ჰიფიკეპუნიე პოჰამბა
ჰიფიკეპუნიე ლუკას პოჰამბა (ინგლ. Hifikepunye Lucas Pohamba, დ. 18 აგვისტო 1935) — ნამიბიის სახელმწიფო მოღვაწე, ნამიბიის პრეზიდენტი 2005 წლის 21 მარტიდან.
ჰიფიკეპუნიე პოჰამბა | |
ნამიბიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მარტი, 2005 – 21 მარტი, 2015 | |
წინამორბედი | სემ ნუიომა |
მემკვიდრე | ჰაგე გეინგობი |
დაბადებული | 18 აგვისტო 1935 |
მეუღლე | პენეჰუპიფო პოჰამბა |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება მიიღო ანგლიკანურ სკოლაში. 25 წლისა იყო, როდესაც სემ ნუიომასთან ერთად 1960 წელს დააარსა სვაპო და აქტიურად იბრძოდა ნამიბიის დამოუკიდებლობისათვის. პოლიტიკური აქტივობის გამო რამდენიმეჯერ დააპატიმრეს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. ცხოვრობდა ემიგრაციაში ლუსაკაში, სადაც 1964 წელს გახსნა სვაპოს ოფისი. პოლიტიკური განათლება მიიღო სსრკ-ში. 1989 წელს აირჩიეს კონსტიტუციურ ასამბლეაში, ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ეროვნული ასამბლეის დეპუტატი და შევიდა სემ ნუიომას მთავრობაში:
- 1990-1995 წწ. შინაგან საქმეთა მინისტრი.
- 1995-1997 წწ. მეთევზეობისა და საზღვაო რესურსების მინისტრი.
- 1997-2000 წწ. უპორტფელო მინისტრი.
- 2001-2004 წწ. მიწათმოქმედების მინისტრი.
2004 წლის მაისში პოჰამბა სვაპომ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად. ამავე წელს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში 76,44 %-ით და შეცვალა სემ ნუიომა. 2007 წელს, სვაპო-ს კონგრესზე პოჰამბა კვლავ იქნა დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატად 2009 წლისათვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰიფიკეპუნიე პოჰამბას ბიოგრაფია დაარქივებული 2012-06-22 საიტზე Wayback Machine.
- ჰიფიკეპუნიე პოჰამბას ბიოგრაფია
წინამორბედი: სემ ნუიომა |
ნამიბიის პრეზიდენტი 2005 – დღემდე |
შემდეგი: |