სიას დინასტია
სიას დინასტია (ძვ. წ. 2070 - ძვ. წ. 1600 წლები; ჩინ.: 夏朝) — ლეგენდარული დინასტია, ტრადიციული შეხედულებების თანახმად, მმართველობა ძველ ჩინეთში, ძვ. წ. 2070 წლიდან ძვ. წ. 1765 წლამდე. ჩინელი არქეოლოგები სიას დინასტიას ხშირად უკავშირებენ ერლიტოუს კულტურას. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც იდენტიფიცირებულია სიას დინასტია, ჯოუს ეპოქაში ძინის სამეფო წარმოიშვა.
სიას დინასტია 夏朝 | |||||
სამეფო აღარ არსებობს | |||||
| |||||
სიას დინასტიის ადგილმდებარეობა
| |||||
დედაქალაქი | იანჩენგი | ||||
ენები | ძველი ჩინური | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
ისტორია | |||||
- | შეიქმნა | ძვ.წ. 2070 | |||
- | გაუქმდა | ძვ.წ. 1600 |
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჭოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჭოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამეფოების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთი ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთი ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჭოუ 690–705) | |||||||
5 დინასტია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინგის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
მითური წინარეისტორია
რედაქტირებაჩინური მითურ-ისტორიული ტრადიციების თანახმად, ჩინეთის სახელმწიფო დააარსა ყვითელმა იმპერატორმა — ხუან-დიმ, რომელმაც ძვ. წ. XXVII საუკუნეში, მძიმე ბრძოლების შედეგად შეძლო სხვადასხვა ტომთა ბელადების დამორჩილება და შექმნა თავის სახელმწიფო კუნლუნის მთაზე — მდინარე ხუანხეს აუზიდან შორეულ დასავლეთში.
მშვიდობის ჩამოვარდნის გამო, ხუან-დიმ ღმერთებს მსხვერპლი შესწირა, დანიშნა მმართველები და ქვეყნის მასშტაბით გამოსცა კანონები. ხუან-დის ჰყავდა 25 ვაჟი, აქედან 14-მა (ბიბლიური იაკობის მსგავსად) ახალ მოდგმას ჩაუყარა საფუძველი. ქვეყნის ტახტი ხუან-დი-სგან (ძვ. წ. 2698 — ძვ. წ. 2597) მემკვიდრეობით გადაეცა შაო-ხაო-ს, შემდეგ — ჩუნ-სუი-ს, შემდეგ დი-კუს, შემდეგ კი — დი-ჟის და საბოლოოდ იაოს, რომელიც, ალბათ ყველაზე სათნო და ბრძენი მმართველი იყო. მან გააერთიანა და მიიყვანა ქვეყანა ჰარმონიულ მდგომარეობამდე, დაამყარა ხალხთა შორის თანხმობა, მაღალ თანამდებობებზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები დანიშნა. იაომ მემკვიდრედ სათნო შუნები (ძვ. წ. 2256 — ძვ. წ. 2205) აირჩია. ამისთვის იმპერატორმა ქვეყანა 12 ნაწილად დაჰყო და ყველგან მმართველებად შუმები დაადგინა.
იუ დიდი და სიას სახელმწიფოს დაარსება
რედაქტირებაშუნებისგან ძალაუფლება გადაეცა ხუან-დი პირდაპირ შთამომავალს, იუს, სიას გვარიდან, რომელიც ითვლება სიას დინასტიის დამააარსებლად. დინასტიის 17 მმართველი ქვეყანას სამ საუკუნენახევრის განმავლობაში მართავდა.
სიას დინასტიის მმართველების სია
რედაქტირებასიკვდილის შემდგომი სახელი (Shi Hao 諡號)1 | |||||
---|---|---|---|---|---|
ნომერი | მმართველობის პერიოდი² | სახელი | ჩინ. | პინინი | შენიშვნა |
01 | 45 /7 (ძვ. წ. 2032 — ძვ. წ. 2025) | იუ | 禹 | Yǔ | იუი დიდი (大禹; dà yǔ) |
02 | 10 (ძვ. წ. 2025 — ძვ. წ. 2015) | ცი | 啟 | Qǐ | |
03 | 29 (ძვ. წ. 2015 — ძვ. წ. 1986) | ტაი კანი | 太康 | Tài Kāng | |
04 | 13 (ძვ. წ. 1986 — ძვ. წ. 1973) | ჟონგ კანი | 仲康 | Zhòng Kāng | |
05 | 28 (ძვ. წ. 1973 — ძვ. წ. 1945) | სიანი | 相 | Xiāng | |
(?) | 2 (ძვ. წ. 1945 — ძვ. წ. 1943) | ჰოუ ი | 后羿 | Houyi | დავის საგანია |
(?) | 38 (ძვ. წ. 1943 — ძვ. წ. 1905) | ჰან ჟო | 寒浞 | Hán Zhuó | დავის საგანია |
06 | 21 (ძვ. წ. 1905 — ძვ. წ. 1884) | შაო კანი | 少康 | Shǎo Kāng | |
07 | 17 (ძვ. წ. 1884 — ძვ. წ. 1867) | 杼 | ჟუ | ||
08 | 26 (ძვ. წ. 1867 — ძვ. წ. 1841) | ჰუაი | 槐 | Huái | |
09 | 18 (ძვ. წ. 1841 — ძვ. წ. 1823) | მანი | 芒 | Máng | |
10 | 16 (ძვ. წ. 1823 — ძვ. წ. 1807) | სე | 泄 | Xiè | |
11 | 59 (ძვ. წ. 1807 — ძვ. წ. 1748) | ბუ ჯიანი | 不降 | Bù Jiàng | |
12 | 21 (ძვ. წ. 1748 — ძვ. წ. 1727) | ჯიუნი | 扃 | Jiōng | |
13 | 21 (ძვ. წ. 1727 — ძვ. წ. 1706) | ჯინი | 廑 | Jǐn | |
14 | 31 (ძვ. წ. 1706 — ძვ. წ. 1675) | კუნი ჯია | 孔甲 | Kǒng Jiǎ | |
15 | 11 (ძვ. წ. 1675 — ძვ. წ. 1664) | გაო | 皋 | Gāo | |
16 | 11 (ძვ. წ. 1664 — ძვ. წ. 1653) | ფა | 發 | Fā | |
17 | 53 (ძვ. წ. 1653 — ძვ. წ. 1600) | ჯიე | 桀 | Jié | ასევე ლუ გუი (履癸 lǚ guǐ) |
1 ლიტერატურაში მმართველის სახელს ემატება სიას დინასტიის დასახელება (夏), მაგალითად სია იუ (夏禹). | |||||
2 მმართველობის სავარაუდო წლები. |
ბევრი ისტორიკოსი სიას დინასტიას ლეგენდარულ დინასტიებს მიაკუთვნებს, თუმცა ეს დღემდე საკამათოა. ამ ეპოქის არც ერთი წერილობითი წყარო არ შემორჩენილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიმა ციანი. ისტორიული ჩანაწერები. ტ. 1.
- Douglas J. KEENAN (2002), «Astro-historiographic chronologies of early China are unfounded», East Asian History, 23: 61-68.
- Yun Kuen LEE (2002), «Building the chronology of early Chinese history», Asian Perspectives: the Journal of Archaeology for Asia and the Pacific, 41.1: 15-42.
- LI Xueqin (2002), «The Xia-Shang-Zhou Chronology Project», Journal of East Asian Archaeology, 4: 321—333.