შაქრის ლერწამი (Saccharum officinarum) — მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ტროპიკული მცენარე მარცვლოვანი ოჯახისა. 4—6 -მდე იზრდება. აქვს დამუხლული ღერო, ლანცენტა საგველა ყვავილედი, ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფს მხოლოდ ტროპიკებში ივითარებს. ღეროს წვენი 18%-მდე შაქარს შეიცავს. წვენის მიღების შემდეგ ღეროსა და ფოთლებს პირუტყვის საკვებად იყენებენ.

შაქრის ლერწამი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Saccharum officinarum

შაქრის ლერწმის სამშობლოს სამხრეთ აზია, კულტურაში ცნობილი იყო 5 ათასი წლის წინათ ინდოეთში. მსოფლიოში შაქრის ლერწმის ფართობი 12 მლნ. ჰა-ს აღემატება. მისი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია, კუბა. მოსავლიანობა ჰა-ზე 400—2000 აღწევს. მრავლდება ამონაყრებით (კალმებით). ერთ ადგილზე ძლებს 10 წლამდე.

ყოფილ სსრკ-ში ტაჯიკეთსა და უზბეკეთში 30-იანი წლებიდან მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი მცენარე. ყინვებს ვერ უძლებს. —3°C-ზე ფოთლები იღუპება. ამონაყრებს შემოდგომაზე და ზამთარში ინახავენ დახურულ თხრილებში. რგავენ მარტში, მწკრივად (1×1,5 მ). მოსავალს იღებენ ოქტომბერში, ყინვების დაწყებამდე. XIX საუკუნეში საქართველოში იყო ცდები ალაზნის ველზე მის გასაშენებლად, მაგრამ შედეგები საიმედო არ აღმოჩნდა.

ლიტერატურა რედაქტირება