მოზამბიკის გერბი
მოზამბიკის გერბი — მოზამბიკის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა მოზამბიკის კონსტიტუციის 194-ე მუხლის საფუძველზე, 1991 წელს. გერბის ცენტრში გამოსახულია წიგნი, იარაღი (აკ-47 — კალაშნიკოვი) და თოხი. ეს ელემენტები გამოსახულია ქვეყნის დროშაზეც. ცენტრში არის ამომავალი მზე. ამ ყელაფერს თან ერთვის კბილანა, რომელსაც მარჯვნიდან და მარცხნიდან შემორტყმული აქვს სიმინდი და შაქრის ლერწამი. ქვემოთა მხარეს გამოსახულია ოკეანე და სანაპირო, ოდნავ ქვემოთ კი დევიზი: „მოზამბიკის რესპუბლიკა“ გერბის ჩაფხუტს წითელი ვარსკვლავი წარმოადგენს.
მოზამბიკის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 1990 |
საჩაფხუტე | წითელი ვარსკვლავი |
ფარი | მოზამბიკის რესპუბლიკის გერბის ცენტრში გამოსახულია წიგნი, იარაღი და თოხი. ეს ელემენტები გამოსახულია ქვეყნის დროშაზეც. ცენტრში არის ამომავალი მზე. ამ ყელაფერს თან ერთვის კბილანა, რომელსაც მარჯვნიდან და მარცხნიდან შემორტყმული აქვს სიმინდი და შაქრის ლერწამი. ქვემოთა მხარეს გამოსახულია ოკეანე და სანაპირო და დევიზი: „მოზამბიკის რესბუბლიკა“ |
დევიზი |
República de Moçambique „მოზამბიკის რესპუბლიკა“ |
მოზამბიკის რესპუბლიკის კონსტიტურციის 194-ე მუხლის მიხედვით[1] გერბზე გამოსახულ ელემენტებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს:
- სიმინდის ღერო და შაქრის ლერწამი სოფლის მეურნეობის სიმდიდრეზე მიუთითებს
- კბილანა შრომისა და მრეწველობის სიმბოლოა
- წიგნი აღნიშნავს განათლებას
- თოხი „გლეხობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის“ სიმბოლოა
- აკ-47 „თავდაცვისა და სიფხიზლისთვის“
- წითელი ვარსკვლავი აღნიშნავს სოციალიზმს, თუმცა მოზამბიკის კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ვარსკვლავი აღნიშნავს „მოზამბიკელი ხალხის საერთაშორისო სოლიდარობის სულს“.
- წითელი მზე ახალი სიცოცხლის სიმობოლოა
ისტორიული გერბები
რედაქტირება-
პორტუგალიური აღმოსავლეთი აფრიკის დროებითი გერბი 1930 წელს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 'მოზამბიკის რესპუბლიკის კონსტიტუცია'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-25. ციტირების თარიღი: 2013-03-14.