გემი
გემი — წყალზე გადააგილების ძირითადი საშუალება.

ისტორია რედაქტირება
ანტიკური გემები რედაქტირება
გემის ისტორია ვითარდებოდა ადამიანების ავანტურისტულ თავგადასავლებთან ერთად. პირველი აღმოჩენილი ნავები დაახლოებით 10 000 წლით, ნეოლითის ხანით თარიღდება. იმ ხანის ნავები ძირითადად ნადირობისთვის და თევზაობისთვის გამოიყენებოდა. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი ნავები ძირითადად ერთი მასიური ხისგან ქვის იარაღებითაა გაკეთბული.
შუა საუკუნეების გემები რედაქტირება
რენესანსის ეპოქამდე ნავიგაცია იყო შედარებით პრიმიტიული. თუმცა, ტექნოლოგიების ნაკლეობა ხელს არ უშლიდა ზოგიერთ ცივილიზაციას ყოფილიყვნენ საზღვაო გიგანტები. მაგალითად გენუასა და ვენეციის საზღვაო რესპუბლიკებ. ვიკინგებმა თავიანთი კნორებით ჩრდილოეთ ამერიკის აღმოჩენა შეძლეს.
თანამედროვე გემები რედაქტირება
2007 წელს მსოფლიო მასშტაბით იყო 34,882 1000 ტონაზე მეტი წყალწყვის კომერციული გემი, ჯამში 1.04 მილიარდი ტონა. რაც 2006 წლის მონაცემთან შედარებით 8%-თაა გაზრდილი. ტონაჟობის მიხედვით ამ გემებიდან 39% ტანკერია, 26% დიდი მოცულობის მატარებლები, 17% საკონტეინერო გემები და 15% სხვა ტიპის.[1]
ლიტერატურა რედაქტირება
- ბარათაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 41.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ UNCTAD 2007, p. x and p. 32.