ძინის დინასტია (1115-1234)

ძინის დინასტია — სახელმწიფო და დინასტია (1115-1234 წწ.) ჯურჯენებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფო აღმოცენდა კიდანების წინააღმდეგ ჯურჯენების ბრძოლის პროცესში, რომლებსაც ეს უკანასკნელნი ხარკს უხდიდნენ. 1125 წელს ძინის დინასტიამ გაანადგურა კიდანების სახელმწიფო ლიაო. 1125-1127 წლებში იბრძოდა ჩრდილოეთი სუნის ჩინური დინასტიის წინააღმდეგ, მიიტაცა ჩრდილოეთ ჩინეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის იმპერიის დედაქალაქი კაიფინი. ძინის ჯარები მდინარე იანძამდე აღწევდა. 1139 წელს ძინმა ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას ჩინეთის სახელმწიფოსთან - სამხრეთი სუნთან, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა ძინის ვასალად აღიარა თავი. XII საუკუნის შუა წლებიდან ძინი აღმოსავლეთ აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. 1234 წელს ძინის სახელმწიფო მონღოლებმა გაანადგურეს.

ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთი ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჭოუ 690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინგის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

ლიტერატურა

რედაქტირება