მაპუტუ
მაპუტუ (პორტ. Maputo), დამოუკიდებლობამდე ცნობილი, როგორც ლორენსუ-მარკიში (პორტ. Lourenço Marques) — მოზამბიკის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ხშირად მას „აკაციების ქალაქსაც“ უწოდებენ, იმ ფაქტის გამო, რომ ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლზე აკაციის ხეებია. დღეისათვის, მაპუტუ ინდოეთის ოკეანის საპორტო ქალაქია და სწორედ ნავსადგურზეა დამოკიდებული მისი ეკონომიკა. აქ იწარმოება ცემენტი, კერამიკა, ავეჯი, ფეხსაცმელი, რეზინი. 2007 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 1 766 184 ადამიანს შეადგენდა.[3] ქალაქი გარშემორტყმულია მაპუტუს პროვინციით და დაყოფილია 7 მუნიციპალიტეტად.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მაპუტუ პორტ. Maputo | |||
| |||
ქვეყანა | მოზამბიკი | ||
კოორდინატები | 25°58′00″ ს. გ. 32°35′00″ ა. გ. / 25.96667° ს. გ. 32.58333° ა. გ. | ||
დაარსდა | 1782 | ||
ადრეული სახელები | ლორენსუ-მარკიში 1975 წლამდე | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1887 | ||
ფართობი | 346 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 47 მ | ||
მოსახლეობა | 1 766 184 კაცი (2007) | ||
სიმჭიდროვე | 5104,58 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | (+258) 21 | ||
საფოსტო ინდექსი | 0101-01[1] , 0101-02[1] , 0101-03[1] , 0101-04[2] , 0101-05[2] , 0101-06[2] , 0101-07[2] , 0101-08[2] , 0101-09[2] , 0101-10[2] , 0101-11[2] , 0102-01[2] , 0102-02[2] , 0102-03[2] , 0102-04[2] , 0102-05[2] , 0102-06[2] , 0102-07[2] , 0102-08[2] , 0102-09[2] , 0102-10[2] , 0102-11[2] , 0103-01[2] , 0103-02[2] , 0103-03[2] , 0103-04[2] , 0103-05[2] , 0103-06[2] , 0103-07[2] , 0103-08[2] , 0104-01[2] , 0104-02[2] , 0104-03[2] , 0104-04[2] , 0104-05[2] , 0104-06[2] , 0104-07[2] , 0104-08[2] , 0104-09[2] , 0104-10[2] , 0104-11[2] , 0105-01[2] , 0105-02[2] , 0105-03[2] , 0105-04[2] , 0105-05[2] , 0105-06[2] , 0105-07[2] , 0105-08[2] , 0105-09[2] , 0105-10[2] , 0105-11[2] , 0105-12[2] , 0105-13[2] , 0105-14[2] , 0106-01[2] , 0106-02[2] , 0106-03[2] , 0106-04[2] , 0106-05[2] , 0107-01[2] , 0107-02[2] და 0107-03[2] | ||
ოფიციალური საიტი | cmmaputo.gov.mz | ||
კოდი ISO 3166-2 | MZ-MPM | ||
მაპუტუს მოსახლეობის დაახლოებით 80 % რთულ პირობებში, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქალაქის ბიუჯეტს თანხები არ ჰყოფნის.[4] მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მაპუტუს წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9 % შეადგინა, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები.[4]
ისტორია
რედაქტირებაპორტუგალიელთა მმართველობა
რედაქტირებაესპირიტუ სანტუს ესტუარის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლორენსუ-მარკიშს სახელი დაერქვა პორტუგალიელი ზღვაოსნის პატივსაცემად, რომელიც 1544 წელს მოზამბიკის პორტუგალიელი გუბერნატორის მიერ კომპანიონ ანტონიუ კალდიერუსთან ერთად გაიგზავნა სანაპიროს გამოსაკვლევად. მათ გამოიკვლიეს მაპუტუს ყურეში ჩამდინარე მდინარეების ქვედა ხეობები, მათ შორის ესპირიტუ სანტუსიც. პორტუგალიელების მიერ მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროზე აშენებულმა ფორტებისა და სავაჭრო შენობების ჯგუფმა მიიღო სახელად ლორენსუ-მარკიში.
ქალაქის დაარსების თარიღი დაახლოებით 1850 წელია, ვინაიდან პირველი შენობები აბორიგენებმა დაანგრიეს. ქალაქი ვითარდებოდა პორტუგალიური ციხე-სიმაგრის ირგვლივ, რომლის მშენებლობა 1787 წლისთვის დასრულდა. 1871 წელს ქალაქს აღწერდნენ, როგორც საკმაოდ ღარიბ ადგილს, ვიწრო ქუჩებით, საკმაოდ კარგი ბრტყელსახურავიანი შენობებითა და მოძველებული ფორტით. ტრანსვაალის რესპუბლიკის მზარდმა განვითარებამ პორტუგალიელთა ყურადღება ამ პორტისკენ მიიპყრო. 1876 წელს პორტუგალიის ხელისუფლებამ ქალაქში გაგზავნა კომისია მის ირგვლივ ჭაობიანი ადგილების დასაშრობად, შემდგომში კი მცენარეების დასარგავად, რომლისგანაც კაუჩუკს იღებდნენე, ასევე ტაძრისა და ჰოსპიტალის ასაშენებლად. 1887 წლიდან ლორენსუ-მარკიში გახდა პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკის დედაქალაქი, რამაც შეცვალა მოზამბიკის კუნძულ-ქალაქი. პრეტორიისკენ რკინიგზის მშენებლობამ ხელი შეუწყო ქალაქში მოსახლეობის ზრდას.
1900-იანი წლების დასაწყისში საწყობებითა და ამწეებით უზრუნველყოფილი პორტი გამართულად ფუნქციონირებდა. პორტი თავისუფლად ემსახურებოდა გემებს და გადმოთვირთულ ტვირთს ვაგონებში ალაგებდა, ლორენსუ-მარკიშმა პორტუგალიელების მმართველობის პერიოდში მიაღწია კოსმოპოლიტიკური ქალაქის სტატუსს. პორტი ემსახურებოდა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და პორტუგალიის გემებს, ტვირთების დიდი ნაწილი მოდიოდა საუთჰემპტონიდან, ლისაბონიდან და ჰამბურგიდან. 1940-იან წლებში ეკონომიკის ზრდის შემდეგ პორტუგალიის ადმინისტრაციამ ქალაქში დააარსა დაწყებითი და საშუალო სკოლები, ასევე პროფესიული სწავლები. 1962 წელს გაიხსნა აღმოსავლეთ აფრიკაში პირველი ედუარდუ მონდლანეს სახელობის უნივერსიტეტი. პორტუგალიურმა, ჩინურმა და არაბულმა დიასპორებმა, მაგრამ არა დაბალკვალიფიცირებულმა აფრიკულმა უმრავლესობამ, ქალაქში დაიწყო წარმოების და მომსახურების სფეროს განვითარება. 1975 წელს მოზამბიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ბოლო მომენტამდე ათასობით ტურისტი სამხრეთ როდეზიიდან და სამხრეთ აფრიკის კავშირიდან სტუმრობდნენ ქალაქს, რომელიც მათ იზიდავდა პლაჟებით, მაღალი დონის სასტუმროებით, რესტორნებით, კაზინოებითა და საროსკიპოებით[5][6].
ტანზანიაში 1962 წელს მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტი (ფრელიმო) შეიქმნა. ედუარდუ მონდლანეს ხელმძღვანელობით ფრელიმო იბრძოდა პორტუგალიური ბატონობისგან გასათავისუფლებლად. ომი მოზამბიკის დამოუკიდებლობისთვის გაგრძელდა 10 წელი და მხოლოდ 1974 წელს დამთავრდა, როდესაც პორტუგალიაში მიხაკების რევოლუციის დროს ჩამოაგდეს ესტადო-ნოვოს ავტორიტარული რეჟიმი. პორტუგალიის ახალმა მთავრობამ ყველა თავის კოლონიას დამოუკიდებლობა მიანიჭა.
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ
რედაქტირებამოზამბიკის სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა 1975 წლის 25 ივნისს ლუსაკის შეთანხმების თანახმად. აღლუმმა და გრანდიოზულმა აღნიშვნამ დაასრულა დამოუკიდებლობის დღესასწაული დედაქალაქში, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მალე სახელად უნდა დარქმეოდა პუმო (ბელადის სახელი, რომელიც ამ მიწებს ფლობდა ქალაქის დაარსებამდე).[7] ამის მიუხედავად, დედაქალაქს მართლაც მალე გადაარქვეს სახელი (1976 წლის თებერვალში), მაგრამ დაარქვეს მაპუტუ (ტოპონიმის საწყისია მდინარე მაპუტუს დასახელება, რომელიც იქვე მოედინება). ქალაქში გამოჩენილი პორტუგალიელების ძეგლები დაანგრიეს, საბჭოთა იარაღით შეიარაღებულმა შავკანიანმა ჯარისკაცებმა დაიკავეს პორტუგალიის შეიარაღებული ძალების ადგილი, ქუჩების დიდ ნაწილს, რომელთაც პორტუგალიელებისადმი პატივსაცემად ან პორტუგალიის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად ჰქონდათ სახელი დარქმეული, დაერქვათ ახალი სახელები. მიხაკების რევოლუციის შემდეგ ეთნიკური პორტუგალიელების დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა, რის შედეგადაც მოზამბიკი დარჩა მცოდნე მმართველი კადრების გარეშე. ქვეყნიდან მცოდნე პორტუგალიური პერსონალის მასიური გაქცევის შემდეგ ვეღარავინ შეძლო განვითარებული ინფრასტრუქტურის მართვა[8]. ქვეყნის ახალმა ავტორიტარულმა მარქსისტულმა ხელმძღვანელობამ თავისი გეგმიური ეკონომიკის მართვითი სისტემით დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან მოზამბიკი მიიყვანა ღრმა რეცესიაში. ახალმა მმართველმა პარტია ფრელიმომ მიმართა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკონომიკური დახმარებისათვის. 1980-იანი წლების დასაწყისში მოზამბიკი გახდა ბანკროტი. დამოუკიდებლობის მიღებიდან სულ მალე ქვეყანა მოიცვა სამოქალაქო ომმა ფრელიმოსა და მის ოპოზიცია - რენამოს შორის, რომელიც მიმდინარეობდა 1976 წლიდან 1992 წლის ჩათვლით. სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა დაიწყო 1990-იან წლებში, მაგრამ ქალაქმა, რომელიც მოზამბიკში რჩებოდა ყველაზე დიდი და განვითარებული, მაინც ვერ აღიდგინა ადრინდელი პოზიციები. მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვე, უმუშევრობა, სიღარიბე და კრიმინალი ძირითადი პრობლემებია დღევანდელ მაპუტუში.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მაპუტუ მდებარეობს მაპუტუს ყურის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარე ტემბის ხეობაში. მდინარე მაპუტუ ჩაედინება მაპუტუს ყურის სამხრეთ ნაწილში.
კლიმატი
რედაქტირებაქალაქი მაპუტუ მდებარეობს სავანის ტროპიკული სარტყლებისა და ნოტიო სუბტროპიკული სარტყლების ზონების საზღვარზე. კლიმატი საკმაოდ მშრალია. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 761 მმ-ს. წვიმების სეზონი მოკლევადიანია, გრძელდება იანვრიდან მარტის ჩათვლით. მაპუტუს ისტორიაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც ოდესმე დაფიქსირებულა +7 °C-ს შეადგენდა. ჩვეულებრივ ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში +30 °C-ის ფარგლებში მერყეობს, დეკემბრისა და თებერვლის თვეები ცოტათი უფრო ცხელია.
ინფრასტრუქტურა
რედაქტირებამაპუტუში მდებარეობს მოზამბიკის უძველესი უნივერსიტეტი, ედუარდუ მონდლანეს სახელობის უნივერსიტეტი, ასევე პედაგოგიური უნივერსიტეტი. ქალაქში მდებარეობს მოზამბიკის ისტორიის მუზეუმი, ბუნების მეცნიერების მუზეუმი, სამხედრო მუზეუმი და მარიამ ღვთისმშობლის ფატიმური მოვლენების კათოლიკური ტაძარი.
მაპუტუს დაგეგმარება წარმოადგენს 1970-იანი წლების ქალაქის განაშენიანების ტიპურ მაგალითს: მართკუთხა კვარტლები და ფართე ქუჩები. მიუხედავად სამოქალაქო ომის ხანგრძლივი პერიოდისა, ქალაქი პრაქტიკულად არ დაზარალებულა. ახალ მშენებლობებს აფერხებს თანხების არ ქონა.
თანამედროვე შენობები შენდება საშუალო კლასიდან ბიუჯეტში ახლად შემოსული თანხებით, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი შენობები ხშირად არ რემონტდება. მაპუტუს პლაჟი დაჭუჭყიანებულია პორტის ნარჩენებით, ამიტომაც ამ სანაპირო ზოლს ადგილობრივები დასასვენებლად არ იყენებენ.
ტრანსპორტი
რედაქტირებამაპუტუს საერთაშორისო აეროპორტი მოზამბიკის მთავარი საერთაშორისო აეროპორტია. ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად წარმოდგენილია ჩაპასის მიკროავტობუსებით, რომელსაც გადაჰყავს მოქალაქეების დიდი ნაწილი. ასევე არსებობს სახელმწიფო საავტობუსო კომპანია, რომლის მაარაკი დღესდღეობით შეადგენს დაახლოებით 35 ავტობუსს. მიკროავტობუსები ძირითადად იმპორტირდება იაპონიიდან (Toyota Hiace).
აეროპორტი
რედაქტირებამაპუტუს საერთაშორისო აეროპორტი არის მოზამბიკის მთავარი აეროპორტი. ახალი ტერმინალი გაიხსნა 2010 წელს, რომელსაც შეუძლია წელიწადში 900 000 მგზავრს მოემსახუროს. დაიწყო მუშაობა ახალი შიდა ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, რისი საშუალებითაც უფრო მეტ მგზავრს მოემსახურება აეროპორტი. სამშენებლო სამუშაოები მოითხოვს არსებული შენობის დანგრევას.
ავტობუსები
რედაქტირებაქალაქის სატრანსპორტო საჭიროებებს ძირითადად უძრუნველყოფენ მიკროავტობუსები, სახელწოდებით „chapas“, რომლებითაც, სავარაუდოდ, ქალაქის უმეტესი ნაწილი სარგებლობს. მაპუტუში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კრიზისის მოსაგვარებლად, სახელმწიფო კომპანია „Transporte de Moçambique“ (TPM) ახლახან შეიძინა 270-ზე მეტი ავტობუსი. ქალაქში არის სამი ძირითადი ავტობუსის ტერმინალი.
პორტები
რედაქტირებამაპუტოს მთავარმა პორტმა 1971 წელს 17 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა. დღეს მას მართავს „მაპუტო პორტის განვითარების კომპანია“ (MPDC). მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პორტი ამავე ფირმამ მართოს 2030 წლამდე, რათა განახლდეს მისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ნადგურდებოდა წლების განმავლობაში სტაგნაციის შემდეგ. 2010 წელს, არხში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პორტს შეუძლია უფრო მეტი ტვირთი გადაზიდოს და მეტ გემს მოემსახუროს. ამასთან, პორტში გარკვეული ინვესტიციები იდება.
დაგეგმილია ახალი ტერმინალის მშენებლობა. ქვანახშირის ექსპორტთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება 10 მილიონი ტონის გადაზიდვა წელიწადში. ნავარაუდებია, რომ 2020 წლისთვის პორტი დაახლოებით 160 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2030 წლისთვის პორტს შეეძლება დღეში 25 მატარებლისა და 1 500 სატვირთო მანქანის მომარაგება, წელიწადში სულ 50 მილიონი ტონა ტვირთით. მთლიანი ინვესტიცია კი 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
კულტურა
რედაქტირებამაპუტუ მდებარეობს სხვადასხვა კულტურების კვეთაზე. ქალაქი არის ბანტუს კულტურის გავრცელების ზონაში პორტუგალიური კულტურის ძლიერი გავლენით. ამას გარდა ქალაქში შერწყმულია ინდური და ჩინური კულტურის გარკვეული ელემენტები. ადგილობრივი სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია, განსაკუთრებით გამოსარჩევია არაბული და პორტუგალიური სამზარეულოები, ხშირად გვხვდება აგრეთვე ზღვის პროდუქტები.
მაპუტუს მთავარი კულტურული და მხატვრული ცენტრია „ხელოვნების ცენტრის ასოციაცია“. ესაა ქვეყნის უძველესი კულტურული ორგანიზაცია. იგი მდებარეობს მაპუტუს ცენტრის უძველეს ვილაში. დაახლოებით ასობით მხატვარი და სკულპტორი ამ ცენტრის წევრია, სადაც რეგულარულად ფენენ მათ ნამუშევრებს. „Núcleo“ ცნობილი გახდა საბრძოლო იარაღის ხელოვნების საგნებში გადაქცევის პროექტის გამო. ის დიდ როლს თამაშობდა მოზამბიკის ომისშემდგომი აღდგენის საქმეში.
2006 წლიდან მაპუტუში ტარდება დოკუმენტალური კინოს საერთაშორისო ფესტივალი „დოკანემა“ (DOCKANEMA).
ქალაქის ცენტრში მდებარეობს ტუნდურუს პარკი, რომელიც 1885 წელს დააპროექტა ბრიტანელმა ლანდშაფტის დიზაინერმა ტომას ჰონიმ.
ქალაქი ასევე მაპუტუს კათოლიკური ცენტრია.
მაპუტუში დაბადებული ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ეუსებიო — ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი;
- მარიუ კოლუნა — ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი;
- მარია მუტოლა — მძლეოსანი, მოზამბიკის ისტორიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი;
- მარიზა — ცნობილი პორტუგალიელი მომღერალი.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- (1889) „Lourenço Marques“, Elementos para um diccionario chorographico da provincia de Mozambique (Portuguese). Lisboa: Sociedade de Geografia de Lisboa.
- „Water-Gate of the Transvaal“. Chambers' Journal. London. 1895.
- „Lourenço Marques“, Guide to South Africa (14th რედ.), London: Sampson, Low, Marston & Co., 1906, http://books.google.com/books?id=GYdJAAAAYAAJ&pg=PA457
- (1908) „Lorenzo Marquez“, Brockhaus' Konversations-Lexikon, 14th (German), Leipzig: Brockhaus.
- (1922) „Lourenço Marques, Portuguese East Africa“, International Directory of Buyers and Sellers. Chicago: International Trade Developer Inc..
- António Rita-Ferreira (1968). „Os Africanos de Lourenço Marques“. Memórias do Instituto de Investigação Científica de Moçambique (პორტუგალიური). 9: 165–222. ISSN 0076-1184. ციტატა: „Série C“
- Jeanne Penvenne (1979), Forced labor and the origin of an African working class: Lourenço Marques, 1870-1962, Brookline, Massachusetts: Boston University African Studies Center
- Carlos Alberto Medeiros} (1980). „Maputo antes da independência, Geografia de uma cidade colonial“. Finisterra (პორტუგალიური). Centro de Estudos Geográficos da Universidade de Lisboa. 15 (30). doi:10.18055/Finis2209. ISSN 0430-5027.
- E. Medeiros (1989). „L'evolution Demographique de la Ville de Lourenco Marques (1894-1975)“, რედ. M. Cahen: Bourgs et Villes en Afrique Lusophone (French).
- M. C. Mendes (1989). „Les repercussions de l'independence sur la ville de Maputo“, რედ. M. Cahen: Bourgs et Villes en Afrique Lusophone (French).
- Jeremy Grest (1995). „Urban Management, Local Government Reform and the Democratisation Process in Mozambique: Maputo City 1975-1990“. Journal of Southern African Studies. 21 (1): 147–164. doi:10.1080/03057079508708438. ISSN 0305-7070.
- Jeanne Marie Penvenne (1995). African workers and colonial racism: Mozambican strategies and struggles in Lourenço Marques, 1877-1962. London: James Currey. ISBN 0435089528.
- JoAnn McGregor (1998). „Violence and Social Change in a Border Economy: War in the Maputo Hinterland, 1984-1992“. Journal of Southern African Studies. 24.
- Paul Jenkins (1999), Maputo city: The historical roots of under-development and the consequences in urban form, Edinburgh College of Art/Heriot-Watt University, School of Planning and Housing, OCLC 42874930* Fredrik Söderbaum; Ian Taylor (2001). „Transmission Belt for Transnational Capital or Facilitator for Development? Problematising the Role of the State in the Maputo Development Corridor“. Journal of Modern African Studies. 39.
- Jeanne-Marie Penvenne (2002). „'A xikomo xa lomu, iku tira': Citadines africaines à Lourenço Marques (Mozambique), 1945-1975“. Le Mouvement social (ფრანგული). Paris (204). doi:10.3917/lms.204.0081 – წარმოდგენილია Cairn.info-ის მიერ.
- M.A. El-Khawas (2003). „Maputo, Mozambique“, რედ. Dickson Eyoh and Paul Tiyambe Zeleza: Encyclopedia of Twentieth-Century African History. Routledge. ISBN 0415234794.
- (2005) „Maputo“, რედ. Kwame Anthony Appiah and Henry Louis Gates: Africana: The Encyclopedia of the African and African American Experience, 2nd, Oxford University Press, გვ. 726+. ISBN 978-0-19-517055-9.
- (2005) „Maputo“, რედ. Kevin Shillington: Encyclopedia of African History. Fitzroy Dearborn. ISBN 978-1-57958-245-6.
- Illegitimacy of Democracy? Democratisation and Alienation in Maputo, Mozambique, London: Crisis States Research Centre, 2007, http://www.isn.ethz.ch/Digital-Library/Publications/Series/Detail/?ots591=cab359a3-9328-19cc-a1d2-8023e646b22c&lng=en&id=57395
- Nationalism, Urban Poverty and Identity in Maputo, Mozambique, London: Crisis States Research Centre, 2010, http://www.isn.ethz.ch/Digital-Library/Publications/Series/Detail/?ots591=cab359a3-9328-19cc-a1d2-8023e646b22c&lng=en&id=57395
- P. Jenkins (2011), Simon Bekker and Goran Therborn, რედ., "Maputo and Luanda", Capital Cities in Africa: Power and Powerlessness (Dakar: Council for the Development of Social Science Research in Africa), ISBN 978-2-8697-8495-6, http://www.codesria.org/spip.php?article1603 დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Paulo Tormenta Pinto & Ana Vaz Milheiro (2012), From Monumentality To Diversity – Maputo Between The Urban Plans Of Aguiar & Azevedo (1950—1970), http://planninghistory.org/conferences/sao-paulo-2012/
- (2015) რედ. Carlos Nunes Silva: Urban Planning in Lusophone African Countries. UK: Ashgate. ISBN 978-1472444882. (Includes articles about Maputo)
- Vanessa de Pacheco Melo (2016). „Production of Urban Peripheries For and By Low-Income Populations at the Turn of the Millennium: Maputo, Luanda and Johannesburg“. Journal of Southern African Studies. 42 (4).
- Sandra Roque; et al. (2016). „Subúrbios and Cityness: Exploring Imbrications and Urbanity in Maputo, Mozambique“. Journal of Southern African Studies. 42 (4).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაპუტუ, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Photos and Map of Maputo დაარქივებული 2010-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Maputo Port Development Company
- Maputo International School დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine.
- American International School of Mozambique
- Photos and Map of Maputo
- (Maputo). Directory of Open Access Journals. (Bibliography of open access articles)
- (Maputo). (Images, etc.)
- (Maputo). (Images, etc.)
- (Maputo). Internet Library Sub-Saharan Africa. Frankfurt University Library. (Bibliography)
- (Maputo). Connecting-Africa. Afrika-Studiecentrum, Leiden.[მკვდარი ბმული] (Bibliography)
- (Maputo). AfricaBib.org.[მკვდარი ბმული] (Bibliography)
- Maputo, Mozambique. BlackPast.org.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Boletim da República — Maputo: Imprensa Nacional de Moçambique, 2019.
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 2.24 2.25 2.26 2.27 2.28 2.29 2.30 2.31 2.32 2.33 2.34 2.35 2.36 2.37 2.38 2.39 2.40 2.41 2.42 2.43 2.44 2.45 2.46 2.47 2.48 2.49 2.50 2.51 2.52 2.53 2.54 2.55 2.56 2.57 2.58 2.59 Boletim da República — Maputo: Imprensa Nacional de Moçambique.
- ↑ Quadros do 3° Censo Geral da População e Habitação 2007. Instituto Nacional de Estatística. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-20. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
- ↑ 4.0 4.1 "Maputo: an African 'success story' but 80 per cent still live in slums" (2 February 2005) The Guardian
- ↑ Lourenço Marques «A cidade feitiço», a film of Lourenço Marques, Portuguese Mozambique in 1970.
- ↑ Lourenco Marques, a film of Lourenço Marques, Portuguese Mozambique.
- ↑ Dismantling the Portuguese Empire დაარქივებული 2013-07-23 საიტზე Wayback Machine. , Time Magazine (Monday, Jul. 07, 1975)
- ↑ Dismantling the Portuguese Empire დაარქივებული 2013-07-23 საიტზე Wayback Machine. , Time Magazine (Monday, July 07, 1975).
- ↑ Acordos de geminação pt. Lisboa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-03. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
- ↑ Ankaranın Kardeş Şehirleri tr. Ankara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-25. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
- ↑ Things You Might Not Know About Cape Town. XtraSpace. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
- ↑ Maputo (Mozambique). Go Chengdu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-10. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
- ↑ Sister Cities. eThekwini Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-11. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
- ↑ Cooperação Internacional pt. Guarulhos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-11. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
- ↑ International Links. Port Louis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-21. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
- ↑ Lei Nº 5919 DE 17/07/2015 pt. Legisweb (2017-05-19). ციტირების თარიღი: 2020-07-01.