ჩენდუ (ჩინ.: 成都) — სუბპროვინციული მნიშვნელობის ქალაქი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მინძიანის ხეობაში. წარმოადგენს სიჩუანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2014 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 14,427,500 ადამიანი. ფართობი 14,378.18 კმ².

ქალაქი
ჩენდუ
成都
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
შიდა დაყოფა Jinjiang District, Qingyang District, Jinniu District, Wuhou District, Chenghua District, Longquanyi District, Qingbaijiang District, Xindu District, Wenjiang District, Jintang County, Shuangliu District, Pidu District, Dayi County, Pujiang County, Xinjin District, Dujiangyan City, Pengzhou, Qionglai City, Chongzhou და Jianyang
კოორდინატები 30°39′31″ ჩ. გ. 104°03′53″ ა. გ. / 30.65861° ჩ. გ. 104.06472° ა. გ. / 30.65861; 104.06472
დაარსდა ძვ. წ. 311
ფართობი 14,378.18 კმ²
ცენტრის სიმაღლე 500
კლიმატის ტიპი ნოტიო სუბტროპიკული
მოსახლეობა 14,427,500 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +86 28
საფოსტო ინდექსი 610000
საავტომობილო კოდი 川A და 川G
ოფიციალური საიტი chengdu.gov.cn
ჩენდუ — ჩინეთი
ჩენდუ

ჩენდუ წარმოიქმნა ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში შუს სამეფოს დაარსებისას. შუს ძველ სამეფოში ცნობადობით გამოირჩეოდა ჩენდუ, სინდუ და გუანდუ. შემდგომში სწორედ ჩენდუმ განიცადა აღმავლობა. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ჩენდუ ფარჩას წარმოებით იყო განთქმული და აგრეთვე ძინჩენი ეწოდებოდა („ფარჩის ქალაქი“). ძველი წელთაღრიცხვის 316 წლამდე იყო შუს სამეფოს დედაქალაქი. სამმეფობის პერიოდში 221-263 წლებში შუ-ხანის სამეფოს დედაქალაქი. IV საუკუნის პირველ ნახევარში ჩენის სახელმწიფოს დედაქალაქი, V საუკუნის დასაწყისში დასავლეთი შუს სახელმწიფოს დედაქალაქი, ხოლო უ დაის პერიოდში ადრინდელი შუსა და გვიანდელი შუს დედაქალაქი. 994 წელს ჩენდუ გარკვეული დროის განმავლობაში იყო ლი შუს დედაქალაქი. 1644-46 წლებში ჩენდუ დაიკავა ჯან სიანჯუნის მეამბოხეთა არმიამ, რის შედეგადაც იგი გახდა დიდი დასავლეთის სახელმწიფოს დედაქალაქი.

გლეხთა დიდი ომის, მანჯურიის მიერ ჩინეთის დაპყრობისა და სანფანის ომის დროს ჩენდუ ძლიერ დაზარალდა და პრაქტიკულად დაცარიელდა. სიჩუანის პროვინციის ცალკე სამხედრო სამეფისნაცვლოს გამოყოფის შემდეგ, 1731 წლიდან სიჩუანის სამეფისნაცვლოს რეზიდენციად ჩენდუ იქცა. XX საუკუნემდე ჩენდუ იყო სამაზრო ქალაქი, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი მმართველობის ორგანოები. 1928 წელს ჩენდუსა და ხუაიანის მაზრები ოფიციალურად გაერთიანდა ქალაქ ჩენდუს სახით საკუთარი მმართველობის ორგანოებით. 1949 წლის 27 დეკემბერს ჩენდუს შემადგენლობაში შევიდა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია და ჩენდუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. 1952 წელს აღდა სიჩუანის პროვინცია და ჩენდუ გახდა პროვინციული დაქვემდებარების პირდაპირი ქალაქი. მასში განთავსდა პროვინციის მმართველობა.

ჩენდუ მდებარეობს სიჩუანის ქვაბულის დასავლეთ დაბოლოებაზე, ჩენდუს ვაკეზე. საქალაქო ოლქი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 192 კილომეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 166 კილომეტრზე. ფართობი 12 390 კმ². ესაზღვრება შემდეგი საქალაქო ოლქები: დეიანი, ძიიანი, მეიშანი და იაანი, აგრეთვე ნგავა-ტიბეტ-ციანის ავტონომიური ოლქი. საქალაქო ტერიტორია განლაგებულია ზღვის დონიდან დაახლოებით 500 მ სიმაღლეზე. საქალაქო ოლქის ყველაზე დაბალი წერტილი 378 მეტრზეა. ქალაქის მიღმა რელიეფი უფრო მრავალფეროვანია.

დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. ჰავა კომფორტულია როგორც მოსახლეობისათვის, ისე სოფლის მეურნეობისთვისაც. ცინლინის მთები ქალაქს იცავენ ციმბირიდან წამოსული ჩრდილოეთის ჰაერის მასებისაგან, ამიტომ ზამთარი ჩენდუში რბილია, ვიდრე იანძის ქვემო ნაწილში. იანვრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 5,6 °С-ს, იშვიათად თოვს, თუმცა ზოგჯერ ხანმოკლე სუსხია ნიშანდობლივი. ზაფხული ნოტიოა და საკმაოდ ცხელი. ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურა უდრის დაახლოებით 25°С, თუმცა დღისით შესაძლოა 33 °С მიაღწიოს და მეტსაც. ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება