კნორი (ნორვ. Knörr) — ვიკინგების ხის გემების ერთ-ერთი ტიპი,რომელსაც X ს-მდე იყენებდნენ. კნორის ასაგებად გამოიყენებოდა ფიჭვი, კოპიტი და, იშვიათად, მუხა. მაქსიმალური ზომები 15×5×2 მ. მოქმედებაში მოჰყავდა ნიჩბებს ან სწორ იალქნებს.

კნორის მოდელი

კონსტრუქცია რედაქტირება

კნორი ძალიან ჰგავდა დრაკარს, თუმცა, მისგან განსხვავებით, ჰქონდა არა საბრძოლო, არამედ სატვირთო და სავაჭრო დანიშნულება. მას იყენებდნენ მარაგ-ნაწილების, აღჭურვილობის გადასატანად, ასევე, ცხენების გადასაყვანად, ამიტომ ის უფრო ღრმა და განიერი იყო და ნაკლებ სიჩქარეს ანვითარებდა. იტევდა 30–40 ადამიანს. გემის შუაში დიდი თავისუფალი ადგილი იყო, საქონლის განსათავსებლად.

ასევე,ცნობილია, რომ დიდი ტევადობის წყალობით,მას იყენებდნენ შორეულ ნაოსნობაში. მაგალითად, ერიკ წითური, რომელიც ჰარალდ I-ის მმართველობის პერიოდში, მკვლელობის გამო იძულებული გახდა ნორვეგიიდან გაქცეულიყო, სწორედ კნორით გაემგზავრა დასავლეთისკენ და გრენლანდია აღმოაჩინა. იგივე ტიპის გემებით, მას ფეხდაფეხ მიჰყვნენ სკანდინავიელი დევნილები.

არქეოლოგია და რეკონსტრუქცია რედაქტირება

1957-1959 წლებში, ქალაქ როსკილედან (დანია) 20 კმ-ის დაშორებით, აღმოაჩინეს ვიკინგების 6 ჩაძირული გემი, რომელთა ამოტანა და გამოკვლევა მოხერხდა 1962 წელს. მათგან ორი შეგვიძლია კნორების კლასს მივაკუთვნოთ. შედარებით დიდი ხომალდის ზომებია

16,5×4,6×2 მ და განკუთვნილი იყო ჩრდილოატლანტიკაში სანაოსნოდ. მომცრო ხომალდის ზომებია 13,3×3,3×1,4 მ და ის ბალტიის ზღვაში სანაოსნოდ იყო განკუთვნილი.

1963 წელს, ნორვეგიელმა მოგზაურმა რაგნარ ტურსეტმა ააგო დიდი კნორის ზუსტი ასლი „Saga siglar“, რომლითაც ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი, სხვა კონტინენტებზე იმოგზაურა, მათ შორის ავსტრალიაშიც და 1992 წლის შემოდგომაზე კატალონიას ნაპირებთან, შტორმის შედეგად ჩაიძირა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება