სემ ნუიომა
სემ ნუიომა (ინგლ. Samuel Daniel Shafiishuna Nujoma, დ. 12 მაისი, 1929, ონგანჯერა, ომუსატის რეგიონი, ნამიბია) — ნამიბიის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი 1990-2005 წლებში. სვაპოს ხელმძღვანელი 1960-2007 წწ.
სემ ნუიომა | |
ნამიბიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მარტი, 1990 – 21 მარტი, 2005 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ჰიფიკეპუნიე პოჰამბა |
დაბადებული | 12 მაისი, 1929 ონგანჯერა, ომუსატის რეგიონი, ნამიბია |
პოლიტიკური პარტია | სვაპო |
რელიგია | ლუთერანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიეკუთვნება ოვამბოს ეთნიკურ ჯგუფს. 1954 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ვინდჰუკში. 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. 1958 წელს გამოვიდა ინიციატივით დაარსებულიყო ოვამბოლენდის სახალხო ორგანიზაცია. 1960 წელს გახდა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ხალხთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. პარტიისა, რომელიც იბრძოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისაგან ნამიბიის დამოუკიდებლობისათვის და ხელისუფლების შავკანიანი უმრავლესობისათვის გადასაცემად. 1961 წლიდან ემიგრაციაშია. 1971 წლიდან ნამიბიის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მეთაურია.
ნამიბიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ერთხმად აირჩიეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად, რომელსაც საპრეზიდენტო რეგალიები გადასცა გაეროს გენერალურმა მდივანმა ხავიერ პერეს დე კუელიარმა 1990 წლის 21 მარტს. პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა 3 ვადით. 2005 წლის 21 მარტიდან პრეზიდენტის, ხოლო 2007 წლიდან სვაპო-ს ლიდერის თანამდებობები დაუთმო ჰიფიკეპუნიე პოჰამბას.
მისი შვილი უტონი ნუიომა 2010 წლის მარტში გახდა ნამიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სემ ნუიომას ბიოგრაფია დაარქივებული 2011-12-04 საიტზე Wayback Machine.
- Nujoma's interview to German magazine Die Welt (in German)
- Nujoma: Where Others Wavered (2006) imdb დაარქივებული 2007-03-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: |
ნამიბიის პრეზიდენტი 1990 – 2005 |
შემდეგი: ჰიფიკეპუნიე პოჰამბა |