პორტ-ლუი
პორტ-ლუი (ფრანგ. Port Louis) — მავრიკის დედაქალაქი. იგი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნავსადგურია ინდოეთის ოკეანეში. მდებარეობს პორტ-ლუის ოლქში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ პორტ-ლუის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 149 226 ადამიანს[1].
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პორტ-ლუი ფრანგ. Port Louis | |||||
პორტ-ლუი | |||||
| |||||
ქვეყანა | მავრიკი | ||||
ოლქი | პორტ-ლუის ოლქი | ||||
კოორდინატები | 20°10′00″ ს. გ. 57°31′00″ ა. გ. / 20.16667° ს. გ. 57.51667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1735 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 | ||||
ფართობი | 42,7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 134 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 149 226 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 3494,75 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
ოფიციალური საიტი | mpl.intnet.mu/home.htm | ||||
ისტორია
რედაქტირება1638 წლისთვის პორტ-ლუის უკვე იყენებდნენ როგორც პორტს. 1735 წელს, ფრანგული მმართველობის ქვეშ იგი მავრიკის ადმინისტრაციული ცენტრი და კეთილი იმედის კონცხის გარშემო მოგზაური გემების მთავარი შესასვენებელი ადგილი გახდა. ქალაქს სახელი მეფე ლუი XV-ის პატივსაცემად ეწოდა.
მოსახლეობა
რედაქტირებაქალაქის მოსახლეობა ძირითადად შედგება მუშების შთამომავლებისგან, რომლებიც კუნძულზე მოხვდნენ ინდოეთიდან XIX საუკუნეში. უფრო ადრე კუნძულზე ცხოვრობდნენ მონები, რომლებიც აქ შემოიყვანეს ინგლისელებმა და ფრანგებმა XVIII საუკუნეში. კუნძულის მოსახლეობის 75 %-ზე მეტს შეადგენენ შერეული წარმოშობის ინდოელები, ასევე: ჩინელები, აფრიკელები და ევროპელები.
ეკონომიკა
რედაქტირებაგანათლება და კულტურა
რედაქტირებაქალაქში არსებობს უნივერსიტეტი და რამდენიმე მუზეუმი.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- ლა-პოსესიონი, (რეიუნიონი), 1979 წლიდან[2].
- აჰმადაბადი, ინდოეთი
- სენ-მალო, საფრანგეთი 1999 წლიდან
- კვებეკი, კანადა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პორტ-ლუის სამოგზაურო გზამკვლევი დაარქივებული 2009-06-06 საიტზე Wayback Machine.
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-11-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mauritius: largest cities and towns and statistics of their population Citypopulation (ინგლისური) (გერმანული)
- ↑ Ville de la Possession - Jumelages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 2012-07-10.