ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქვის იარაღად მიიჩნევა ნებისმიერი იარაღი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დამზადებულია ქვისგან. ქვის იარაღები დღესაც არსებობს სხვადასხვა კულტურებში, თუმცა ძირითადად მაინც პრეისტორიულ ხანასთან არის დაკავშირებული, უფრო ზუსტად კი ქვის ხანასთან, რადგან იმდროინდელი ადამიანის მთავარ იარაღს მხოლოდ ქვა წარმოადგენდა. ყველაზე ძველი ქვის იარაღი აღმოჩენილია კენიაში, ტურკანას ტბასთან 2015 წელს, თარიღდება 3 მილიონ 300 ათასი წლით და ითვლება არქეოლოგიაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად, რადგან მან შეცვალა იქამდე არსებული მოსაზრებები, რომლის თანახმადაც ჰომო-გენუსი იყო ადამიანის პირველი ტიპი, რომელიც იყენებდა ქვის იარაღებს. ნაპოვნი მასალა 700,000 წლით უფრო ძველია იმ იარაღებზე, რომლებიც აქამდე იყო აღმოჩენილი და იგი ამტკიცებს, რომ ავსტრალოპითეკუს აფარენსისი ან კენიანთროპუს პლატიოპსი იმაზე უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. როგორც აღმოჩნდა, მათ ინტელექტი ყოფნიდათ იარაღის დამზადებისთვის.

პრეისტორიული ქვის იარაღების ნიმუშები.

შორეული წარსულიდან დღემდე აღმოჩენილი არტეფაქტების სრული უმრავლესობა ქვის იარაღებია და მათ არქეოლოგები მეორენაირად ლითოსებს უწოდებენ. ლითოსები ერთადერთი სახეობის არტეფაქტებია, რომლებიც ადამიანის ისტორიის 99 პროცენტისთვის არის დამახასიათებელი. ადამიანებმა ქვის იარაღის გამოყენება პირველად სამი მილიონ სამასი ათასი წლის წინ დაიწყეს და ზოგიერთი მათგანი დღესაც გამოიყენება. ქვა გამოიყენებოდა ნებისმიერთი დანიშნულებით, საჭრელი იაღებით დაწყებული სხვადასხვა სუვენირებით დამთავრებული. თუმცა, ჩვეულებრივ ისინი ნადირობისას, საყასბო საქმესა და ტყავის დამზადებაში გამოიყენებოდა.[1]

ქვა ოდითგანვე გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაემზადებინათ მრავალნაირი სახის იარაღი, მათ შორის: ისრის თავი, შუბი და ხელის წისქვილი.  პალეოლითის ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვის ცული, საჩეხი, წვეტანა, საფხეკი, საჭრისი, დანა და სხვა იარაღები. აგრეთვე ამზადებდნენ ხისა და ძვლის იარაღსაც. თანდათად იხვეწებოდა ქვის დამუშავების ტექნიკა. ჩნდებოდა ახალი იარაღებიც, რომლებშიც ფართოდ გამოიყენებოდა ძვლის და რქის იარაღები. ისინი მზადდებოდა ოფსიდიანისაგანაც. ნეოლითის ხანაში (ძ.წ. X-VI ათასწლეულები) კი მოხდა ქვის იარაღების ტექნიკის შემდგომი განვითარება. ადამიანმა ისწავლა ქვის გაპრიალება, ხეხვა და გახვრეტა.

დაახლოებით 12-8 ათასწლეულებში მეცნიერთა ერთი ნაწილი გამოყოფს კიდევ ერთ - შუა ქვის (მეზოლითის) ხანას, რომლის დროსაც ადამიანის ყოფაში რაიმე გარდამტეხი ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა იხვეწება და ვითარდება მისი იარაღები. მომავალში რამდენიმე, მათ შორის სპილენძის იარაღებმაც, სცადა ქვის იარაღების მთლიანად ჩანაცვლება, თუმცა ეს ვერ მოხერხდა სპილენძის დრეკადობის გამო.[2]

ქვის იარაღები დასავლეთ აფრიკიდან.

ქვის იარაღების შესწავლა

რედაქტირება

მიზნები და შედეგები

რედაქტირება

არქეოლოგების მთავარი მიზანი პრეისტორიული საზოგადოებების, ეკოფაქტების და არტეფქტების, მათ შორის ქვის იარაღების, შესწავლისას არის წარსულის გაშიფვრა. ეთნოარქეოლოგია იყო და არის ერთ-ერთი მთავარი გამოკვლევის წყარო იმისთვის, რომ უკეთესად შევიცნოთ ქვის იარაღის გამოყენებისა და დამზადების კულტურული შედეგები. მისი დახმარებით ვიგებთ, რომ წარსულში მონადირე-შემგროვებელთა ოჯახში ხმარობდნენ ისრის პირებს, რომლებიც განსაკუთრებული, წითელი კაჟისებური კირქვისგან იყო დამზადებული. ამ ისრის პირებს სანადიროდ იყენებდნენ, თუმცა მათი საშუალებით ხორცსაც ჭრიდნენ. გატეხილი ისრის პირებით კი ტყავებს ამუშავებდნენ. თუ კალათების დასაწნავად ტირიფის ტოტების მოტანა იყო საჭირო, ქალს ახლომდებარე ნაკადრულიდან კვარციტის პატარა კენჭები მოჰქონდა და არაპირდაპირი დარტყმით ანატკეჩებს ამზადებდა. ზოგი კენჭი პატარა იყო და ქალი მათ ორივე პოლუსიდან ამცირებდა. ამ ანატკეჩებს ქალი ერთი დღის განმავლობაში ინახავდა, შემდეგ ყრიდა. კაცებს კი როდესაც სანადიროდ გადასასვლელად შუბის პირები შემოელეოდათ ქვის კარიერზე მიდიოდნენ. ადგილზე მისვლის შემდეგ, ყავისფერი კაჟისებური კირქვის დიდ ნატეხებს ამსხვრევდნენ, მინარევებისგან ასუფთავებდნენ (შინ რომ ნაგავი არ მიეტანათ) და უკან, სადგომში ბრუნდებოდნენ სადაც მოტანილი მასალა უნდა დაემუშავებინათ. ზოგ მოყანილ ნატეხს კერის ცეცხლში აგდებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ გაცხელების შემდეგ ანატკეჩების ჩამომტვრევა უფრო ადვილი იქნებოდა. ქვის იარაღების შესწავლით მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ოჯახები ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს. ქარი კლდის საფარს ავსებდა მტვრით, რომელიც მიტოვებულ იარაღსა და ნამტრევებს ფარავდა.[3]

შესწავლის მეთოდები

რედაქტირება

არქეოლოგებს შემუშავებული აქვთ ლითოსების ანალიზის მრავალი სპეციფიკური და ხშირად უნიკალური მეთოდი, რომელიც მოსდევს ქვის იარაღების რეკონსტრუქციასა და კონსერვაციას. თავდაპირველად ხდება მისი დახარისხება ფორმის მიხედვით, ლითოსები საკმაოდ დაწვრილებით არის შესწავლილი და მისი დახარისხება მარტივია. ქვის იარაღების გარკვეულ ტიპებად დახარისხება ფორმული ანალიზის ძირითადი მიზანია. ტიპოლოგიის დახმარებით არქეოლოგებს აქვთ საშუალება განიხილონ ერთი რომელიმე არტეფაქტი იმავე კონტექსტში, როგორც სხვა მსგავსი არტეფაქტები, მიუხედავად იმისა ერთ ძეგლზე არიან თუ არა აღმოჩენილნი. ტიპოლოგიის მეშვეობით ცხადი ხდება ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორებიცაა თარიღი, კულტურის ტიპი, დამზადების ხერხი, გამოყენების მიზნები ან რაზე იცვლებოდა უწინ ეს ნივთი.

ლითოსების ანალიზი ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია ქვის იარაღების დახარისხება ზომების მიხედვით. არქეოლოგები აღმოჩენილ ლითოსებს ზომავენ და შემდგომ მონაცემებს მკაცრად განსაზღვრული წესების მიხედვით იწერენ. ამგვარი მეტრული ანალიზი, ფორმული ანალიზის მსგავსად, ზოგადად არტეფაქტების ტიპოლოგიური ჯგუფების მიხედვით დასახარისხებლად გამოიყენება. მეტრული ანალიზის ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომ მასზე დამყარებული ტიპოლოგია ნაკლებად სუბიექტურია, ვიდრე ფორმებზე დამყარებული. გარდა ამისა, ზომების აღება შეიძლება მოხდეს გატეხილი ლითოსიდან ან მათი ნაწილიდან, რომელთა კლასიფიცირება ფორმული ანალიის საშუალებით შეუძლებელია.

არქეოლოგები აგრეთვე იყენებენ ტექნოლოგიურ ანალიზს. იგი იმ დროს გამოიყენება, როდესაც აინტერესებთ, როგორ, ზუსტად რა ტექნიკით, არის ესა თუ ის ქვის იარაღი დამზადებული.

იდეალურ შემთხვევაში, იარაღის შესწავლამ არა მარტო მისი დამზადების ტექნოლოგია, არამედ მისი დანიშნულებაც უნდა გამოავლინოს. იარაღის დანიშნულების დადგენის ერთ-ერთი საშუალებაა იმის გაგება, თუ როგორ გამოიყენებოდა და გამოიყენება ამგვარი იარაღი ახლო წარსულში ან თანამედროვე ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან და ისეთივე ბუნებრივ პირობებში ცხობრობენ. შესწავლის ამ მეთოდს ეთნოგრაფიული ანალოგიების საშუალებით დასაბუთება ეწოდება ასეთი დასაბუთების პრობლემა აშკარაა: დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ამგვარი იარაღი წარსულშიც იმავე დანიშნულებით გამოიყენებოდა, როგორც, აწმყოში. ახლა წარსულის ან თანამედროვე ისეთი კულტურების შერჩევისას, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ, ინფორმაციული და ზუსტი შედარებები გავაკეთოთ, უნდა ვეცადოთ ამოვარჩიოთ ის კულტურები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო უძველესი კულტურიდან წარმოიშვნენ. თუ შესადარებელი კულტურები ისტორიულად ერთმანეთს უკავშირდებიან, მაგალითად სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ში მდებარე პუებლოს პრეისტორიული და ახალი კულტურები, უფრო დარწმუნებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს ორი კჯგუფი იარაღის გარკვეულ სახეობას ერთი და იმავე დანიშნულებით იყენებდა.

სხვა გზა იმის დასადგენად, თუ რისთვის გამოიყენებოდა ესა თუ ის იარაღი, არის უძველეს იარაღზე არსებული ცვეთის, როგორც თვალით შესამჩნევი, ისე მიკროსკოპული კვალის შედარება თანამედროვე იარაღზე გაჩენილ ისეთივე კვალთან, რომელიც თანამედროვე მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დარჩა. ამგვარი გამოკვლევის მთავარი აზრი ისაა, რომ სხვადასხვანაირ კვალს ტოვებს. ამვგვარი კვლეების ჩატარება პირველად ამ საქმის პიონერს ს. სემიონოვს მოუვიდა აზრად, რომელმაც პრეისტორიული იარაღი შექმნა და სხვადსვხა დანიშნულებით იყენებდა, რათა მათზე ცვეთის კვალი შეესწავლა. მაგალითად, ქვის იარაღით ხორცის დაჭრისას იარაღი ისევე გაპრილდა, როგორც ციმბირში ნაპოვნი პრეისტორიული „სამართლებლები“ პრიალებდა. ამ აღმოჩენამ სემიონოვი მიიყვანა დასვნამდე, რომ აღმოჩენილი პირებიც ხორცის დასაჭრელად გამოიყენებოდა.[4]

ტრადიციული ქვის იარაღები.

პრე-სტადია I

რედაქტირება

ცნობილია, რომ ადამიანები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ მასალას იყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათგან ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად, დიდი ისტორიის მქონე მასალად მიიჩნევა ქვა და მისგან დამზადებული უამრავი სახის ხელსაწყო თუ იარაღი. დროთა განმავლობაში ქვის იარაღების ტრანსფორმაციის სრულყოფილად აღწერას ანთროპოლოგები იწყებენ უირველესი მოდელებიდან, რომლებიც 3.3 მილიონი წლით თარიღდება და რომელთა აღმოჩენაც კენიაში, ტურკანას ტბასთან მოხერხდა.

აღნიშნული ქვის იარაღები მანამდე ნაპოვნ ნაშთებზე 700 000 წლით ადრე არსებობდა და უფრო მეტიც, წინ უსწრებდა ყველაზე ადრე მცხოვრებ ჰომოს სახეობას, ანუ თანამედროვე სახის ადამიანებს. შესაბამისად, იქმნება ვარაუდის საფუძველი, რომ  ავსტრალოპითეკუს აფარენსისი ან კენიანტროპუს პლატიოპსი შესაძლებელია გაცილებით გაწაფულნი ყოფილიყვნენ ქვის იარაღების დამზადებაში, ვიდრე იქამდე იყო მიჩნეული. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ჰოლანდიის ლეიდენის უნივერსიტეტის დოქტორი ნიკ ტეილორის სიტყვების მიხედვით, ეს მოდელი ნამდვილად ყველაზე ხანდაზმულია და გასაოცარია რომ, ამასა და მის შემდეგ არსებლ ქვის იარაღს შორის დაშორება 700000 წელია.

2011 წელს ამ ადგილას აღმოჩენილ პირველ იარაღებს Lomekwi 3 უწოდეს, ყურადღება მისაქვეცია, რომ ისინი დალაქავდა მაშინ, როდესაც მკვლევრებმა შეცდომით არასწორი გეზი აიღეს და გამოიარეს კენიის ყველაზე ცხელი და მშრალი ჰავის მქონე ლანდშაპტი.

2012 წლის მიწურულს, სულ 149 იარაღი იქნა ნაპოვნი, და ეს რიცხვი შემდგომში კიდევ გაიზარდა სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად, რომელიც 2014 წელს მოეწყო. მათ შორის იყო უფრო მასობრივი ქვის ნაწილისაგან გამოჭრილი ბასრი თხელი ქვის ფირფიტები, რომლებიც სავარაუდოდ რაიმეს გაჭრისთვის გამოიყენებოდა. ასვე, უროები, გრდემლები, რომელთა უმრავლესობაც საკმაოდ დიდი ზომით გამოირჩეოდა, კერძოდ, ზოგიერთი მათგანი 15 კილოგრამსაც კი იწონიდა.

საინტერესოა კენიაში აღმოჩენილი ქვის იარაღების დათარიღების პროცესი, რომელშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ გარშემო მდებარე ვულკანურმა წარმონაქმნებმა თუ მინერალებმა, და დადგინდა რომ თითოეული მათგანი დაახლოებით 3.3 მილიონ წელს ითვლიდა.

ამ უახლეს აღმოჩენამდე ამ ტექნოლოგიით დამზადებულ უძველეს ნაშთებს ე.წ. Oldowan წარმოადგენდა, ტანზანიაში ნაპოვნი იარაღები, რომლებიც დაახლოებით 2,6 მილიონი წლით თარიღდება. მეცნიერები თვლიან, რომ 700000 წლიანი შუალედი ამ ორ მოდელს შორის მიუთითებს იმაზე, რომ სამუშაო იარაღების მწარმოებლური მეთოდები საკმაოდ შეიცვალა დროთა განმავლობაში, ამასთან გაფართოვდა და დაიხვეწა.[5]

მეცნიერებისათვის დღემდე გაურკვეველი რჩება, თუ ვის მიერ არის დამზადებული კენიაში აღმოჩენილი ნაშთები.

აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ჰომო ჰაბილისი, ცნობილი, როგორც „მარჯვე ადამიანი“ ჰომო სახეობის ყველაზე ადრინდელი წინაპარი იყო იარაღების გამოყენების ნიშნით. თუმცა ეს ვარაუდი საეჭვოა, რადგან განამარხებული იარაღები, რომლებიც მათ მიეწერებათ მხოლოდ 2,4-2,3 მილიონი წლით თარიღდება. ე.ი. 3,3 მილიონი წლის იმპემენტები დამზადებული იყო სხვა, უფრო პრიმიტიული სახეობის მიერ.ამ შემთხვევაში განიხილავენ ორ ვარიანტს: კენიანტროპუს პლატიოპს, რომლის ნაწილებიც აღმოჩენილ იქნა იმავე მიდამოებში, სადაც Lomekwi 3 და ამას გარდა, გვაქვს პერიოდების დამთხვევაც და ავსტრალოფიტეკუს აფარენსისს, რომელიც ცნობილია ლუსის სახელით. თუმცა ამ ორი სახეობიდან არცერთი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით, ჰქონდათ ადამიანისთვის და ასევე, მაიმუნისთვისაც დამახასიათებელი მონაცემები და მცირე ზომის ტვინი, რაც ისევ ეჭვ ქვეშ დგება, კენიაში აღმოჩენილი იარაღების სირთულისა და დახვეწილობის და გამო.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად მრავალი ეჭვისა, თუ ვარაუდისა, მეცნიერები, რომლებიც პირადად გაეცნენ ნაშთებს დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი შექმნილი არ არის ბუნების ძალით და მათი დამზადება ხელოვნურად მოხდა ადამიანის რომელიმე სახეობის მიერ. აღსანიშნავია, რომ დოქტორი იგნასიო დე ლა ტორე ლონდონის არქეოლოგიის ინსტიტუტიდან ამტკიცებს, რომ ეს აღმოჩენა უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია, რადგან ამტკიცებს, რომ ისეთი სახეობები, როგორიცაა ავსტრალოპიტეკუსი, შეიძლება საკმარისად ინტელექტუალურნი ყოფილიყვნენ იმისთვის, რომ მსგავსი იარაღები შეექმნათ, ანუ ჰქონდათ შემეცნებითი და მანიპულაციური შესაძლებლობები ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად.

ამ თემაზე საუბრისას, აუცილებელია აღვნიშნოთ დიკიკას სამეცნიერო პროექტიც, რომელსაც ადგილი ჰქონდა ეთიოპიაში, კერძოდ, დიკიკაში, 200 იარდის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც მანამდე აღმოჩნდა ავსტრალოპითეკუს აფარენსისის სახეობის გოგონას, ლუსის, ნაშთები. ეთიოპიაში ნაპოვნი იქნა განამარხებული ძვლები, რომლებიც 3.4 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აშკარა მტკიცბულებას იმისა, რომ ავსტრალოფიტეკუს აფარენსისი ნამდვილად იყენებდა ქვის იარაღებს და მოიხმარდა ხორცს, ამაზე მეტყველებს ხორცის დაჭრისა და ცხოველის ძვლების დატეხვის შედეგად მიღებული ჭრილობები თუ ტრამვები. და ვინაიდან მისგან 200 მეტრის დაშორებით ლუსი იქნა ნაპოვნი, სელამის ცხოვრებაში შეგვიძლია ჩავამატოთ ახალი დეტალი, რომ იგი ეხმარებოდა ოჯახს ქვის იარაღების გადაზიდვაში და ასევე ხორცისა და ძვლის განცალკევების მნიშვნელოვან პროცესში.

ამ ნარკვევეიდან ყველაზე საინტერესო და აღსანიშნავი არის ის, რომ მკვლევრებმა დაინახეს მათთვის უკვე კარგად ცნობილი სახეობის უცნობი შესაძლებლობები და ამით სრული რევოლუცია მოახდინეს არამარტო ქვის იარაღების, არამედ ადამიანის განვითარების ეტაპების შესწავლის პროცესში.[6]

ადრეული ჰომინიდების იარაღები

რედაქტირება

ავსტრალოპითეკების მრავალი თაობა პირადი დანიშნულებით თავის გარშემო არსებულ საგნებს გამოიყენებდა, მათ შორის ქვებს, ტოტებსა და ჯოხებს. დრო და დრო ეს საგნები იღებდნენ მარტივი იარაღის ფორმას, რომელიც მარტივი მხოლოდ თანამედროვე გადმოსახედიდან შეიძლება ეწოდოს, ამ შემთხვევაში სიტყვა ფარდობითი მნიშვნელობითაა გამოყენებული და არანაირად ასახავს ამ იარაღთა ნამდვილ ღირებულებას. ნედლი დაუმუშავებელი მასალის, ქვის ნატეხისა თუ ხის ნაჭრის, დამუშავების ტექნიკა საკმაოდ ნელა იხვეწებოდა. უძველეს ნიმუშებს თუ გადავხედავთ თვალნათელია განვითრების თითოეული პერიოდის და ამ საფეხურებს შორის გარდამავალი გრადაციები, თუმცა რადგანაც ხე, როგორც მასალა, ნაკლებად გამძლეა და რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში იშლება, არ არსებობს ოლდუვაური პერიოდის ნიმუშები. მეცნიერთა ვარაუდი, რომ მხოლოდ დრო არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოგვეპოვება ზემოხსენებული ნიმუშები, ეყრდნობა მეცხრამეტე საუკუნეში ტასმანიელ აბორიგენთა ცხოვრების წესზე დაკვირვებას. შესაძლოა, რომ ნადირობისა და შემოგროვებლობისას Homo habilis-ი უმარტივეს იარაღს იყენებდა. ხის სიმყიფის გამო ოლდუვაურ პერიოდზე მხოლოდ ქვის ნიმუშებით შეგვიძლია ვისაუბროთ.

ქვის იარაღები ადრეული ჰომინიდების ეპოქიდან.

ოლდუვაური ეპოქა

რედაქტირება

ტერმინი, რომლითაც ოლდუვაურ ეპოქას აღვნიშნავთ წარმოიშვა ტანზანიაში მდებარე ხრამისგან, რომელსაც ოდლუვაი ეწოდება. თანამედროვე არქეოლოგიურ ლიტერატურაში ეს ტერმინი დამკვიდრდა მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ და ჩაანაცვლა ადრეული პალეოლითის აღმნიშვნელი თავდაპირველი დასახელება - ,,დოშელური’’ და ,,კაჟისეული“. თავის მხრივ, თავისი ხანგრძლივობით ოლდუვაური პერიოდი აღემატება დანარჩენ პალეოლითს და მიახლოებით 2 მილიონ წელს მოიცავს.

იმისდა მიუხედავად , რომ ოლდუვაური ქვის იარაღები ბუნებრივად წარმოქმნილი ნატეხებისა და ანატკეჩებისგან გამოირჩევა, შეუიარაღებელი თვალითა და საჭირო ცოდნის გარეშე შეუძლებელია ქვათა გროვაში მათი დანახვა. იარაღების უხეში ფორმა თუ არაპროპორციულობა განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ ადამიანები პირველ ნაბიჯებს დგამდნენ ამ მიმართულებით და არ ფლობდნენ საკმარისს ცოდნას გამოყენებული მასალის თვისებებსა თუ თავის ძალაზე, არამედ ასევე იმდროინდელი ადამინის აგებულებით. ფიზიკური მახასიათებლები ბევრად ზღუდავდა ადრეულ ადამიანს და არ აძლევდა საშუალებას საკმარისი სიზუზსტით და განსაზღვრული ძალით გამოეკვეთა საჭირო ფორმის იარაღი. მხოლოდ შემდეგი განვითარების პირობებში დაიხვეწა და მეტად სრულყოფილი სახე მიეცა როგორც თვით იარაღს, ასევე ადამიანის აღნაგობას. მხოლოდ გარეგან სამყაროზე ზეგავლენითა და ცვლილებების წყურვილით, ადამიანმა დასაბამი მისცა პროცესს, რომლის შედეგადაც თვითონაც იცვალა სახე.

სადგომები

რედაქტირება

დღემდე აღმოჩენილი სადგომებიდან უძველესი კენიის ერთ-ერთი ტბის ტურკანას სანაპიროზე იმყოფება, მას კოობი-ფორას უწოდებენ. 1970- 1975 წლებში მიმდინარე გათხრების შედეგად აღმოჩნდა დამუშავებული ქვებითა და დამუშავებული ძვლებით მდიდარი კულტურული ფენა, რომელიც ოლდუვაური პერიოდის მონადირეთა სადგომის ნაშთებს შეიცავდა.

ოლდუვაური პერიოდის ნიმუშებს იშვიათად თუ პოულობენ დაუზიანებელს, თაბვის თავდაპირველ მდგომარეობაში, ცნობილი ძველპალეოლითური სადგომებიდან საგულისხმოა საფრანგეთში მდებარე აბევილისა და კავკასიონზე არსებული იაშტუხის, სანი დარისა და არზნის ძეგლები. ამ ადგილებში წყლის ზემოქმედება იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი არტეფაქტი ან უკიდურესად მყიფეა, ან სულაც არ არსებობს. ასე ალუვიალურ ადგილმდებარეობათა კავშირი მეოთხეულ პერიოდში შექმნილ ტერასებთან და ამ ტერასებში არსებულ სხვადასხვა დროინდელი ეოპლეისტოცენის ფლორის ნაშთები , მკვლევრებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ გარკვეული თანმიმდევბრობა და თვალი გააყოლონ ადრეული პალეოლითური კულტურის განვითარებას. თავის თავად ამ კულტურაში იარაღის დამზადების კულტურა მოისაზრება. ასეთი ლოკაციებისგან განსხვავებით კოობი-ფორასა და ეთიოპიის სხვა სადგომებში ძველპალეოლითური კულტურული ნაშთები თავის ფენაშივე შემორჩა, რადგანაც მრავალი საუკუნის განმავლობაში დაცული იყო გარე ზემოქმედებისგან. აფრიკაში არსებული სახეუცვლელი სადგომების შედარებით დიდი ოდენობა მრავალი მიზეზითაა განპირობებული, ერთი მხრივ, ეს მოვლენა შედეგია უამრავი ვულკანისა, რომელიც აფრიკის კონტინენტზე ეოპლეისტოცენსა და პლეისტოცენის პერიოდში აქტიური იყო. ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლი და ტუფი ფარავდა ვულკანის გარშემო არსებულ მრავალ კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიებს და იცავდა მათ შემდგომი განადგურებისგან.

კოობი-ფოორაში ნაპოვნია 139-მდე ქვის იარაღის, მათი უმეტესი წილი დამზადებულია გამყარებული ლავისგან და მხოლოდ ანატკეჩებს წარმოადგენს. გათხრების შედეგად ასევე აღმოჩენილია ლავის დაუმუშავებელი ნატეხები, რომლებიც სავარაუდოდ, განზრახ იყო მოტანილი ბანაკში. არქეოლოგებმა სამარხებიდან ამოიღეს ჰიპოპოტამისა და სხვა დიდი ზომის ცხოველთა დამუშავებული ძვლები. ოლდუვაურ ხეობასთან შედარებით კოობი-ფორაში ნაკლები დამუშავებული იარაღია, რაც ლოკაციაზე ცხოვრების ხანგრძლივობითაა განპირობებული. ეს ფენომენი სავარაუდოდ ამ ადგილზე მცხოვრები ადამიანების წეს-ჩვეულებებითა თუ ცხოვრებისეული ნირით განისაზღვრებოდა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კოობი-ფორაში ადამიანები ერთი მილიონი წლით ადრე სახლობდნენ.

ოლდვაური ხეობის კულტურული ფენები არქეოლოგიურ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. არ არსებობს საერთო აზრი ამ ხეობის შესახებ, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს ადგილები სახლის საძირკველს წარმოადგენდა, რომელშიც ჰომინიდები ნანადირევი ხორცის გასანაწილებლად იყენებდნენ. ოლდუვაური ხეობის ზედმიწევნითი შესწავლა 1971 წლიდან დაიწყო მერი ლიკიმ, რომლის ნაშრომებმაც ნათელი მოჰფინა იქამდე უცნოიბ უამრავ ფაქტს. ინფორმაცია ოლდუვაურ ტექნიკასა თუ კულტურაზე უმეტესწილად სწორედ აქ გატარებული გათხრების შედეგად გამომჟღავნდა და შექმნა ზოგადი წარმოდგენა Homo Habilis-ის საცხოვრებელ გარემოზე. არქეოლოგები ცდილობდნენ, ადრეული ჰომინიდების ცხოვრების წესში ოლდუვაისა და სხვა ძეგლებზე მოპოვებული მასალის მიხედვით გარკვეულიყვნენ. მათი დასკვნები ემყარებოდა იარაღის დანიშნულების გარკვევას, იარაღის ცვეთის ადგილებზე მიკროსკოპული დაკვირვების შედეგებსა და ძვლებზე იარაღის კვალის შესწავლას, აგრეთვე- იმ ინვენტარის ანალიზს, რომელიც იარაღთან ერთად იყო აღმოჩენილი. მერი ლიკის მიერ შესწავლილი ორი ადგილიდან , ერთი უბრალო წრეს წარმოადგენდა, რომელიც მკვლევრის ვარაუდით ბუჩქებისგან გაკეთებული ნაგებობის საძირკველი იყო, ხოლომეორე მჭიდროდ დაყრილი ქვის ნატეხებით შემოსაზღვრული სივრცე. ლიკის ვარაუდით ორივე მათგანი მტაცებლისგან თავდასაცავად ხშირი ბარდით იყო გარშემორტყმული. მიუხედავად ყველაფრისა დამუშავებული ქვის არსებობდა მიუთითებს კულტურულ განვითარებაზე. მაიმუნებშიც დაიკვირვება ქვის იარაღის გამოყენების მცდელობები, თუმცაღა კულტურული თვალსაზრისით მათი განვითარება დიდად ჩამორჩება ადამიანისას.

ადრეული ჰომინიდების ცხოვრება

რედაქტირება

Homo Habilis-ი ტბის ნაპირზე სახლობდა, ამაზე მიუთითებს გათხრების დროს აღმოჩენილი ნიანგებისა და სხვა წყლის ცხოველების ნამარხები. ეოპლეისტოცენსა და პლეისტოცენში ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანი და სახეობებით მდიდარი იყო, თუმცა ყველაზე ხშირად გაშლილი ბალახოვანი სტეპები და სავანნები გვხვდება. ასეთი ლანდშაფტი ,განსხვავებით კონტინენტის ცენტრში არსებული ტროპიკული ტყეებისგან, იყო უმთავრესი მიზეზი ბიპედალიზმის განვითარებისა. არქეოლოგიური გათხრების ტექნიკა სხვადასხვა ფენების განსაზღვა- გამოყოფას გულისხმობს. ოლდუვაურ ხეობაში პირველი ფენა 50 მეტრისაა, შემდეგ მისი მონაცვლე მეორე ფენა იცვლება. გარდამავალ, მოსაზღვრე ნაწილში იარაღების დამუშავების ტექნიკა უცვლელია. ნაპოვნი იარაღები გამყარებული ლავის, კვარცისა და კვარციტისგან არის დამზადებული . ლავის ესოდენ ხშირი მოხმარება, განპირობებულია მისი დამყოლიობითა და დამუშავების სიადვილით. საჭიროა მხოლოდ მცირედი ზეწოლა და ქვა იღებს სასურველ ფორმას.

იარაღების დანიშნულება

რედაქტირება

არქეოლოგები ოლდუვაიში აღმოჩენილი იარაღის დანიშნულების დადგენას ცდების საშუალებით ცდილობდნენ. ანატკეჩები მრავალფეროვანი იყო, ზოგიერტყ მათგანს ცხოველების გასატყავებლად იყენებდნენ, ზოგიც ჯოხების გასათლელად. ნუკლლეუსებიც ჩვეულებრივი იარაღების მსგავსად საჭროების მიხედვით გამოიყენებოდა. ექსპერიმენტების დახმარებით შესაძლოა ამ იარაღების გამოყენების ხერხებზე ვისაუბროთ, თუმცა ვერ დავამტკიცებთ, სინამდვილეში რისთვისიყენებდნენ მათ.

იარაღების სახეობები

აღმოჩენილ იარაღთა 70% ეგრეთ წოდებული ჩოპერები და ჩოპინგები წარმოადგენს. ჩოპერი უხეში მჩეხავი იარაღია, რომელსაც მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს ანატკეჩი ხოლო დანარჩენებიდან უსწორმასწორო დაუმუშავებელ ნივთს წარმოადგენს. ჩოპერის ფორმა არაპროპორციულია და ხშირად ოვალს მოგვაგონებს. ჩოპინგი ჩოპერისგან განსხვავებით ორი მხრიდან არის ჩამოთლილი, თავისი არატიპობრივი ფორმით იგი ბიფასს წარმოადგენს, რომელიც აშელური პერიოდის ბიფასსაც მოგვაგონებს. ისინი არ ემაგრებოდნენ რაიმე ხელმოსაჭიდს ან ტარს. ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია ზიგზაგისეული მჭრელი მხარე, რომელიც შემდეგი ხმარების შედეგად გაცვეთილია. წარმოდგენილი ეგზემპლიარების სიგრძე ვარირებს 10 სანტიმეტრიდან 15 სანტიმეტრამდე. ამ იარაღთა ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი მათი ბუნებრივთან მიახლოებული ფორმაა, ამაში იგულისხმება რამდნეიმე მხრიდან დარჩენილი გარე ფენა. ჩამოთვლილი იარაღებისთვის დამახასიათებელია უნივერსალურობა. გათხრებისას დიდ მოულოდნელობას წარმოადგენდა მუსტიერული ეპოქისთვის დამახასიათებელი ტექნიკით დამუშავებული იარაღი , რომელიც ოლდუვაური ხეობის ყველაზე ქვედა ფენაში აღმოჩნდა. თუმცა ჩვეული ძველპალეოლითური იარაღებისგან განსხვავებით მათთვის დამახასიათებელია არასისტემატიური დამუშავება. ძნელია მათი დახარისხება და დახასიათება. აღმოჩენილი ხელსაწყოები სრულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არ ჯდებიან ზოგად საზომებში. მეცნიერებისთვის დათარიღების მხრივ განსაკუთრბეით მნიშვნელოვანია სისტემურობა. მხოლოდ ანატკეჩების დამზადების ხერხებითა და რეტუშირეების ხარისხით შესაძლებელია დროის მარკერის მითითება. თავის- თავად მოსალოდნელია ერთეული ტექნიკების განვითარება, გაჩენა და გაქრობა, ამის შედეგია იმ საერთო ფონიდან ამოვარდნილი იარაღები, რომლებსაც ვერ მივაკუთვნებთ რომელიმე კერძო ჯგუფს. უმეტესად ეს გამონაკლისები ერთგვარ გარდამავალ ნიმუშებს წარმოადგენენ. მეცნიერები გზას სწორედ განვითარების ეტაპებით იკვლევენ.

ოლდუვაური ინვენტარებიდან ძირითად მასას წარმოადგენენ ანატკეჩები და ნამსხვრევები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი ზომით. ჩამომტვრევის კუთხე უმეტესად ბლაგვია, იარაღის დამუშავების ეს ხერხი, თუ იგი სხვებზე დომინირებს მოცემულ არეალში, უმეტესად დასახლების სიძველეზე მიუთითებს. განვითარების შემდეგ ეტაპებზე ეს კუთხე თანდათან მეტად მართი გახდა და ანატკეჩებიც უფრო თხელი და ნატიფი. ნუკლეუსების ასეთი ტიპები ფორმითაც უფრო დახვეწილია და უფრო სწორი ფორმებიც აქვს. არქეოლოგებისთვის ასევე მოულოდნელი იყო მცირე მოკვეთილი ქვის ნატეხების არსებობა. ალუვიალურ და ძველპალეოლითურ ადგილმდებარეობებში იშვიათად თუ ვპოულობთ ასეთ ნატეხებს, რადგან ისინი ყოველთვის წყლის ზემოქმედებით გადაიტანებიან, აქ კი ეს ნამსხვრევებიც გვხვდება. არასწორი იქნებოდა ყველა ნატეხი გადასაყრელ არასაჭირო მასალად ჩაგვეთვალა. რეტუშირების არქონის მიუხედავად მიიჩნევა, რომ ისინი მაინც გამოიყენებოდა საჭრელ ნივთად.

დიდი ხნის განმავლობაში აქეოლოგები და მეცნიერები სხვადასხვა ნამარხებს იმისთვის შეისწავლიდნენ, რომ რაც შეიძლება დიდი კოლექცია შეეგროვებინათ და მეტი გაეგოთ პალეოლითურ პერიოდზე. ფენათა თანმიმდევრულობით გაერკვიათ განვითარების ეტაპები. ზედმიევნითი შესწავლის შემდეგ მეცნიერბს საკმაოდ ზუსტი წარმოდგენა შეექმნათ შესასწავლ მასალაზე და იმ პერიოდის ზოგად ფონზე.

აშელური ქვის იარაღები.

აშელის ინდუსტრია

რედაქტირება

აშელის კულტურა არის ქვის იარაღების არქეოლოგიური ინდუსტრია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მკვეთრი ოვალური და მსხლის ფორმის იარაღები. აშელის პერიოდის ქვის იარაღები წარმოიქმნა ქვემო პალეოლითის ერაში. ეს კულტურა გავრცელებული იყო აფრიკაში, დასავლეთ და სამხრეთ აზიაში, ევროპაში. ძირითადად ქვის იარაღები აღმოჩენილია ჰომო-ერექტუსის ჩონჩხების გვერდით. მეცნიერები ფიქრობენ, რომ აშელური კულტურა განვითარდა აფრიკაში ოლდუვაის კულტურისაგან 1,76 მილიონი წლის წინ ჰომო ჰაბილისის მიერ. აშელის კულტურის იარაღები იყო დომინანტი ტექნოლოგია კაცობრიობის ისტორიის დიდი ხნის მანძილზე.

აშელის სახელწოდება მომდინარეობს ადგილის სახელწოდებიდან. წმინდა აშელი არის გარეუბანი ამიენში, სომის დეპარტამენტის დედაქალაქი პიკარდიაში, სადაც აღმოაჩინეს არტეფაქტები 1859 წელს. ჯონ ფრერი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაადგინა აშელის იარაღების  უძველესი თარიღი. 1797 წელს, მან გააგზავნა ორი ნიმუში ლონდონის სამეფო აკადემიაში. ეს ნიმუშები მან აღმოაჩინა პრეისტორიული წარმოშობის ტბაში გადაშენებული ცხოველების ძვლებთან ერთად და დაასკვნა, რომ ეს იარაღები დამზადებული იყო იმ ადამიანების მიერ, რომელთაც შეხება არ ჰქონდათ მეტალთან. მან ივარაუდა, რომ ეს იარაღები დამზადებული იყო ჩვენს წელთარრიცხვამდე პერიოდში. მისი მოსაზრება უარყოფილი იქნა თანამედროვეების მიერ, რომლებიც ემხრობოდნენ ადამიანის ევოლუციის დარვინისეულ ვერსიას. მოგვიანებით ჟაკ ბუშერმა, რომელიც მუშაობდა 1836-1846 წლებში, შეაგროვა ხელთნაკეთი იარაღის უფრო მეტი ნიმუში და ქვადქცეული ცხოველების ნაშთები მდინარის ნაპირიდან სომში, აბევილთან ახლოს, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ საფრანგეთში. მისი შეხედულებით, ეს იარაღები განეკუთვნებოდა ანტიკურ სამყაროს, რაც აბუჩად აიგდეს მისმა კოლეგებმა. ეს უარყოფითი ტალღა გავრცელდა მანამ, სანამ მარსელ ჟერომმა უფრო მეტი იარაღი არ აღმოაჩინა სენტ-აშელში. აბევილისა და სენტ-აშელის იარაღების საფუძველზე გეოლოგმა ჟოზეფ პრესტვიჩმა საბოლოოდ დაადგინა, რომ ეს იარაღები განეკუთვნებოდა პრეისტორიულ სამყაროს. 1872 წელს, ლუის ლორენ გაბრიელ მორტილემ დაახასიათა იარაღები, როგორც აშელის კულტურის ნაწილი. აშელის კულტურას სახელი გადაერქვა 1925 წელს.

აშელის ინდუსტრიის დათარიღება

რედაქტირება

ადრეული ქვის იარაღების შესწავლა ხდება სხვადასხვა გეოლოგიური ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა რადიომეტრიული დათარიღება, არგონ-კალიუმის მეთოდით დათარიღება და მაგნეტოსტრატიგრაფია. ეთიოპიაში აღმოჩენილი აშელის იარაღები თარიღდება 1,5 მილიონი წლის წინ რადიომეტრიული დათარიღების მიხედვით. რადომეტრიული ანალიზი მოხდა ნარჩენებში აღმოჩენილი ვულკანური ფერფლის მიხედვით. სამხრეთ აზიაში აღმოჩენილი ქვის იარაღებიც ასევე 1,5 მილიონი წლისაა. უძველესი ნაშთები აღმოჩენილია ჩრდილოეთ ტურკანაში, რომელიცაა კენიის რეგიონი. ეს ნიმუშები პირველად შეისწავლა ფრანგული წარმოშობის არქეოლოგიურმა ჯგუფმა. მათ ეს იარაღები დააათარიღეს მაგნეტოსტრატიგრაფიის გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ ტურკანაში აღმოჩენილი იარაღები თარიღდება 1,76 მილიონი წლით. ეს არის უძველესი ნიმუში არამარტო აფრიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. აშელური იარაღის პირველი გამომყენებელი იყო ჰომო-ერგასტერი, რომელიც პირველად გამოჩნდა 1,8 მილიონი წლის წინ. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ იარაღის პირველი გამომყენებელი იყო ჰომო ერექტუსი.

დანალექი დეპოზიტების გეოლოგიურო დათარიღების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ აშელური ინდუსტრია აღმოცენდა აფრიკაში და შემდეგ კი გავრცელდა აზიასა და ევროპაში. ინდივიდუალურ რეგიონებში, დათარიღება შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად განსხვავებული. მაგალითად, ევროპაშ მიიჩნევენ, რომ აშელის კულტურა გავრცელდა მხოლოდ ნახევარი მილიონი წლის წინ. ბოლო გამოკვლევების საფუძველზე, ესპანეთი მიიჩნევს, რომ ეს მოხდა დაახლოებით 900, 000 წლის წინ. აშელის კულტურა გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომაც გვხვდება იარაღების რეგიონალური ვარიაციები.

აშელის ქვის იარაღები

რედაქტირება

პრეისტორიული ქვის იარაღები 4 განვითარების საფეხურა იყოფა. აშელური ინდუსტრია კი მეორე საფეხურს განეკუთვნება. 1 საფეხურს მიეკუთვნეა კლექტონური და ოლდუვაის ინდუსტრია, ხოლო მესამეს მუსტიეს კულტურა, რომელიც აშელის შემდეგ განვითარდა. პირველ საფეხურზე იქმნებოდა უხეში ანატკეჩი ქვის იარაღები, რომელიც მიიღებოდა ქვაზე რიყის ქვის დარტყმით. აშელურ ინდუსტრიაშიც გამოიყენებოდა იარაღის მსგავსად დამზადების მეთოდი, თუმცა ამ დროს ქვის იარაღების დამუშავება უფრო სოფისტიცირებული გახდა. უკვე იყენებდნენ ძვლებს, ხესა თუ ირმის რქებს იმისათვის, რომ იარაღისათვის შესაფერისი ფორმა მიეცათ. ასევე ოლდუვაის ინდუსტრიისაგან აშელის ინდუსტრიას განასხვავებდა ისიც, რომ დასრულებულ ქვის იარაღს სიმეტრიული ბოლოები ჰქონდა.  მუსტიეს ინდუსტრია ჩამოყალიბდა აშელის დასასრულს. მუსტიეს პერიოდში მზადდებოდა კაჟის იარაღები. ქვის იარაღების დამზადების ბოლო საფეხური კი იყო ზედა პალეოლითის ეპოქაში, როდასაც აშელური ინდუსტრია უკვე დავიწყებული იყო.

აშელისთვის დამახასიათებელია ქვის უხეშად დამუშავება. ამ ეპოქას მიეკუთვნება ისეთი ტექნოლოგია, როგორიცაა კლექტონი და რომელიც ხასიათდება მასიური, გლუვ დარტყმის მოედნიანი ანატკეცებითა და ნამზადებით. ამას გარდა, ამავე ეპოქაში იღებს სათავეს ისეთი დახვეწილი ტენიკა, როგორიცაა ლევალუა. ეს ტექნოლოგია გულისხმობს ნუკლეუსზე წინასწარ განზრახული ფორმის დამუშავებას და მიღებას სპეციალური მეთოდებით. აშელის ეპოქაში გავრცელდა ისეთი იარაღების დამზადების ტექნოლოგია, როგორიცაა ორმხრივ დამუშავებული იარაღები, ბიფასები, კლივერები და სხვა. ბიფასი (ხელცული) გამოიყენებოდა სხვადასხვა ფუნქციებისათვის.

თითონ აშელური კულტურაც რამდენიმე საფეხურს მოიცავდა. ჯონ ვაიმერი აშელს ოთხ საფეხურად ყოფს: ადრე, შუა, გვიანი შუა და გვიანი აშელური ინდუსტრიები. აფრიკაში აღმოჩენილი იარაღების საფუძველზე, აშელის იარაღებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ადრე აშელის ქვის იარაღები უფრო სქელი და ნაკლებად სიმეტრიულია, ვიდრე გვიანი აშელის იარაღები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰომო ჰაიდელბერგენსის გამოჩენასთან, რომელმაც ქვის იარაღები უფრო დახვეწა.

ლორენ ისლიმ გამოითვალა, რომ აშელურ იარაღებს აქვთ 20 სანტიმეტრის მქონე მჭრელი ზედაპირი, ხოლო ოლდუვაის ქვის იარაღებს მხოლოდ 5. მჭრელი ზედაპირის გაზრდა უფრო ეფექტურს ხდის იარაღის გამოყენებას. ქვის იარაღებს ჰქონდათ მრავალმხრივი გამოყენება. მათ იყენებდნენ შეშის დასაჩეხად,  ცხოველთა ფიტულის დასაჭრელად, ნანადირევის გასატყავებლად თუ ფესვების ამოსაძირკვად.  აშელის ქვის იარაღებს ყოველთვის არ ჰქონდათ ფუნქციური დატვირთვა. მაგალითად, მელკა კუნტურესა და კალამბოს ჩანჩქერებზე აღმოჩენილი ქვის იარაღები ყოველდღიური საქმიანობებისათვის არ გამოიყენებოდა. ქვის იარაღი შესაძლოა ყოფილიყო სოციალური არტეფაქტი. იმის ცოდნა, თუ როგორ შეგექმნა და გამოგეყენებინა ქვის იარაღი დასაფასებელ ნიჭს წარმოადგენდა. ქვის იარაღის ფლობა მეტყველებდა მისი მფლობელის ავტორიტეტზე და გავლენა ჰქონდა სოციალურ ურთიერთობებზე. ქვის იარაღებს ჰქონდათ ისტორიულად სოციალური მნიშვნელობა.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, აშელის ინდუსტრიის დროს მამაკაცები ამზადებდნენ ქვის იარაღს, რადგან ეს ასოცირდებოდა გარკვეულ ძალაუფლებასთან. კაცს იარაღი სჭირდებოდა ქალისათვის თავის მოსაწონებლად, შემდეგ კი აგდებდა იარაღს. ამით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტიც, თუ რატომ არის აღმოჩენილი ამდენი ქვის იარაღი.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი მიმი ლემი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ აშელური ქვის იარაღები გახდა პირველი რამ, რასაც ჰქონდა გარკვეული ღირებულება და გამოიყენებოდა გასაცვლელად.

აშელური იარაღები იყო საკამაოდ მრავალფეროვანი, თუმცა ის არ იყო შექმნილი თანამედროვე ჰომო საპიენსის მიერ. გვიანი აშელის იარაღი შექმნილია ჰომო საპიენს იდალტუს მიერ, რომელიც იყო ჰომო საპიენსის წინამორბედი. აშელის იარაღის დამზადება პირდაპირ უკავშირდება ჰომო ერექტუსის სახელს, მოგვიანებით კი ჰომო ჰაიდელბერგენსის სახელს.

როგორც ცნობილია, აშელის ქვის იარაღები სიმეტრიულია. ამის საფუძველზე ზოგიერთი მეცნიერი ასკვნის, რომ ამ იარაღის გამომყენებლებს ჰქონდათ უნარი, რომ გამოეყენებინათ გარკვეული ენა. თუმცა ბევრისთვის საკამათოა ის აზრი, რომ არსებობს კორელაცია სივრცით უნარსა და მეტყველებას შორის. ასევე აღსანიშნავია, აშელის დროინდელი ქვის იარაღი “Venus of Berekhat Ram”.  ეს ქვის იარაღი არის არტისტული გამოხატვის ნიმუში. მეცნიერებმა, ქვის იარაღების საფუძველზე გამოიტანეს გარკვეული დასკვნები ჰომო ერექტუსისა და ჰომო ჰაიდელბერგენსის გონებრივ განვითარებაზე.

აშელური ინდუსტრია გარკვეულწილად საქართველოშიც კი გავრცელდა. საქართველოს ტერიტორიაზე სულ სამი აშელური ძეგლია სტრატიფიცირებული და, შესაბამისად, მაღალი მეცნიერული ღირებულების მატარებელი. ეს ძეგლებია წონას მღვიმე, კუდარო 1 და კუდარო 3 . საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 2 ცალი აშელური ხელცული, შუა პალეოლითური ლევალუაზური ლამელა და წაგრძელებული, უნიპოლარული რეტუშირებული ლამელა, რომელიც მიეკუთვნება ადრეულ შუა პალეოლითს. დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა კვლევა საშუალებას მოგვცემს თვალი ვადევნოთ პალეოგარემოს განვითარებას უზარმაზარი ეპოქის განმავლობაში.

მუსტიეს ინდუსტრია

რედაქტირება

ქვის იარაღების აშელურ ინდუსტრიას ევროპის ტერიტორიაზე ჩაენაცვლა მუსტიეს ინდუსტრია, რომლის სახელწოდება მომდინარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დორდონის რეგიონში, ადგილ ლე-მუსტიესთან მდებარე გამოქვაბულის კლდის საფარში გაკეთებული აღმოჩენებიდან. გამოქვაბულის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური აღმოჩენები 1860-იან წლებში მოხდა და მიეკუთვნება ქვედა პალეოლითის ხანის ყველაზე გვიანდელ ხანას. აშელური ინდუსტრიიდან განვითარების პროცესში მუსტიეს ინდუსტრიამ შეითვისა ლევალუაზიური ტექნიკა, რაც ადამიანებს აძლევდა შესაძლებლობას დაემზადებინათ უფრო პატარა, კომპაქტური და ბასრი დანის მსგავსი იარაღები და საფხეკები. ეს ტექნოლოგია დამახასიათებელია შუა და ნაწილობრივ ზემო პალეოლითის პერიოდებისთვის, სწორედ ეს ტექნიკა განსაზღვრავს შუა ქვის ხანის პერიოდს მთელს ევროპაში, აზიის ნაწილსა და აფრიკაში. სახელწოდება კი მომდინარეობს კაჟის იარაღებისგან, რომლებიც პარიზის მახლობლად ლევალუა-პერეში მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა ტექნოლოგიის წარმოშობის ადგილი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ვინაიდან გვხვდება მრავალ კონტინენზე საკმაოდ განსხვავებულ ადგილებში და გვიჩვენებს განსხვავებულ რეგიონალურ ტრაექტორიებს. ლევუაზიური მეთოდის კვლევა გვიჩვენებს აშელური კულტურის ტექნოლოგიიდან შუა ქვის ხანაში გარდამავალ პერიოდს და გამოკვეთს ამ ხანაში მომხდარი ინოვაციების მნიშვნელობას. მეცხრამეტე საუკუნეში ითვლებოდა, რომ ლევუალში აღმოჩენილი ქვის იარაღები ეკუთვნოდა მხოლოდ ლევუალურ კულტურას, თუმცა მომავალში არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა აჩვენეს, რომ მსგავსი იარაღების გავრცელების არეალი ბევრად უფრო ვრცელი იყო, იგი მოიცავდა რამდენიმე განსხვავებულ კულტურას და საკმაოდ ხანგრძლივ ქრონოლოგიურ პერიოდასც. პირველად ლევალუას ინდუსტრია გაჩნდა ქვემო პალეოლითში, თუმცა ყველაზე ფართოდ გავრცელდა შუა პალეოლითის პერიოდში მუსტიეს კულტურის ნეანდერტალელთა შორის, რაც დაახლოებით 300000 – 40000 წლის წინანდელ პერიოდს მოიცავს. აფრიკისათვის „შუა პალეოლითის“ ნაცვლად, ტერმინი „შუა ქვის ხანა“ გამოიყენება, ხოლო აფრიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მუსტიერულ იარაღებს კი პოსტ-აშელური იარაღები. ლევანტის (ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ქვეყნების კრებითი სახელწოდება: სირია, ლიბია, ისრაელი, იორდანია, პალესტინა, ეგვიპტე, თურქეთი) ტერიტორიაზე ლევალუას ინდუსტრიის კვალი გვხვდება ზემო პალეოლითის არქეოლოგიურ ფენაში და უფრო გვიანაც. არქეოლოგიური აღმოჩენები ამტკიცებენ ლევუაზიური მეთოდის გამოყენების ფაქტებს თითქმის ყველა კონტინენტზე, თუმცა დანამდვილებით იმის თქმა, რომ ეს ტექნიკა რაიმე კონკრეტულ ადგილას წარმოიშვა შეუძლებელია, ასევე დღემდე გადაუწყვეტელი საკითხია ეს ტექნიკა ერთხელ შეიქმნა და შემდეგ გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში, თუ სხვადასხვა კონტინენტზე ადამიანები თვითონ მივიდნენ ამ აღმოჩენამდე.

აშელის პერიოდის ბოლოსკენ ჩამოყალიბდა ლევალუაზიური მეთოდი, ამ ტექნოლოგიის განვითარება იარაღის ხელოსანს საშუალებას მისცემდა, ნუკლეუსიდან უბრალოდ ჩამოტეხილი არასწორი ანატკეჩების ნაცვლად, წინასწარ განსაზღვრული ზომისა და ფორმის ანატკეჩები დაემზადებინა.ეს მეთოდი შესაძლებელს ხდიდა, რომ ბევრად უფრო ზუსტი კონტროლი მოეხდინათ საბოლოო პროდუქტის ზომისა და ფორმის, თუმცა წინამორბედ ტექნოლოგიასთან შედარებით უფრო რთულიც იყო, რომელიც ქვის გახლეჩის ტექნოლოგიას ეფუძნებოდა, მიუხედავად შედარებითი სირთულისა ამ მეთოდისთვის ძირითადად გამოიყენებოდა უბრლაო უხეში დარტყმები სამუშაო მასალაზე, რომლისგანაც ამდაგვარად ნელ-ნელა ჩამოტეხავდნენ პატარა ფრაგმენტებს და იღებდნენ სასურველ შედეგს. მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებისას ადამიანი ჯერ წინასწარ განსაზღვრული და სტანდარტული ზომის ნუკლეუსს აძლევს ფორმას და მის ერთ ნაწილში ამზადებს „დარტყმის მოედანს“. ასეთი სახის ტექნიკით დამუშავებული იარაღები 400 000 წლის წინაც გვხვდება, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მუსტიერული ინდუსტრიის არქეოლოგიურ ნაშთებში ვხვდებით.აშელური ტიპის იარაღთან შედარებით, მუსტიერული ტიპის იარაღი გამოირჩევა დიდი ნუკლეუსების უფრო მცირე ზომებით, როგორებიცაა მაგალითად ხელცულები და დანები. მუსტიერული ინდუსტრიისთვის დამახასიათებელია ასევე მცირე პროპორციები, თუმცა აშელური ინდუსტრიისგან განსხვავდება მცირე ზომის ანატკეჩების, მაგალითად სახოკები, შედარებით დიდი პროპორციებით. მუსტიერულ იარაღებში ბევრია დამუშავებული და რეტუშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანატკეჩი, რომელიც ნუკლეუსს ჩამოამტვრიეს, დაუმუშავებლად იყო გამოყენებული. თანამედროვე კვლევითი მეთოდებით შესაძლებელია ამ იარაღების დანიშნულების გარკვევაც, სწორედ საფხეკებზე ცვეთის კვალის შესწავლამ აჩვენა, რომ ნეანდერტალელები ამ იარაღებით ტყავსა და ხეს ამუშავებდნენ. აღმოჩენილ იარაღებს შორის ცალი მხრიდან გათხელებული და წაწვეტებული იარაღების არსებობა გვაფიქრებინებს, რომ მათ ტარები ან სახელურები უნდა ჰქონოდათ.

არქეოლოგიური გათხრები აჩვენებს, რომ სხვადასხვა ძეგლზე სხვადასხვა რაოდენობითაა აღმოჩენილი ქვის იარაღების სხვადასხვა სახეობა, განსხვავებული პროპორციებით გვხვდება სახოკები, საფხეკები და ისრები. ეს ფაქტი იხსნება იმით, რომ სხვადასხვა ძეგლზე ადამიანები განსხვავებული საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ამიტომაც ერთი რომელიმე სახეობის იარაღი უფრო საჭირო იყო ვიდრე სხვები, მაგალითად მონადირებისთვის ყველაზე საჭირო ქვის იარაღი უნდა ყოფილიყო ისრის თავი. პოლ ფიშის აზრით კი ლევუაზიური ტექნიკით დამზადებული იარაღი იქ უფრო ჭარბობს, სადაც ადვილად მოიპოვებოდა კაჟის დიდი ნატეხები.

გარდა დანებისა და საფხეკებისა ქვისგან ასევე ამზადებდნენ ისეთ იარაღებს, როგორიცაა ისრის თავები, მიუხედავად იმისა რომ ასეთი სახის ქვის იარაღები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უძლებენ ბუნებრივ პროცესებს და ადვილად ინახებიან, ისინი ადვილად იკარგებიან, თუმცა წარმოადგენენ ადამიანის წარსულის კვლევის უმნიშვნელოვანეს გასაღებს და გვიქმნიან წარმოდგენას პრეისტორიული ადამიანის ყოვედლღიურ ცხოვრებასა და ვაჭრობაზე. არსებობს სამეცნიერო ტექნოლოგიები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ქვის იარაღებში გამოყენებული მასალების წარმომავლობის განსაზღვრას. ზოგჯერ ისრის თავებს ქვასთან შედარებით უფრო რბილი მასალებისგანაც ამზადებდნენ, როგორებიცაა ძვლები, განსაკუთრებით კი სპილოს ძვალი. რეგიონებში, სადაც განვითარებული იყო მეტალურგია ისრის თავებს ამზადებდნენ ბრინჯაოს, სპილენძისა და რკინისგან, თუმცა ქვის ხანაში იარაღები ძირითადად მზადდებოდა კაჟისგან, ობსიდიანისა და კვარცისგან ასევე სხვა მრავალი ქვისა თუ მინერალისგანაც. [2]

პოსტ-აშელური ინდუსტრია

რედაქტირება

პოსტ აშელური იარაღი, რომელიც აფრიკის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, ის მუსტიეს კულტურის იარაღების მსგავსად იყენებს ლევალუაზიურ ტექნიკას, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც წინასწარ გამზადებულ თარგს იყენებდნენ, რათა შემდეგ გაეგრძელებინათ მათზე მუშაობა. მსგავი იარაღი დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ადრეული ჰომო საპიენსის სადგომებში, გამოქვაბულებსა და კლდეებში სამხრეთ აფრიკაში მდინარე კლასიეს ნაპირებზე, აღმოჩენები ეკუთვნის გვიანდელ პლეისტოცენს, თუმცა განსხვავებული დათარიღების ტექნოლოგია სხვადასხვა შედეგს იძლევა, ვინაიდან არქეოლოგიური გათხრების ტერირორიაზე არტეფაქტების შენახვის პირობები განსხვავებულ ფენებსა და ნაწილებში ძლიერ განსხვავდებოდა, ასევე დიდი განსხვავებაა ნიადაგის ქიმიურ შედგენილობაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხერხდება თითოეული აღმოჩენის ზუსტი დათარიღება, გარკვეულია ზუსტი დროის მონაკვთი, უძველესი წერტილი არის 125 000 წლის წინ ხოლო უახლესი კი დაახლოებით 45 000 წლის წინ. პირველი არქეოლოგიური აღმოჩენები მდინარე კლასიეს ნაპირებზე გაკეთდა 1984 წელს. ტრადიციულად, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი შუა ქვის ხანის იარაღები გამოიკვლიეს ტიპოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით და ჩაუტარდათ მეტრიკული ანალიზი. ზოგიერთ არქეოლოგიურ ფენაში გვხვდება ისეთი ქვის იარაღებიც, რომლებშიც არაა გამოყენებული ადგილობრივი მასალა, თუმცა მთელ ლოკაციაზე იარაღების ძირითადი მასალა კვარციტია. თუმცა ეს ტენდენციაც იცვლება, როდესაც უფრო მაღალ ფენებში გადავდივართ, ყოველ მომდევნო ფენაში იზრდებს ისეთი იარაღების პროცენტული რაოდენობა, რომელთა შემადგენლობაშიც არ შედის კვარციტი და შეიცავს ისეთ მასალებს, როგორიცაა კალცედონი. მაღალ ფენებში გამოყენებულია  მთლიანად ადგილობრივი მასალა, შესწავლილი ამ პერიოდის 11 არტეფაქტი და თითოეული მათგანი ამ ფაქტზე მეტყველებს. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იარაღები ძალიან მრავალფეროვანია, ნაპოვნია წვეტიანი ანატკეჩები, რომლებიც ისრის თავებად უნდა გამოეყენებინათ ქვის ხანის ადამიანებს, ასევე პარალელურგვერდებიანი ანატკეჩები, რომლებიც დიდი ალბათობით დანის ფუნქციას ასრულებდნენ. ასევე მნიშვნელოვან აღმოჩენათა რიცხვს მიეკუთვნება სამხრეთ აფრიკაში, ბორდერის გამოქვაბულში აღმოჩენილი ქვის იარაღები, რომლებიც დაახლოებით 200 000 წლით თარიღდება.

მკვლევარებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ აღმოჩენები, რომლებიც მდინარე კლასიეს ნაპირზე გაკეთდა ნათლად ასახავს საკმაოდ ვრცელ დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც შუა ქვის ხანის იარაღებმა მოდიფიკაციის რამდენიმე სტადია გაიარეს. გარკვეული აღმოჩენები მიუხედავად ყველაფრისა წარმოაჩენენ ტექნიკის უცვლელობას მთელი პერიოდის მანძილზე, თუმცა ძირითადი მორფოლოგიური ტენდენცია უჩვენებს, რომ ქვის იარაღების წარმოდგენა მდინარე კლასიეს ნაპირებზე მუდმივად ვითარდებოდა. ამ ტენდენციას ნათელს ფენს აღმოჩენილი ნუკლეუსების ზომების ცვლილება და მათ შესაქმნელად გამოყენებული განსხვავებული ტექნოლოგიური ტრადიციები.[7]

ზედა პალეოლითის ქვის იარაღები

რედაქტირება

ქვის იარაღები მუდმივად განიცდიდა ცვლილებას დროთა განმავლობაში. სხვადასხვა კულტურაში ადამიანის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა და ვითარდებოდა ლითოსებიც. პალეოლითის პერიოდების დაყოფა ემთხვევა ქვის იარაღების დამზადების მეთოდების ცვლილებას. ზედა პალეოლითის იარაღის დამზადების ტექნიკის ფესვები მუსტიერული და პოსტ-აშელური პერიოდებიდან მოდის. ამაზე ის ანატკეჩები მეტყველებს, რომლებიც ზედა პალეოლითურ ძეგლებზეა აღმოჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ზედა პალეოლითის ძეგლებზე მეტი რაოდენობით ბასრი პირებია აღმოჩენილი, გვხვდება საჭრისებიც, ძვლისა და ირმის რქის იარაღებიც, მიკროლითებიც.

„...ზედა პალეოლითში გაჩნდა იარაღის დამუშავების ორი ახალი მეთოდი: არაპირდაპირი დარტყმა (ეგრეთ წოდებული პერკუსია) და წნევით ატკეჩა. ბასრი პირები შუა პალეოლითის ძეგლებზეც ჩნდებოდა, მაგრამ ზედა პალეოლითამდე ასე ფართოდ არ გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბასრი პირების დამზადება სხვადასხვა მეთოდით შეიძლებოდა, ზედა პალეოლითში ჩაქუჩის არაპირდაპირი დარტყმის მეთოდი უფრო მიღებული იყო. ნუკლეუსისათვის ცილინდრული ან პირამიდული ფორმის მიცემის შემდეგ ხელოსანი ირმის რქას, ხეს ან რაიმე მყარი მასალის „კომპოსტერს“ საჭირო მდგომარეობაში იჭერდა და ჩაქუჩს ურტყამდა. იმის გამო, რომ ძალა სწორად იყო მიმართული, ხელოსანი ამზადებოდა სასურველი ფორმის ბასრ პირებს, რომელთა სიგრძე სიგანეს ორჯერ აღემატებოდა.“[1]

ზედა პალეოლითში ქვას დაემატა სხვა მატერიებიც და შეივსო ძვლის, ირმის რქისა და სპილოს ძვლის იარაღის სიმრავლით. პირველად ჩნდება ძვლისგან დამზადებული ისეთი იარაღები, როგორებიცაა ნემსები, მახათები და ბარჯები. ამგვარი საგნების დამზადება ბევრად გაადვილა საჭრისების შექმნამ. საჭრისები შუა პალეოლითშიც გვხვდებოდა, მაგრამ ზედა პალეოლითის ძეგლებზე ისინი ძალიან დიდი რაოდენობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.

სხვა მრავალ ტექნიკასთან ერთად ზედა პალეოლითში განვითარდა წნევითი ატკეჩის მეთოდიც. არაპირდაპირი დარტყმის მეთოდისგან განსხვავებით, წნევით ატკეჩების მეთოდი გულისხმობს ძვლის, ხის ან ირმის რქის იარაღზე წნევის ზემოქმედებით (დაწოლით) დასამუშავებელი იარაღიდან მცირე ანატკეჩების ჩამომტვრევას. წნევით ატკეჩვა ჩვეულებრივ იარაღის რეტუშირების საბოლოო სტადიაზე გამოიყენებოდა.

ზემო პალეოლითის განმავლობაში იარაღი იხვეწებოდა. „ყველაზე პატარა პირებს, რომელთაც მიკროლითები ეწოდება, ხშირად სახელურები უკეთდებოდა. ერთ სახელურში ერთი ან რამდენიმე ბასრი პირი იყო ჩასმული და შუბად, ხის სათლელად, დანად ან ნამგლად გამოიყენებოდა. სახელურში ჩასასმელად მჭრელი პირი ისე უნდა დამუშავებულიყო, რომ მისი მეორე ბოლო ბლაგვი ყოფილიყო, რათა სახელური არ დაეზიანებინა. გარდა ამისა, იარაღის ბლაგვი მეორე ბოლო უტარო იარაღის გამოყენებისას ადამინსაც არ დააზიანებდა.“

არსებობს ვარაუდები, რომ კაჟის ეკონომიკურად[8] გამოყენების სურვილმა განაპირობა ბასრი პირების დამზადების ტექნიკა. ერთ-ერთი მეცნიერის გამოთვლით, ძველი აშელური ტექნიკის გამოყენებით ორი 16 დიუმის პირის სიგრძის ხეცულის დასამზადებლად 2 გირვანქა კაჟი დასჭირდებოდათ. უფრო განვითარებული, მუსტიერული ტექნიკის გამოყენებით, იმავე რაოდენობის ნედლეულიდან 2 იარდის სიგრძის პირი გამოვიდოდა, ხოლო ზედა პალეოლითის არაპირდაპირი დარტყმის მეთოდით - 25 იარდი. მასალის იმავე რაოდენობიდან ბევრად უფრო დიდი რაოდენობის იარაღის მიღება შეიძლებოდა. ძვირფასი მასალიდან რაც შეიძლება მეტი სარგებლობის მიღება ძალზე მნიშვნელოვანი იყო ისეთ ადგილებში, სადაც კაჟის დიდი მარაგი არ აღინიშნებოდა. მოსახლეობის ზრდის პირობებში კი, თავისთავად ცხადია, რომ ბევრად მეტი რაოდენობის იარაღი იქნებოდა საჭირო.

მეცნიერიების აზრით, იარაღის დამზადების ტექნოლოგიის მნიშვნელოვან განვითარებას, რომელიც კაჟის ერთი ნატეხიდან ბასრი პირების მაქსიმალური რაოდენობით დამზადებაში მდგომარეობდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ადამიანთა უმრავლესობა ისეთ ადგილებში ცხოვრობდა, სადაც კაჟი არ მიოპოვებოდა. ბასრპირიანი იარაღის დამზადების ტექნიკის განვითარების კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ ის აადვილებდა იარაღის მსუბუქ შეკეთებას. მაგალითად, თუ რომელიმე იარაღოს საჭრელი პირი სამართლის მსგავსი რამდენიმე პირისგან შედგებოდა, რომლებიც ხის ერთ ნაჭერში იყო ჩასმული, ხოლო ერთ-ერთი ამ პირთაგანი გატყდებოდა, იარაღის გამოყენება შეუძლებელი ხდებოდა. მაგრამ თუ იარაღის პატრონს თან ექნებოდა კაჟის ნაჭერი, რომლისგანაც იდენტური ზომის ისეთივე პირის დამზდება შეიძლებოდა, დაზიანებული პირის გამოცვლას და იარაღის შეკეთებას ადვილად შეძლებოდა. ასევე ადვილად შეიძლებოდა შუბისპირის გამოცვლა ან შეკეთებაც. ამგვარად, ბასრი პირების დამზდების ტექნიკის ადაპტაციის მიზეზი შეიძლება არა მარტო კაჟის ეკონომიკურა გამოყენება, არამედ დაზიანებული პირების გამოცვლაც ყოფილიყო.

ზედა პალეოლითის ადამიანების მიერ დამზადებული იარაღის შესწავლას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ისინი ბევრად უფრო უკეთესი მონადირეები და მეთევზეები იყვნენ, ვიდრე მათი წინამორბედები. [9]

მაგდალენიანური კულტურის ქვის იარაღების ნიმუშები.

მიკროლითური ინდუსტრია

რედაქტირება

მეხუთე სტადიის ქვის იარაღები მოიცავს მიკროლითურ წარმოებას, რომელიც გამოიყენებოდა კომპოზიტური იარაღების დამზადებისათვის, ანუ რომელთა ნაწილებიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მაგალითები, ასევე, მაგდალენიანური კულტურიდანაც გვაქვს. მსგავსი ტექნოლოგია საშუალებას აძლევდათ ისეთი ნედლეული, როგორიცაა კაჟი, გამოეყენებინათ მაქსიმალურად ოპტიმალურად და ამავე დროს საჭიროებდა მეტ გამოცდილებასა და უნარებს მცირე ზომის ფირფიტების დასამზადებლად.

მიკროლითი მცირე ზომის ქვის იარაღია, ხშირად დამზადებულია კაჟისაგან ან სხვა მსგავსი ქვისაგან და ხშირად ერთი სანტიმეტრი სიგრძისა და ნახევარი სანტიმეტრი სიგანისაა. ისინი შექმნილია 35000-დან 3000 წლის წინათ მცხოვრები ადამიანების მიერ, ევროპაში ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. მიკროლითები დამზადებული პატარა, ბასრი კაჟის ნაწილისაგან უხეში, წაკვეთილი რეტუშირების შედეგად, რომლისგანაც რჩება სამრეწველო ნარჩენები, მიკრობურინის სახელით ცნობილი..

მიკროლითების ორ ოჯახს გამოყოფენ: ლამინარულს, პლასტიკურს და გეომეტრიულს. ლამინარული მიკროლითები დაკავშირებულია ზედა პალეოლითის დასასრულ პერიოდთან და ეპიპალეოლითის ერის დასაწყისთან, რაც შეეხება გეომეტრიულ მიკროლითებს, ისინი ახასიათებს მეზოლითისა და ნეოლითის პერიოდებს და შეიძლება იყოს სამკუთხა, ტრაპეციის ან ნახევარმთვარის ფორმის. მიკროლითების წარმოება შემცირდა სოფლის მეურნეობის განვითარების ხანაში, მაგრამ შემდეგ გაგრძელდა ისეთ კულტურებში, რომელთა შორისაც მკვეთრად არის გავრცელებული ნადირობის საკმაოდ რთული ფორმები.

მიკროლითები ოდიდგანვე გამოიყენებოდა ისეთი სანადირო იაღაღების შექმნის და დახვეწის პროცესში, როგორებიცაა, შუბები, მოგვიანებით უკვე ისრები და სხვა მსგავსი რომლებიც აღმოჩენილ იქნა აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. მათ გამოიყენებდნენ ხესთან, ძვლებთან, რეზინთან მუშაობისას, იმისთვის, რომ დაემზადებინად კომპოზიტური სახის იარაღები, ამას ადასტურებს ის ხის ნაწილები, რომლებიც ნაპოვნი იქნა შვედეთში, დანიასა და ინგლისში და რომლებზეც აშკარაა მიკროლითების შეხების კვალი. აღსანიშნავია, რომ საშუალოდ 6-დან 18 მიკროლითს საჭიროებდა ერთ შუბის ან ჰარპუნის შექმნა, თუმცა მხოლოდ ერთი დაგჭირდებოდათ ისრის დასამზადებლად.[10]

ახლა კი აუცილებლად უნდა შევეხოთ მაგდალენიანურ კულტურასაც, რომელიც გვხვდება ზედა პალეოლითის ხანაში დასავლეთ ევროპის მიდამოებში და თარიღდება 17000-დან 12000 წლით. მისი სახელწოდება მოდის ქვის გამოქვაბულის სახელიდან, La Madeleine, რომელიც მდებარეობდა საფრანგეთის დორდონის დეპარტამენტში, კერძოდ ტურსაკის დასახლებაში, ვეზერის ხეობაში. ამ პერიოდს მოგვიანებით ჩრდილოეთის ირმის ერა ეწოდა ედუარდ ლარტესა და ჰენრი ქრისტის მიერ, რადგან მაგდალენიანური ბევრ კულრტურაში ასოცირდება სწორედ ჩრდილოეთის ირემთან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის ადგილებში ხშირად ნადირობდნენ ირმებზე, ცხენებზე თუ მამონტებზე, გამყინვარების ხანის ბოლო პერიოდში. საინტერესოა, რომ ეს კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოში, მაგალითად, დასავლეთ პორტუგალიასა და პოლონეთის აღმოსავლეთში.

მაგდალენიანური ხანგრძლივი პერიოდი ხასიათდებოდა მრავალი სტადიით, პროგრესით ხელოვნებაში და ზოგადად კულტურაში, ასევე, ცივი და მშრალი კლიმატით, ცხოველების ძვლების აქტიური გამოყენებით სხვადასხვა იმპლემენტების შექმნაში.

ქვის იარაღების კულტურა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანიაა კაცობრიობის განვითარებისათვის. ამავვე დროს, ადვილი შესამჩნევია თუ რაოდენ დიდი ადგილი უჭირავს მიკროლითურ ინდუსტრიას ადამიანის შესაძლებლობების აღმოჩენისა თუ რეალიზების პროცესში და რომ მაგდალენიანური კულტურაც საკმაოდ ორიგინალური, დატვირთული და მრავლისმომცემია ქვის იარაღებით დაინტერესებული მკვლევრებისათვის.[11]

ქვის იარაღების თანამედროვე გამოყენება

რედაქტირება

კაჟის იარაღის მექანიზმის გამოგონებას გადატრიალება მოჰყვა მეთექვსმეტე საუკუნეში. ამ სახის იარაღებზე შეიქმნა დიდი მოთხოვნა. კაჟის იარაღების ინდუსტრია ფართოდ გავრცელა მეოცე საუკუნეში სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ინგლისის ერთ-ერთ ქალაქ ბრენდონში. მისი ერთ-ერთი მოდელი “1819 Hall Breech Loading Riffle” სპეციალურად  შეიქმნა აშშ-ს არმიისათვის.

სპეციალური მიზეზების გამო დღეას ფართოდ გამოიყენება შუშის დანები. განსაკუთრებით წვრილი სექციების დასაჭრელად ელექტრონულ მიკროსკოპიაში, რომელიც ცნობილია, როგორც მიკროტომია. ეს დანები იქმნება მაღალი ხარისხის შუშისგან და არა უხეში მასალისგან, როგორიცაა ობსიდიანი. ქირურგიული დანები იქმნება ობსიდიანისგან და გამოიყენება დელიკატური ქირურგიული ჩარევის დროს.

იარაღი ქვა

რედაქტირება

გარდა ჩვეულებრივი ქვის იარაღებისა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ არსებობდა კიდევ სპეციალური იარაღი ქვები, რომლებსაც ადამიანები სხვა დანარჩენი ქვის იარაღების დასამზადებლად იყენებდნენ. ამ ტერმინს ასევე იყენებენ იმ მატერიალების აღსანიშნავადაც, რომლებიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნუების ქვის იარაღების საწარმოებლად.[12]

დმანისში აღმოჩენილი ქვის იარაღები.

ქვის იარაღები საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში არსებობს პალეოლითური ძეგლები, რომელთა ნაწილიშიც აღმოჩენილია ორმხრივი დამუშავების ტექნიკით ნაკეთი იარაღი (ხელცულები, საჩეხები, სხვა). უამრავი ქვის ხანის იარაღია აღმოჩენილი დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეს და სხვა გამოქვაბულებებში. საქართველოში ქვედა და შუა პალეოლითის ხანის იარაღები ძირითადად სწორედ რომ ქვის  (კაჟის, კირქვის, კვარცის, ობსიდიანის, ანდეზიტის, ბაზალტისა და სხვ.) მასალისგანაა დამზადებული - გაჩორკნილი, გათლილი. უძველესი ქართველი ადამიანები ზოგჯერ მიმართავდნენ მეორად დამუშავებასაც - რეტუშირებას, რომელსაც ღებულებდნენ ანატკეჩის ნაპირზე ხელჩაქუჩის ან მოგრძო მოყვანილობის რიყის ქვის თანმიმდევრული, ხშირი და მკვეთრი დარტყმით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უძველესი ადამიანებიც სხვა დანარჩენებივით ვითარდებოდა ქვის იარაღის კუთხით. ზედა პალეოლითში საქართველოშიც მაღალ საფეხურზე ავიდა ქვის წარმოების ტექნიკა. ადამიანი უკვე აკეთებდა პრიზმულ, კონუსურ, სოლისებურ და სხვა მოყვანილობის იარაღებს, რომლებშიც წამყვანი ადგილი ეკავა საფხეკებსა და საჭრისებს. საფხეკებს პირველყოფილი ადამიანი ტყავის დამუშავებისთვის, ხის, ძვლის გასაფხეკად ხმარობდა, ხოლო საჭრისებს ძვლის დასამუშავებლად იყენებდა. იარაღებში ჩნდება ძვლისა და რქისგან დამზადებული ნივთებიც. მაგალითად, ძვლისგან მზადდებოდა საპრიალებლები, სადგისები, სახვრეტები, ნემსები, ხოლო რქას ხმარობდნენ მიწის ასაჩიჩქნად.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.researchgate.net/profile/Marlize_Lombard/publication/256673284_A_method_for_identifying_Stone_Age_hunting_tools/links/00b7d52398a4b2daed000000.pdf
  2. 2.0 2.1 „ანთროპოლოგია“ - ქეროლ რ. ემბერი
  3. “A Method For Identifying Stone Age Hunting Tools”, Marlize Lombard
  4. „ანთროპოლოგია“ - ქეროლ რ. ემბერი
  5. https://www.calacademy.org/press/releases/scientists-discover-oldest-evidence-of-stone-tool-use-and-meat-eating-among-human
  6. http://sci-hub.cc/10.1146/annurev.an.05.100176.001025
  7. http://cyber.sci-hub.cc/MTAuMTAwNy9zMTA0MzctMDA2LTkwMDItNQ==/tryon2006.pdf[მკვდარი ბმული]
  8. “Upper Palaeolithic Archaeology Harvey”, M. Bricker
  9. Quantitative Analysis of Upper Paleolithic Stone Tools, James R. Sackett
  10. „ანთროპოლოგია“ - ქეროლ რ. ემბერი
  11. http://www.paleoanthro.org/static/journal/content/PA20100123.pdf
  12. http://moscow.sci-hub.cc/07b9960ebf321cb325f5d8631bf8731b/wurz2002.pdf[მკვდარი ბმული]
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-23. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვის_იარაღები“-დან