მოზამბიკი — მრავალენოვანი ქვეყანა, დასახლებულია ბანტუს ენებზე მოლაპარაკე ხალხებით, თუმცა ოფიციალური სტატუსი აქვს პორტუგალიურ ენას. სტატისტიკის თანახმად, პორტუგალიურ ენაზე თავისუფლად საუბრობს მოზამბიკის მოსახლეობის 40 % და ქალაქში მაცხოვრებლების 70 %.

მოზამბიკში მცხოვრები არაბები, ჩინელები და ინდოელები ძირითადად პორტუგალიურად საუბრობენ. პორტუგალიურ ენაზე ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მოზამბიკში გადაიცემა პორტუგალიური და ბრაზილიური სატელევიზიო არხები. პორტუგალიური ენის ცოდნა ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება.

მოზამბიკის ძირითადი ენები (1998)
ენა რაოდენობა პროცენტი
მაკუა 4 007 010 24,8
სენა 1 807 319 11,2
ცონგა 1 799 614 11,2
ლომვე 1 269 527 7,9
შონა 1 070 471 6,6
ცვა 763 029 4,7
რონგა 626 174 3,9
პორტუგალიური 489 915 3
ნიუნგვე 446 567 2,8
ჩოპი 406 521 2,5
იაო 374 426 2,3
მაკონდე 371 111 2,3
ეკოტი 102 393 0,6
კიმვანი 29 980 0,2
სუაჰილი 21 070 0,1
სვატი 7742 0,05
ზულუ 3529 0,02

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება