შანის დინასტია
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჯოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჯოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჯოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამთავროების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთის ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთის ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჯოუ 690–705) | |||||||
5 მონარქია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
შანის იმპერია (ჩინ.:商朝), ან ინის იმპერია (ჩინ.: 殷代), ან შან-ინის იმპერია — სახელმწიფო ფორმირება ძვ. წ. 1600-დან ძვ. წ. 1027-მდე წლებში, მდინარე ხუანხეს ჩრდილოეთის ველებზე. შანის დინასტია წინ უძღოდა ჯოუს დინასტიას.
შანის იმპერია არის პირველი ჩინური სახელმწიფო წარმონაქმნი, რომლის არსებობაც დასტურდება არა მხოლოდ არქეოლოგიური მასალებით, არამედ ზეპირი და წერილობით წყაროებითაც. შანის იმპერიის ისტორიის ყველაზე სრულყოფილ აღწერას სიმა ციანის „ისტორიული ჩანაწერები” შეიცავს. გათხრების შედეგად იპოვნეს ძიაგუვენი — იეროგლიფური წარწერები კუს ბაკანსა და ცხოველის ძვლებზე, აგრეთვე ბრინჯაოს, ნეფრიტს, კერამიკასა და ქვის ნაწარმზე. დიდი აღმოჩენები გაკეთდა შანის დინასტიის დედაქალაქის — ინსიუს (ჩინ.:商殷墟))ტერიტორიაზე, რომელიც თანამედროვე ქალაქის ანიანის, ხენანის პროვინციაში მდებარეობს. უძველესი ქალაქი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
პოლიტიკური სტრუქტურარედაქტირება
მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში პოლიტიკური სტატუსი იყო განსხვავებული. ვანი წარმოადგენდა საკრალურ ფიგურას და ჰქონდა დიდი ძალაუფლება. ის გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად ასრულებდა საზეიმო რიტუალ დის. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ყოფილიყო შუამავალი გარდაცვლილებსა და ცოცხლებს შორის. ტიტული ან ძმიდან ძმას ან ბიძადან უფროს ძმისშვილს გადაეცემოდა, ხოლო ვან ი-დან მოყოლებული ძალაუფლება მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა. ვანის ახალგაზრდა ნათესავები, რომლებიც ვერ აცხადებდნენ ძალაუფლებაზე პრეტენზიას, შეადგენდნენ არისტოკრატულ კლანს.
გლეხებთან შედარებით, ვანის გარემოცვას (ადმინისტრაციული აპარატი, მებრძოლები) პრივილეგირებული სტატუსი ჰქონდა. თანამდებობის პირები იყოფოდა ადმინსტრატორებად, მცირე რანგის მენეჯერებად და სამხედრო წვრთნებსა და ნადირობაზე პასუხისმგებელ პირებად.
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
შანის სახელმწიფო დაიყო სტრუქტურულად უთანასწორო ნაწილებად:
- ზონა (რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში), დედაქალაქით, რომელსაც უშუალოდ განაგებდა ვანი.
- რეგიონალური მმართველობის ტერიტორიები, რომელთაც ვანი, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლები მართავდნენ. ასეთი ტერიტორია იყო — ჯოუ.
- მეორე ზონა - დასახლებული უცხოური ტომებით.
შანის დინასტიის მმართველებირედაქტირება
ვან მეფეთა სამეფო სახელების გარდა, ჩინეთის ისტორიამ მათი ადრინდელი სახელებიც შემოინახა (მაგ, სიან ტუ zh:相土, აგრეთვე, მოიხსენიება როგორც „ში ძინე”).
შანის დინასტია (ძვ. წ. 1600 — ძვ. წ. 1046)
|