მოზამბიკის შეიარაღებული ძალები
მოზამბიკის შეიარაღებული ძალები | |||
---|---|---|---|
მოზამბიკის შეიარაღებული ძალები Forças Armadas de Defesa de Moçambique | |||
დაარსების თარიღი | 1994 წლის აგვისტოს შუა რიცხვები | ||
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია | არმია სამხედრო-საზღვაო ძალები სამხედრო-საჰაერო ძალები მილიცია | ||
შტაბი | თავდაცვის სამინისტრო, Avenida Martires de Mueda, მაპუტუ | ||
შემადგენლობა | |||
სამხედრო ასაკი | 18- | ||
რაოდენობა | სამხედრო სამსახურში - 11 200 | ||
ხელმძღვანელობა | |||
მთავარსარდალი | ფილიპე ნიუსი (მოზამბიკის პრეზიდენტი) | ||
მინისტრი | ატანასიო მ’ტუმუკე | ||
მინისტრის წოდება | მოზამბიკის თავდაცვის მინისტრი | ||
თავდაცვის ძალების მეთაური | გენერალი გრაკა ჩონგო | ||
დანახარჯები | |||
ბიუჯეტი | $117 მილიონი | ||
მშპ-ის პროცენტი | 2.5 % (FY00/07) |
მოზამბიკის შეიარაღებული ძალები (პორტუგალიურად: Forças Armadas de Defesa de Moçambique) — მოზამბიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომელიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს მოზამბიკის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, ტერიტორიული წყლები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია არმია, სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები და მილიცია.
ისტორია
რედაქტირებამოზამბიკის შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა 1994 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც დასრულდა 1992 წლის მოზამბიკის სამოქალაქო ომი. ახალი შეიარაღებული ძალები Comissão Conjunta para a Formação das Forças Armadas de Defesa e Segurança de Moçambique (CCFADM)-ის კომისიის მეშვეობით შეიქმნა და მასში შევიდა „მოზამბიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” (მეგმ) ჯარისკაცების უმრავლესობა, რომლებიც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, აგრეთვე „ამბოხებულთა არმიის” ის ჯარისკაცები, რომელთაც სურდათ ჯარში სამსახური. გენერალ-ლეიტენანტი ლაგოს ლიდიმო „განმათავისუფლებელი მოძრაობიდან” თავდაცვის ძალების მეთაურად იქნა არჩეული, ხოლო მაიორი მათეუს ნგონჰამო „ამბოხებულთა არმიიდან” დასახელდა თავდაცვის ძალების ვიცე-მეთაურად. ხოლო მგმ-ის ყოფილი მეთური, ანტონიო ჰამა პენსიაზე გავიდა.
მიმოხილვა
რედაქტირებასახელი | მდებარეობა |
---|---|
მოზამბიკის შეიარაღებული ძალები | |
გაწვევის ასაკი და შემადგენლობის დაკომპლექტება: | მოზამბიკის შეარაღებული ძალების შემადგენლობის დაკომპლექტებას ქვეყნის მთავარი კანონი არეგულირებს. სამხედრო სამსახური აუცილებელია ქვეყნის ყველა მამაკაცისა და ქალისათვის, 18 წლის ასაკიდან 35 წლის ასაკამდე; სავალდებულო სამხედრო სამსახური 2 წელს მოიცავს. |
სამხედრო ხარჯი — პროცენტი მშპ-დან: | $117 მილიონი
2,5 % (2008 წლის მონაცემები)[1] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აშშ-ის საზღვაო ძალების კორპუსი, Brotherhood of Arms დაარქივებული 2012-10-03 საიტზე Wayback Machine. - ერთი, მოზამბიკელი ოფიცრის კარიერა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mozambique. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-22. ციტირების თარიღი: 2013-03-07.