კჰომასის რეგიონი
კჰომასის რეგიონი (ინგლ. Khomas Region, ჰოტენტოტურ ენებზე — ბორცვებიანი ქვეყანა) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის შუაგულ ცენტრში და მოიცავს ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკს. ფართობი შეადგენს 37 007 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 342 141 ადამიანი[1], რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 16 %-ს. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ვინდჰუკი.
რეგიონი | |
---|---|
კჰომასის რეგიონი ინგლ. Khomas Region | |
ქვეყანა | ნამიბია |
ადმ. ცენტრი | ვინდჰუკი |
შიდა დაყოფა | John Pandeni Constituency, Katutura Central Constituency, Katutura East Constituency, Khomasdal North Constituency, Moses ǁGaroëb Constituency, Samora Machel Constituency, Tobias Hainyeko Constituency, Windhoek West Constituency, Windhoek East Constituency და Windhoek Rural Constituency |
კოორდინატები | 22°48′00″ ს. გ. 17°00′00″ ა. გ. / 22.80000° ს. გ. 17.00000° ა. გ. |
მმართველი | Laura McLeod-Katjirua |
ფართობი | 37 007 კმ² |
მოსახლეობა | 342 141 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 9,25 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | http://www.khomasrc.gov.na/ |
კჰომასის რეგიონი დედაქალაქ ვინდჰუკთან ერთად — ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სატრანსპორტო ცენტრია.
გეოგრაფია
რედაქტირებაგეოგრაფიული თვალსაზრისით, კჰომასის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს კჰომასის პლატოს, რომლის სიახლოვესაც, ვინდჰუკიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდებარეობს აუის და ეროსის მთების ქედები. დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს დაან-ვილჯუნის ნაკრძალი, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ვინდჰუკის მაცხოვრებლები და ტურისტები.
მოსახლეობა
რედაქტირებაკჰომასის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული რეგიონია ნამიბიაში.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით კჰომასის რეგიონი იყოფა 10 ოლქად[2]:
- John Pandeni
- Katutura Central
- Katutura East
- Khomasdal North
- Moses ǁ Garoëb
- Samora Machel
- Tobias Hainyeko
- Windhoek West
- Windhoek East
- Windhoek Rural
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
- ↑ Khomas constituencies დაარქივებული 2009-08-28 საიტზე Wayback Machine. at the Electoral Commission of Namibia