სანგო
სანგო, სამმეფობა — პერიოდი ჩინეთის ისტორიაში (220-265 ან 220-280 წწ.), სახელი ეწოდა იმ სამეფოთა რიცხვის მიხედვით, რომლებიც წარმოიშვნენ ხანის იმპერიის დაცემის (220 წ.) შემდეგ. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო პოლიტიკური დაქუცმაცებულობა და განუწყვეტელი ბრძოლები სამ სამეფოს – ვეის, უსა და შუს – შორის. შუს სამეფო თავისი არსებობის პირველ ნახევარში წარმატებით ომობდა. შემდგომში იგი შინაბრძოლების შედეგად ძლიერ დასუსტდა და 263 წელს შეუერთდა ვეის სამეფოს. 265 წელს ვეის სამეფოში ძალაუფლება ხელთ იგდო მხედართუფროსმა სიმა იანმა, რომელმაც იმავე წელს დააარსა დასავლეთი ძინის (265-316 წწ.) დინასტია და 280 წელს დაასრულა უს სამეფოს დაპყრობა.
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჯოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჯოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჯოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამთავროების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთის ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთის ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჯოუ 690–705) | |||||||
5 მონარქია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 78.