კი დგება და ცხელი, მშრალი სეზონი (სექტემბერი-ოქტომბერი). წლის საშუალო ტემპერატურაა +18 °C, ხოლო ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურაა (ივლისი) +14 °C. ყველაზე თბილი თვეა ნოემბერი, რომლის საშუალო ტემპერატურაა +22 °C.

ეკონომიკა

რედაქტირება

რობერტ მუგაბეს რეჟიმმა და 1990-იანი წლების ბოლოს არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია კატასტროფული შედეგები ქალაქის ეკონომიკაზე და ინფრასტრუქტურაზე. მაღალია უმუშევრობის და დამნაშავეობის დონე. ქალაქის ცენტრში რამდენიმე კვარტლის გარდა ნაგვის გატანა და ავტოგზების შეკეთება არ ხორციელდება, განადგურებულია წყლის და ელექტრომომარაგების ცენტრალიზებული სისტემები, არ მუშაობს კანალიზაცია. 2005 წელს მთავრობამ ჩაატარა თვითნაკეთი ბარაკების დანგრევისა და იქ მაცხოვრებელი ხალხის გასახლების ოპერაცია; ეს აქცია დაგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.

ჰარარე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული, როგორც ცხოვრებისათვის ყველაზე ცუდი დედაქალაქი მსოფლიოში (მათ შორის 2009 და 2011 წლებში ჟურნალ ეკონომისტის მიერ).

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება