ინსიუ
ინსიუ (ჩინ. 殷墟) — ჩინეთის შანის დინასტიის უკანასკნელი დედაქალაქის ნანგრევები (ძვ.წ. 1766 - ძვ. წ. 1050). იგი დედაქალაქის ფუნქციებს ასრულებდა 255 წლის მანძილზე, 12 მეფისა და რვა თაობის განმავლობაში.
ინსიუ* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 36°07′17″ ჩ. გ. 114°19′01″ ა. გ. / 36.12139° ჩ. გ. 114.31694° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
ნომერი | 1114 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1114 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქი 1899 იქნა აღმოჩენილი და ამჟამად ჩინეთში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი არქეოლოგიური ძეგლია, ამავე დროს ჩინეთის ერთ-ერთი ძველი დედაქალაქი და 2006 წლიდან იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მდებარეობს ხებეის პროვინციის ჩრდილოეთში, თანამედროვე ქალაქ ანიანის მახლობლად, მანხველთათვის ღიაა როგორც ბაღი-მუზეუმი.
ნაქალაქარში აღმოჩენილია ორაკულის ძვლებზე გაკეთებული უძველესი ჩინური წარწერები.