პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკა
პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკა (ოფიც. პორტ. Estado da África Oriental[1]) — პორტუგალიის იმპერიის აღმოსავლეთ აფრიკაში კოლონიალური სამფლობელოების სახელწოდება. ამჟამად — მოზამბიკი.
პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკა Estado da África Oriental პორტუგალიის იმპერიის კოლონია | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
რუკა | |||||||||
დედაქალაქი | ლორენსო-მარკესი | ||||||||
ენა | პორტუგალიური | ||||||||
რელიგია | კათოლიციზმი | ||||||||
მეფე | |||||||||
- 1498-1521 | მანუელ I (პირველი) | ||||||||
პრეზიდენტი | |||||||||
- 1974-1975 | ფრანცისკო და კოსტა გომესი (უკანასკნელი) | ||||||||
ისტორია
რედაქტირება1498 წელს ინდოეთში მიმავალი ვასკო და გამა ჩამოვიდა მოზამბიკის ტერიტორიაზე[2]. 1505 წელს პორტუგალიელებმა დაიწყეს მოზამბიკის კოლონიზაცია და დააარსეს ქალაქი სოფალა. 1558 წელს დაარსდა პირველი პორტი სან-სებასტიანი, სადაც ჩერდებოდა გემები, რომლებიც მიემართებოდნენ ინდოეთში ან ინდოეთიდან, და სადაც ოქროს საძებრად მიდიოდა ექსპედიციები. 1572 წლამდე პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკის ტერიტორიას მართავდა გოას შტატის გუბერნატორი. 1891 წლის 11 ივნისს დაიდო ანგლო-პორტუგალიური შეთანხმება, რომლის მიხედვითად კოლონიის ტერიტორიები დიდად შევიწროვდა. ამ შეთანხმების მიზეზი გახდა ბრიტანეთისა და პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკის საზღვრებზე საბრძოლო შეტაკებები. პორტუგალიაში საბრძოლო გადატრიალების შემდეგ (ცნობილია, როგორც მიხაკების რევოლუცია), 1975 წლის 25 ივნისს ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა.
გეოგრაფია
რედაქტირებაკოლონიის სანაპირო ზონის უდიდესი ნაწილი განლაგებული იყო დაბლობებზე. სანაპირო წყლებში იზრდებოდა მარჯნის რიფები. ადგილი ჰქონდა ქვიშის დიუნებსა და ჭაობებს. შიდა რაიონებში მდებარეობდა მთიანი მასივები და პლატოები. მთელი წლის განმავლობაში ცხელოდა. წვიმების სეზონი გრძელდებოდა ნოემბრიდან მარტამდე, აპრილიდან აგვისტომდე კი — მშრალი ჰავა იყო.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპორტუგალიის აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორია იყოფოდა შემდეგ პროვინციებად: მოზამბიკი, ზამბეზი, ტეტე, ინიამბანე, ლორენსო-მარკესი და გაზის სამხედრო ოლქი. ყოველ პროვინციას მართავდა გუბერნატორი. გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია მდებარეობდა ლორენსო-მარკესში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Cruz, João José de Sousa O Enigma de uma colónia virtual — África Oriental Portuguesa (vulgo Moçambique). Revista Militar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-05.
- ↑ Мозамбик — энциклопедия «Кругосвет». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-28.