აჰმადაბადი (ინდოეთი)
აჰმადაბადი (გუჯარ. અમદાવાદ) — ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატის უმსხვილესი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქი. იგი ინდოეთის მეექვსე უდიდესი ქალაქი და მეშვიდე უდიდესი აგლომერაციაა 6,5 მილიონიანი მოსახლეობით.[3][4] 2010 წელს ჟურნალმა ფორბსმა აჰმადაბადი ინდოეთის ყველაზე სწრაფადმზარდ ქალაქად შეაფასა, მსოფლიოში კი ანალოგიური მაჩვენებლით მესამე ქალაქად, ჩინური ჩენდუსა და ჩუნცინის შემდეგ,[5] უსწრებს მეოთხე ადგილზე მყოფ ბრაზილიის ქალაქ მანაუსს. 2011 წლის დეკემბერში, საბაზრო კვლევის ორგანიზაცია IMRB-მა აჰმადაბადი ცხოვრების საუკეთესო დონის მეგა-ქალაქად დაასახელა ინდოეთის სხვა მეგა-ქალაქებს შორის.[6] აჰმადაბადი მდინარე საბარმატის ნაპირებზეა გაშენებული, შტატის დედაქალაქ განდინაგარიდან 32 კმ-ის დაშორებით. 1960 წლამდე იგი გუჯარათის შტატის დედაქალაქი იყო.
ქალაქი | |
---|---|
აჰმადაბადი გუჯარ. અમદાવાદ | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | გუჯარათი |
კოორდინატები | 23°02′00″ ჩ. გ. 72°35′00″ ა. გ. / 23.03333° ჩ. გ. 72.58333° ა. გ. |
მმართველი | Gautam Shah[1] |
დაარსდა | 26 თებერვალი, 1411 |
ფართობი | 475 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 53 მ |
მოსახლეობა | 5 897 312[2] კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 22 473 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +079 |
საფოსტო ინდექსი | 3800XX |
საავტომობილო კოდი | GJ-1 |
ოფიციალური საიტი | https://ahmedabadcity.gov.in/ |
აჰმადაბადი 1411 წლის 26 თებერვალს სულთანმა აჰმად შაჰმა დააარსა, როგორც გუჯარათის სასულთნოს დედაქალაქი, სახელი კი მისივე პატივსაცემად ეწოდა. ბრიტანეთის მმართველობისას, დაარსდა სამხედრო დასახლება, განივრცო და გაუმჯობესდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბრიტანელებისვე მმართველობის ხანაში, ბომბეის ოლქში გაერთიანებული აჰმადაბადი გუჯარათის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა. ქალაქი ტექსტილის ინდუსტრიის ბუმის ცენტრად იქცა, რამაც მას ზედმეტსახელად „აღმოსავლეთის მანჩესტერი“ შესძინა.[7] XX საუკუნის პირველ ნახევარში აჰმადაბადი ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის წინა ხაზებში გამოდიოდა.[8] იგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მრავალი კამპანიის ცენტრი იყო, რაც მიზნად ისახავდა მუშათა, მოქალაქეთა უფლებების, პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვას. მას შემდეგ, რაც გუჯარათის შტატი შეიქმნა 1960 წელს, აჰმადაბადი მოფუსფუსე მეტროპოლია გახდა კლასიკური და კოლონიური ევროპული სტილის შენობებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ahmedabad, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Ahmedabad Collectorate დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.
- Ahmedabad Municipal Corporation დაარქივებული 2006-05-11 საიტზე Wayback Machine.
- Ahmedabad Urban Development Authority დაარქივებული 2012-07-09 საიტზე Wayback Machine.
- Ahmedabad Kite Festival დაარქივებული 2011-06-23 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- Muktirajsinhji Chauhan and Kamalika Bose. History of Interior Design in India Vol 1 : Ahmedabad (2007) ISBN 81-904096-0-3
- Altekar, Anant Sadashiv. A history of important ancient towns and cities in Gujarat and Kathiawad (from the earliest times down to the Moslem conquest). ASIN B0008B2NGA.
- (1993) India's Industrial Cities: Essays in Economy and Demography. Oxford University Press. ISBN 0-19-563172-2.
- Rajan, K. V. Soundra (1989). Ahmadabad. Archaeological Survey of India.
- Forrest, George William. Cities of India. Adamant Media Corporation. ISBN 0-543-93823-9.
- Gandhi, R (1990). „Patel: A Life“. Navajivan Press, Ahmedabad. ASIN B0006EYQ0A. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Michell, George (2003). Ahmadabad. Art Media Resources. ISBN 81-85026-03-3.
- (2011) Ahmedabad: Shock City of Twentieth-Century India. Indiana University Press. ISBN 978-0-253-35587-4.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.dnaindia.com/ahmedabad/report-ahmedabad-mayor-okays-budget-city-to-get-pay-and-park-2585498
- ↑ Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
- ↑ India: metropolitan areas. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 3 September 2010.
- ↑ http://www.censusindia.gov.in/2011-prov-results/paper2/data_files/India2/Table_2_PR_Cities_1Lakh_and_Above.pdf
- ↑ Cheers Ahmedabad! City is racing ahead. DNA India. ციტირების თარიღი: 16 October 2010.
- ↑ „Ahmedabad best city to live in, Pune close second“. The Times Of India.
- ↑ Engineer, Ashgar Ali (2003). The Gujarat Carnage. Orient Longman, გვ. 196. ISBN 81-250-2496-4.
- ↑ A. Srivathsan (23 June 2006). „Manchester of the east“. The Hindu. Chennai, India. ციტირების თარიღი: 30 July 2006.