ვინდჰუკი (ინგლ. Windhoek, აფრ. Windhoek, გერმ. Windhuk) — ნამიბიის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. 2011 წლის აღწერით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 325 858 ადამიანს.[1] იგი ქვეყნის მნიშვნელოვანი სოციალური, სამრეწველო და კულტურული ცენტრია. ნამიბიის ყველა სახელმწიფო ორგანოს, ეროვნული, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულების შტაბ-ბინა აქ მდებარეობს.

დედაქალაქი
ვინდჰუკი
ინგლ. Windhoek
აფრ. Windhoek
გერმ. Windhuk
გერბი

ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
რეგიონი კჰომასის რეგიონი
კოორდინატები 22°34′12″ ს. გ. 17°05′01″ ა. გ. / 22.57000° ს. გ. 17.08361° ა. გ. / -22.57000; 17.08361
ქალაქის მერი Sade Gawanas
დაარსდა 1890
ფართობი 645 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1628
მოსახლეობა 325 858 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 505,21 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 61
ოფიციალური საიტი windhoekcc.org.na
ვინდჰუკი — ნამიბია
ვინდჰუკი

დასახლება ქალაქ ვინდჰუკის ადგილზე გაჩნდა 1800 წელს, რომლის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ ჰერეროს ტომის ადამიანები. შემდგომში მომავალ ქალაქს მართავდა ჰოტენტოტურ ენებზე მოლაპარაკე ნამას ხალხის ტომის ბელადი, რომელმაც ბრძოლაში გაანადგურა ჰერეროს ტომი XIX საუკუნეში. თუმცა ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად მიიჩნევა 1890 წელი, როდესაც გერმანიამ მთელი რეგიონის ოკუპაცია განახორციელა 1885 წელს და იგი გამოაცხადა სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ადმინისტრაციულ ცენტრად. ქალაქის დასახელება ითარგმნება, როგორც „ქარიანი ადგილი“. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ვინდჰუკი დაიპყრო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო ნაწილებმა. ქალაქი, ისევე როგორც მთელი ნამიბია, ერთა ლიგის მიერ გამოცხადდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამეურვეო ტერიტორიად. 1959 წლის 10 დეკემბერს გაიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების საწინააღმდეგო პირველი დემონსტრაცია. 1990 წელს ნამიბიის დამოუკიდებლობის მიღებამდე ვინდჰუკი იყო სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის რეგიონის, რომელსაც მართავდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება, დედაქალაქი.

ქალაქის სახელწოდება

რედაქტირება

სიტყვა „Windhoek“ წარმოიშვა აფრიკაანსის ენიდან და ნიშნავს „ქარიან ადგილს“ (გერმ. Windecke). ეს დასახელება პირველად, მრავალი გადარქმევის შემდეგ, გამოყენებული იქნა ნამას ხალხის მეექვსე ბელადისადმი მიწერილ იონკერ აფრიკანერის წერილში.

ადრე, ამ ტომის ენაზე, ვინდჰუკს ერქვა ǀAi-ǁGams („ცხელი წყარო“). ქალაქს ეს სახელი იმის გამო დაერქვა, რომ მის სიახლოვეს მდებარეობდა გეოთერმალური წყარო. ამ მიზეზის გამო ჰერეროს ენაზე მას დაარქვეს Otjomuise („ორთქლის ადგილი“).[2]

კოლონიალური დრო

რედაქტირება

კოლონიალურ დროს ნამიბიის თანამედროვე დედაქალაქის სახელწოდება შეიცვალა სამჯერ. თავიდან ჯეიმზ ედვარდ ალექსანდერმა მას დაარქვა „Queen Adelaide’s Bath“ („დედოფალ ადელაიდას ყურე“), მოგვიანებით კარლ უგო ჰაანმა ქალაქს დაარქვა Barmen („ბარმენი“), შემდეგ იოზეფ ტინდალმა მას უწოდა Concordiaville („კონკორდიავილი“).[3]

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს კჰომასის რეგიონის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1628 მეტრ სიმაღლეზე.

ქალაქის ტერიტორიის გაფართოებას, ფინანსურ შეზღუდვებთან ერთად, აქვს გეოგრაფიული შეზღუდვები. ვინდჰუკი სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი მიმართულებით შემოფარგლულია კლდოვანი, მთიანი რაიონებით, რომლებიც ახალი მიწების ათვისებას ართულებენ. სამხრეთი მხარე მოუხერხებელია სამრეწველო განვითარებისათვის მიწისქვეშა წყლიანი ჰორიზონტების არსებობის გამო. მხოლოდ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ბრაკვოტარის რაიონის ტერიტორიაა ვინდჰუკის გაფართოების ერთადერთი შესაძლო ადგილი.[4]

ქალაქი მდებარეობს ნახევრადუდაბნოს კლიმატურ რეგიონში. ზაფხულის თვეებში დღისით მშრალი სიცხეებია, ღამით კი გრილა. დღის მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში — 31 °C-ია. ზამთარში (ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეები) როგორც წესი მოდის მცირე რაოდენობის წვიმა. მინიმალური ტემპერატურა მერყეობს 5 °C-დან 18 °C-მდე. ღამეები გრილია, მაგრამ ტემპერატურა იშვიათად ეცემა ნულს ქვემოთ და თითქმის არასოდეს არ მოდის თოვლი. დღის მაქსიმალური ტემპერატურაა — დაახლოებით 20 °C.

წლის საშუალო ტემპერატურა — 19,47 °C, შედარებით მაღალია ქალაქისთვის, რომელიც მდებარეობს ტროპიკული ზონის საზღვრის ასეთ სიმაღლეზე. ეს განპირობებულია თბილი ჩრდილოეთის ჰაერის ნაკადის დომინირებით და მთებით, რომლებიც ქალაქის სამხრეთით მდებარეობენ და საიმედოდ იცავენ ვინდჰუკს სამხრეთის ცივი ქარებისაგან.

ნალექების წლის საშუალო რაოდენობა — დაახლოებით 330 მმ, საშუალებას არ იძლევა ქალაქში ბაღებისა და მწვანე ნარგავების განვითარებისათვის ინტენსიური ხელოვნური მორწყვის გარეშე. ქალაქის რაიონში ჭარბობს სტეპების მცენარეულობა მრავალრიცხოვანი ბუჩქებით. ხშირად ხდება გვალვები.

ეკონომიკა

რედაქტირება

ვინდჰუკი — ქვეყნის მსხვილი სამრეწველო და კულტურული ცენტრია, სატრანსპორტო კვანძია, რომელიც მდებარეობს რკინიგზის და საავტომობილო გზების გადაკვეთაზე და ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი „ჰოსია კუტაკო“.

ქალაქში თავმოყრილია კვების, სამკერვალო, ხისდამმუშავებელი, ავეჯის დამამზადებელი, მანქანათმშენებლობის საწარმოები. ვინდჰუკი — კარაკულის ტყავით ვაჭრობის მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ცენტრია.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

გერმანული მმართველობის პერიოდიდან შენარჩუნებულია ლუთერანული ვინდჰუკის ქრისტეს ეკლესია და გერმანული ფორტი, ხოლო მთების მწვერვალებზე, რომლებიც გარს არტყავენ ვინდჰუკს — სამი ნეოგოთიკური სტილის XIX საუკუნის ბოლოს-XX საუკუნის დასაწყისის ციხე-სიმაგრე. უფრო თანამედროვე ნაგებობებიდან აღსანიშნავია ეროვნული მუზეუმი, ხელოვნების ეროვნული გალერეა, ბიბლიოთეკა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ზოოპარკი, ქვეყანაში ერთადერთი ბოტანიკური ბაღი. XXI საუკუნის დასაწყისში ნამიბიის დედაქალაქში გაიხსნა პირველი ეროვნული უნივერსიტეტი.

ქალაქში არსებობს 2005 წელს აშენებული საფეხბურთო სტადიონი.[5] მას ჰქვია სემ ნუიომას სახელობის სტადიონი, რომლის ტევადობაა — 10 300 ადგილი. ის მდებარეობს კატუტურას გარეუბანში. მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა 64 მილიონი აშშ დოლარი (დაახლოებით € 5,5 მილიონი). 2008 წლიდან სტადიონი, რომელიც დღეისათვის ქვეყანაში ყველაზე თანამედროვეა, ასევე აღიჭურვა ხელოვნური საფარით. 2009 წლის 8 ივნისს სტადიონი ხელახლა გაიხსნა რემონტის შემდეგ.[6]

ქალაქში რამდენიმე სპორტული კლუბია.

ნამიბიის ნაკრები კრიკეტში თავისი საშინაო თამაშების უმრავლესობას ატარებს Wanderers Cricket Ground-ის სტადიონზე,[7] ასევე ზოგიერთ სხვა სტადიონებზე.[8][9]

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Citypopulation
  2. Menges, Werner (12 მაისი, 2005 წელი). „Windhoek?! Rather make that Otjomuise“. The Namibian. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Dierks, Klaus. The History of ǁKhauxaǃnas. Introduction.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-16. ციტირების თარიღი: 9 July 2010.
  4. New Era, 10 Feb 2010: Windhoek’s battle for land, by Desie Heita
  5. Namibia დაარქივებული 2018-07-03 საიტზე Wayback Machine. WorldStadiums.com
  6. AZ-Artikel zur Stadionsanierung. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
  7. Wanderers Cricket Ground, Windhoek, CricketArchive, http://www.cricketarchive.com/Archive/Grounds/19/1344.html Retrieved 26 September 2011.
  8. United Ground, Windhoek, CricketArchive, http://www.cricketarchive.com/Archive/Grounds/19/1343.html Retrieved 26 September 2011.
  9. Trans Namib Ground, Windhoek, CricketArchive, http://www.cricketarchive.com/Archive/Grounds/19/1341.html Retrieved 26 September 2011.